კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ეს საოცარი ბულგარული წიწაკა

სადაცაა, გაზაფხული მოგვადგება კარს და, ალბათ, ყველამ იცის, რომ წლის ულამაზეს პერიოდს ერთი ნაკლი აქვს – ამ სეზონზე ხილსა და ბოსტნეულში მინიმუმამდე მცირდება ვიტამინების შემცველობა, თუმცა, როგორც არ უნდა გაგიკვირდეთ, ეს არ ეხება ბულგარულ წიწაკას; უფრო მეტიც, ის ვიტამინებს ინარჩუნებს ნებისმიერ „პოზიციაში“: გაცხელების, გამოცხობის, მოხარშვის, შეწვის, მოშუშვის, გაყინვის, დამჟავებისა და დაკონსერვების დროსაც კი. ბულგარული წიწაკის ეს თავისებურება გამოწვეულია იმით, რომ მასში დაბალია იმ ფერმენტების აქტივობა, რომლებიც შლიან C ვიტამინს.
საინტერესოა ის ფაქტიც, რომ, მოტკბო გემოს მიუხედავად, ბულგარული წიწაკა სულაც არ არის ყველაზე მეტი შაქრის შემცველი ბოსტნეული; სამაგიეროდ, ის ჩემპიონია ყველა ხილსა და ბოსტნეულს შორის C ვიტამინის შემცველობით – 1 ცალი ბულგარული წიწაკა შეიცავს C ვიტამინის სადღეღამისო ნორმას, კაროტინოიდების (ცხიმის დაშლის უნარის მქონე A ვიტამინის) რაოდენობით კი ძალიან უახლოვდება სტაფილოს. სწორედ ამის გამო, სასურველია, ეს ბოსტნეული მიირთვათ ცოტა კარაქთან ერთად (ან მოამზადოთ კარაქით და არა ზეთით ან სხვა ცხიმით), რათა მისი სიმდიდრე მაქსიმალურად აითვისოს ორგანიზმმა და, მაშინ, გარდა წონაში დაკლებისა, მისი დადებითი თვისებებით კანიც ისარგებლებს – კარგი ტონუსი, ჯანმრთელი ფერი და ელსატიკურობა გარანტირებული გექნებათ.
ბულგარულ წიწაკას აღიარებენ დაბალნახშირწყლიანი დიეტების მომხრეები, რომლებიც კრძალავენ დიეტაში სტაფილოსა და კარტოფილის ჩართვას.
ყოველივე ზემოთქმულიდან გამომდინარე, თამამად გთავაზობთ დიეტას, რომლის უმთავრესი პერსონაჟიც ბულგარული წიწაკა იქნება. კერძების გასახალისებლად და კიდევ იმ მიზეზის გამო, რომ წითელი, მწვანე და ყვითელი წიწაკა ზოგიერთ მიკროელემენტს განსხვავებული რაოდენობით შეიცავს, შეგიძლიათ, სამივე გამოიყენოთ (ერთად ან ცალ-ცალკე).
დღის განმავლობაში უნდა მიირთვათ 1 კილოგრამამდე ბულგარული წიწაკა. კვების მრავალფეროვნებისთვის, სასურველია, ის წინასწარ, დიეტის დაწყებამდე რამდენიმე დღით ადრე, დაამწნილოთ ან ჩააწყოთ მარინადში.
გთავაზობთ დიეტის ერთი დღის ნიმუშს. შემდეგ დღეებში (დიეტა 5-დღიანია) უცვლელად დატოვეთ მხოლოდ ბულგარული წიწაკა, დანარჩენი კი, შეგიძლიათ, ჩაანაცვლოთ სხვა დიეტური პროდუქტებით.
პირველი საუზმე – 100 გრამი ხაჭო, 1 ცალი მოხარშული კვერცხი, უშაქრო მწვანე ჩაი ან ნალექიანი ყავა.
მეორე საუზმე – 1 პატარა კონა მწვანე სალათა, 2-3 ღერი მწვანე ხახვი, კამა, 2 ცალი ბულგარული წიწაკა (ყველაფერი დაჭრილი). 1 ჩაის ჭიქა უცხიმო მაწონი ან კეფირი.
სადილი – 200 გრამი მოხარშული ფილე (ან თევზი); გარნირი: 1 ცალი წითელი, 1 ცალი ყვითელი და 1 ცალი მწვანე ბულგარული წიწაკა (დამწნილებული ან მოშუშული) ხახვთან და ყველანაირ მწვანილთან ერთად; 1 ჭიქა ახალგამოწურული ხილის წვენი.
სამხარი – 100 გრამი უცხიმოდ მოხარშულ წიწიბურაში შეურიეთ 2 ცალი ოდნავ მოშუშული ან უმი ბულგარული წიწაკა, 1 პატარა თავი დაჭრილი ხახვი და ყველანაირი მწვანილი; 1 ჩაის ჭიქა გაზგასული მინერალური წყალი.
ვახშამი – ოდნავ მოთუთქული (ან უმი – თქვენი გემოვნების მიხედვით) 100 გრამი ყვავილოვანი კომბოსტო ან ბროკოლი, 2 ცალი (ნებისმიერი ფერის) დაჭრილი ბულგარული წიწაკა (უმი ან მოშუშული), ყველანაირი მწვანილი, 1-2 ცალი გახეხილი ბოლოკი, 1-2 ცალი გახეხილი უმი სტაფილო, ძალიან ცოტა მარილი.
კვებამდე და კვების შემდეგ ერთსაათიანი შუალედებით – ნებისმიერი ხილი და ტრადიციულად, დღის განმავლობაში 2 ლიტრი წყალი.
დიეტა შეგიძლიათ გაიმეოროთ 2-3-კვირიანი შუალედის შემდეგ.

скачать dle 11.3