კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რა ენერგეტიკას მოიზიდავს ჩვენ გარშემო გაუაზრებელი ფიქრები და რა საფრთხეს გვიქმნის შურიან ადამიანებთან კონტაქტი

როდესაც ადამიანი წარმატებულია, კარიერულ თუ პირად ცხოვრებაში ერთნაირად უმართლებს და მასზე ამბობენ, იღბლიანია და ბედი სწყალობსო. მაგრამ, თუ ის უიღბლოა, მეტად ბოროტდება და ირგვლიც მყოფებზეც ცუდ გავლენას ახდენს. როგორც პარაფსიქოლოგი, ბატონი გია ამბობს, თითოეულმა ჩვენგანმა უნდა შეასრულოს ის ელემენტარული წესები, რაც მას შემდგომში აუცილებლად მოუტანს წარმატებასა და იღბალს, რაშიც ჩვენივე განწყობა, ქმედებები და აზროვნება გვეხმარება.

გია: ზოგადად, თუ დააკვირდებით, ადამიანები ძალიან სულწასულები და დაუდევრები ვართ. გვინდა, თითოეულმა საქციელმა თუ გადადგმულმა ნაბიჯმა დღესვე მოგვცეს სასურველი შედეგი და ვერ ვითმენთ, რომ ხვალინდელ დღეს დაველოდოთ.
– გეთანხმებით, ზოგჯერ ისე სწრაფად და დაუდევრად ვიქცევით, რომ შედეგს წლების განმავლობაში ვიმკით. მაგრამ, ეს ხომ გაუცნობიერებლად, დაუდევრობით ხდება?
– დიახ, ასეა, ადამიანი არ უფიქრდება რა შეიძლება მოჰყვეს მის აჩაქარებულ გადაწყვეტილებას, ემოციურ ფონზე გადადგმულ ნაბიჯებს და, შეცდომას რომ დაუშვებს, მხოლოდ ამის შემდეგ იწყებს წუწუნს. არადა, ჩვენი აზრიც კი გარკვეული ენერგიაა. გვინდა თუ არა, აზრები ქმნის ენერგეტიკას, რომელიც გარკვეული დროის შემდეგ მატერიალურ სამყაროში რეალიზდება. დარწმუნებული ვარ, ამას ბევრი თქვენგანი არ აქცევს ყურადღებას. აზრობრივი ენერგია ადამიანისთვის ძალიან საშიში და დამანგრეველიც კი შეიძლება გახდეს. როცა ერთ ადამიანს მეორე ადამიანის შურს და ეჭვის თვალით უყურებს მის ნებისმიერ სიტყვასა თუ საქციელს, ამით უდიდეს ზიანს აყენებს მის ენერგიას და, ზოგადად, წარმატებას. ამ დროს იქმნება გარკვეული აზრობრივი ენერგეტიკა, რომელიც შურის ობიექტს პრობლემებს უქმნის. შური ძალიან ცუდი თვისებაა. ამიტომ, თუ გსურთ, არ ავნოთ არც სხვას და არც საკუთარ თავს, არასდროს არავისი შეგშურდეთ.
– გამოდის, რომ შური წყევლაზე საშიში ყოფილა?
– შური და წყევლა განსხვავებული ქმედებებია, თუმცა, ორივეს შედეგები სავალალოა. ადამიანი შურის დროს ქმნის უარყოფით აზრ-ფორმას და კონკრეტულ ობიექტს ცუდს უსურვებს, რაც შემდეგში აუცილებლად უარყოფითად იმუშავებს მასზე. წყევლის დროს კი ხდება ძალიან დიდი, დამანგრეველი ენერგიის გადინება ადამიანის ორგანიზმიდან. ამ მომენტში ადამიანი გარკვეულ დონეზე სასიცოცხლო ენერგიასაც კი ხარჯავს და მისი აღდგენა, შესაძლოა, ვეღარც კი მოახერხოს. ამიტომ, გირჩევთ, სანამ ვინმეს დაწყევლით, მანამდე კარგად დაფიქრდით.
– თუ ადამიანი გულით არ იწყევლება?
–  არ მესმის, რომ ამბობენ, გულით არ ვიწყევლებიო. იმ მომენტში აზრის დონეზე ხომ უსურვებს ცუდს მეორე ადამიანს და ხომ უქმნის მას საფრთხეს?! ამიტომ, წყევლის გამართლება, რომ ამას გულით არ აკეთებთ, აბსურდია.
– პირად საუბარში ახსენეთ, აზრის მაგიას შეუძლია ადამიანისთვის წარმატების მოტანაო. ეს რას ნიშნავს?
– გაიხსენეთ და დაფიქრდით, რომელ პერიოდში იყავით ყველაზე წარმატებული, როდის გამოგდიოდათ საქმე იოლად, მოკლედ, გააკეთეთ ორიენტაცია ასეთ მომენტებზე, შემდეგ დახუჭეთ თვალები და დაფიქრდით, წარმოიდგინეთ ყველაზე წარმატებული წუთები და გაიხსენეთ, რა გეცვათ ან გეკეთათ და ვინ იყო თქვენ გვერდით იმ მომენტში, როცა თავს ბედნიერად გრძნობდით. ქვეცნობიერ დონეზე ხელახლა გამოიწვიეთ ეს შეგრძნებები და, დამიჯერეთ, ამ დროს თქვენი ცხოვრების წარმატების არხი აუცილებლად გაიხსნება. ამ ემოციის ფონზე განვითარებული აზრი მაგიურ თვისებებს იძენს და აუცილებლად თქვენს სასიკეთოდ იმოქმედებს.
