კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ლებრონ ჯეიმსი – პირველი შავკანიანი „ვოგის“ ყდაზე

მხოლოდ ლებრონ ჯეიმსმა, მისი კერპის, მაიკლ ჯორდანის მსგავსად, შეძლო ერთ სეზონში მოეგო: NBA-ის ჩემპიონის ტიტული, ოლიმპიური თამაშების ოქრო, MVP-ის სეზონისა და MVP-ის ფინალური სერიის წოდებები.
ლებრონი დღეს არა მარტო მსოფლიოს საუკეთესო კალათბურთელია, არამედ კალათბურთის ისტორიის საუკეთესო მცოდნეც. ის პირველი შავკანიანია, რომელიც ჟურნალ „ვოგის“ ყდაზე დაბეჭდეს. ტვიტერზე ლებრონს 9 მილიონი ფოლოვერი ჰყავს.
ბავშვობაში მას პრობლემები ჰქონდა მხედველობასთან დაკავშირებით, თუმცა მოგვიანებით, ლაზერული კარატომილეზის ოპერაციის შემდეგ, ყველაფერი მოგვარდა.
ლებრონი წერს და ჭამს მარცხენა ხელით, ბურთს კი მარჯვენათი ისვრის.
კალათბურთს 8 წლის ასაკში ეზიარა.
სკოლის პერიოდში სპორტულმა მაღაზიამ ჯეიმსს NBA-ის ორი 845 დოლარად ღირებული რეტრომაისური აჩუქა. მან კი, თავის მხრივ, ნება დართო, მისი სახე სარეკლამო პოსტებში გამოეყენებინათ. სკოლის სპორტულმა ასოციაციამ ის გუნდს ჩამოაშორა და ლებრონი მხოლოდ სასამართლოს გადაწყვეტილებით დაუბრუნდა კალათბურთს. მაშინ იმ მატჩებზე, რომელშიც ლებრონი მონაწილეობდა, ბილეთი 100-120 დოლარი ღირდა.
მეათე კლასში Adidas ABCD Camp-ში Nike-ში გამოწყობილი მონაწილეობდა, Nike All-american Camp-ში კი  – Adidas ეცვა.
როდესაც ჯეიმსი 198 სანტიმეტრამდე გაიზარდა, თავისი ბავშვობის კერპის, მაიკლ ჯორდანის სიმაღლემდე, შემდეგ უკვე მან უარი თქვა სიმაღლის გაზომვაზე. ოფიციალურად, მისი სიმაღლე 206 სანტიმეტრია, წონა 111 კილოგრამი, სიმაღლეზე ნახტომი – 111 სანტიმეტრი, ვინგსპენი – 214, სხეულში კი 5 პროცენტი ცხიმი აქვს.
ჯეიმსი მულტსერიალ „სიმპსონების“ ფანია. როდესაც მას შესთავაზეს, მონაწილეობა მიეღო ეპიზოდის შექმნაში, სიხარულით დათანხმდა. თავადაც გაახმოვანა. ეს მიწვევა მან დიდ დაფასებად ჩათვალა.
ლებრონს არ უყვარს კითხვა, მაგრამ დაწერა წიგნი – „მეტეორიტები“, სადაც იმ ზეწოლაზე მოგვითხრობს, რაც მან კარიერის დასაწყისში განიცადა – გადატვირთული ტრიბუნები, ჟურნალისტების მაქსიმალური ყურადღება, ცდუნებები...
მატჩებსა და ვარჯიშებზე ჯეიმსი ველოსიპედით დადის. ის ველოსიპედების მწარმოებელი კომპანიის, Cannondale-ის თანამფლობელია.
ლებრონს NBA-ში ჯერ კიდევ არ ჰქონდა არცერთი წუთი ნათამაშევი, როდესაც 90-მილიონიანი ხელშეკრულება დადო Nike-თან. 2013 წელს კი ლებრონი მეორე ადგილზე იყო ამერიკის ყველაზე მდიდარ სპორტსმენებს შორის – სეზონზე მისმა შემოსავალმა 66,5 მილიონი დოლარი შეადგინა, აქედან – 17,5 მილიონი ხელფასის სახით, 39 მილიონი კი კონტრაქტებით მიიღო სპონსორებისგან.
ლებრონმა 2,5 მილიონი დოლარი ქველმოქმედებას მოახმარა, 20 ათასი დოლარი ობამას წინასსარჩევნო კამპანიას შესწირა.
ჯეიმსი კათოლიკურ სკოლაში სწავლობდა, სადაც ტატუირებას ალმაცერად უყურებდნენ. ამიტომ, ის თავის პირველ, – ლომის გამოსახულების ტატუს მარჯვენა ხელზე, მალავდა. მეორე ტატუ მან ზურგზე მაშინ დაიხატა, როდესაც Sports Illustrated-ის საიუბილეო გამოშვების ყდაზე დაბეჭდეს სათაურით – „რჩეულები“. ახლა კი მარცხენა ხელზე თავისი პირველი შვილის, ჯეიმს-უმცროსის სახე აქვს ამოსვირინგებული.

скачать dle 11.3