კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ტონალური კრემი – მთავარი პერსონაჟი

ნებისმიერი ტიპის სახის კანს რომ ინდივიდუალური მოვლა სჭირდება, ამაზე არაერთხელ გვისაუბრია და საჭირო რჩევებიც მოგვიცია. ამჯერად კი მხოლოდ ტონალურ კრემზე გავამახვილებთ ყურადღებას, რადგან, თუ გსურთ, რომ უნაკლოდ გამოიყურებოდეთ, უნდა იცოდეთ, როგორ კანს რომელი ტონალური უხდება.
პირველ ყოვლისა, ისევე, როგორც მკვებავის შერჩევის შემთხვევაში, ტონალური კრემიც კანის ტიპის გათვალისწინებით უნდა შეარჩიოთ.
თუ ცხიმიანი კანი გაქვთ, არ არის რეკომენდებული კრემის ფუძეზე დამზადებული ტონალური, მშრალი კანისთვის კი, პირიქით, აუცილებელია ალოე ვერას, კიტრისა და ფორთოხლის ყვავილების ზეთებითა და ექსტრაქტებით დამზადებული ტონალური კრემი.
ტონალურის ფერის დასადგენად მისი წასმა ხელისგულზე შეცდომაში შეგიყვანთ, რადგან, ხელისა და სახის კანი ძალიან განსხვავდება ერთმანეთისგან როგორც სტრუქტურულად, ისე ფერით. უმჯობესია, ტონალური ვიწრო ზოლად წაისვათ ყბის ძვალთან – მხოლოდ ასე მიხვდებით, ემთხვევა თუ არა ის თქვენი კანის ფერს.
თუ შუა ზამთარში რუჯის ეფექტი მოგენატრათ, სოლარიუმს კი დიდად არ ცნობთ, ნუ წაისვამთ თქვენ ბუნებრივ ფერზე გაცილებით მუქ ტონალურს. იდეალური ვარიანტია ბრონზერი, რომელიც თხელ ფენად უნდა წაისვათ სახის იმ მონაკვეთებზე, რომლებიც მზის აბაზანების მიღებისას ყველაზე სწრაფად ირუჯება: წარბებს ზემოთ, ცხვირზე, ღაწვებსა და ნიკაპზე.
კანის ხარვეზების შესანიღბავად არ წაისვათ ტონალური სქელ ფენად – ამით უფრო თვალსაჩინოს გახდით ნაოჭებს, სახე კი ნიღაბს დაემსგავსება.
თუ გსურთ, მიიღოთ ჯანმრთელი, ბზინვარე კანის ეფექტი, პუდრი წაისვით სახის მხოლოდ იმ უბნებზე, რომლებიც არ გინდათ, რომ პრიალებდეს.
ფერისა და შემადგენლობის შერჩევის მიზნით, ტონალური კრემი აუცილებლად წაისვით შუადღემდე, დღის სინათლეზე, რადგან საღამოს საათებში კანი ხდება უფრო ცხიმიანი, ტენიანი და, შესაბამისად, ვერ მიხვდებით, ხომ არ გიშრობთ კანს თქვენ მიერ შერჩეული ტონალური. გარდა ამისა, ზოგიერთი ტონალური კრემი წასმიდან რამდენიმე ხანში იცვლის ფერს. ამიტომ, წასმის შემდეგ დაიცადეთ 10-15 წუთი და დააკვირდით, ხომ არ მიიღო თქვენმა კანმა მორუხო ან მოყვითალო ელფერი, ამის შემჩნევა კი დღის სინათლეზე უფროა შესაძლებელი.
გარდა ზემოთ ჩამოთვლილისა, ტონალურმა კრემმა არ უნდა შეგიქმნათ არანაირი დისკომფორტი, პირიქით, მისი სწორად შერჩევის შემთხვევაში, თავი მაქსიმალურად კომფორტულად უნდა იგრძნოთ. მხოლოდ ამის შემდეგ შეგიძლიათ გაიკეთოთ შესაფერისი მაკიაჟი.

скачать dle 11.3