– ესე იგი,  ადამიანმა წარმატებული დღეები ხშირად უნდა გაიხსენოს და ამ ასოციაციის ფონზე გახსნას თავისი ბედნიერების არხი?
– სწორედ, ასეა! რაც მეტად გაიხსენებთ ასეთ წარმატებულ დღეებს აზრის დონეზე, მით მეტად გაგიმართლებთ მომავალში. მეტად წარმატებულ ადამიანებს კი ეს ბედნიერების არხი დაბადებიდან აქვთ გახსნილი და ნაკლები ძალისხმევით შეუძლიათ დიდი წარმატების მიღწევა. აზრობრივი მაგია ჩვენს ენერგიაზეა დამყარებული – ამ დროს ადამიანი საკუთარ ენერგიას გაიღებს და არა სხვისას. ამიტომ, სწორად დახარჯული ეს ენერგია ცხოვრებაში მეტ წარმატებას მოგიტანთ იღბლის ხაზით. გონებაში ადამიანისთვის ცუდის სურვილი ან წყევლა ერთგვარი აზრობრივი მაგიაა და განსაკუთრებით საშიში ძალა აქვს. მაგალითად, ახალ მთვარეზე წყევლა ან ვინმესთვის თუნდაც აზრის დონეზე ცუდის სურვილი განსაკუთრებით სახიფათოა, რადგან ამ დროს ნებისმიერი აზრი კოლოსალურ ძალას იძენს. ამ დღეებში განსაკუთრებით ადვილია მისი ახდენა კონკრეტულ ადამიანზე. ამ დროს გააქტიურებულია როგორც კეთილი, ასევე, ბოროტი ძალები და, თუნდაც გაფიქრებულმა ერთმა ცუდმა აზრმა, შესაძლოა, ადამიანის ცხოვრება ძირფესვიანად შეცვალოს. ეს ენერგეტიკულად ცუდი ფონი კი სწორედ ახალ მთვარეზე აღწევს პიკს. მაგალითად, როცა მშობელი წყევლის შვილს, ამ მომენტში ირგვლივ იქმნება გაღიზიანების ენერგიით გაჯერებული ველი და ხდება ნეგატიური ენერგიის დიდი დოზით გამოფრქვევა. აზრის დონეზეც კი არ შექმნათ ასეთი ნეგატიური ველი, თუ გსურთ, რომ რაიმე საფრთხე არ დაემუქროს თქვენს საყვარელ ადამიანებს. აქვე, გეტყვით, რომ არსებობენ ადამიანები, რომლებიც ძალით იუბედურებენ თავს ბედსა და ცხოვრებაზე წუწუნითა და მოთქმა-ვიშით, ადრე კარგად ვცხოვრობდი, ხელი მემართებოდა, წარმატებული ვიყავი და ახლა ცუდ დღეში ვარ, დასწყევლოს ღმერთმა ასეთი ცხოვრებაო. ამას ამბობენ და, არც კი იციან, როგორ საფრთხეს იქმნიან. თუ არ შეწყვიტეთ ბედის სამდურავი სიტყვების წარმოთქმა, წინ ვერ წახვალთ და ვერც წარმატებას მიაღწევთ, უკან კი ნამდვილად დაიხევთ ცხოვრებაში. საერთოდ, ოპტიმისტი ადამიანები აზრის მაგიის დონეზეც კი ძალიან წარმატებულები არიან.
– პარაფსიქოლოგებისგან გამიგია, რომ სურვილის დონეზე, ასოციაციით გამოწვეული წარმატება საკმაოდ პოზიტიურად მოქმედებს ადამიანის ბედზე.
–  დიახ, ეს კიდევ ერთი წესია, რომელიც წარმატებას გიქადით; ეს არის ასოციაციით გამოწვეული წარმატება სურვილის დონეზე. მთავარია, სურვილი წარმოიდგინოთ, შემდეგ აზრის დონეზე გამოიწვიეთ მისი ასოციაცია და სურვილის რეალიზება რეალურ ცხოვრებაში ნამდვილად მოხდება. უნდა იყოთ ოპტიმისტები და გჯეროდეთ უკეთესი მომავლის. დეპრესიული ადამიანები კი თვითონ ქმნიან უარყოფითი ენერგიის ველს თავის გარშემო და სხვებსაც საფრთხეს უქმნიან წარმატების კუთხით. თუ დეპრესიული ადამიანის გარემოცვაში მოგიწიათ ყოფნა, მისი ასოციაციები და ემოციები თქვენ ირგვლივაც შექმნის უარყოფით ენერგეტიკას, ეს კი, ცხადია, თქვენც დაგაზარალებთ. ერთ ადამიანს ვიცნობ, რომელიც ხშირად წუწუნებდა თავისი ბედის გამო. მან ვერც წინ წაიწია ცხოვრებაში და მეგობრებიც ჩამოშორდნენ  – ვეღარ გაუძლეს მის მოთქმა-გოდებას. არაერთხელ დავარიგე, მაგრამ, არ გაითვალისწინა ჩემი რჩევა. იმ მეგობარსაც, რომელმაც მთხოვა, მესწავლებინა, როგორ მიეღწია წარმატებისთვის და თავი დაეღწია უიღბლობისთვის, იგივე წესები ვასწავლე. იმუშავა საკუთარ თავზე და, არცთუ დიდ დროში საკმაოდ წარმატებულიც გახდა, პირადი ცხოვრებაც აიწყო და სამსახურშიც მეტად დააფასეს. ამიტომ, იფიქრეთ მხოლოდ კარგზე, არავინ დაწყევლოთ, არავისი შეგშურდეთ და, დამერწმუნეთ, ყველაფერი გამოგივათ ამ რთულ ცხოვრებაშიც კი.

скачать dle 11.3