კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
მაისი 2019 (152)
აპრილი 2019 (201)
მარტი 2019 (208)
თებერვალი 2019 (255)
იანვარი 2019 (209)
დეკემბერი 2018 (213)

რისგან მზადდება „მაკდონალდსში“ საკვები და არის თუ არა ის ჯანმრთელობისთვის უსაფრთხო

„მაკდონალდსი“ საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული რესტორანია. პოპულარულია იმიტომ, რომ საკვების ხარისხი და მომსახურების დონე ძალიან მაღალია. აქ ჩვენ დავდივართ ოჯახთან, თანამშრომლებთან, მეგობრებთან ერთად და ზოგჯერ მარტოც, როცა ძალიან გვშია. პირადად ჩემთვის „მაკდონალდსი“ გემრიელ სენდვიჩებთან და გაღიმებულ მომსახურე პერსონალთან ასოცირდება. გახსნის დღიდან მისი ხშირი სტუმარი ვარ, თუმცა, რისგან მზადდება „მაკდონალდსის“ საკვები, მხოლოდ ახლა გავიგე.
პირველი, რითაც დავინტერესდი, ეს გახლდათ ხორცის წარმომავლობა და ხარისხი. ინფრომაცია „მაკდონალდსის“ „ფეისბუქის“ გვერდზე მივიღე. როგორც ირკვევა, ქართულ „მაკდონალდსს“ გერმანიაში, ქალაქ გინზბურგში მდებარე ქარხანა ამარაგებს ხორცით, რომელიც 100 %-ით საქონლისაა და არ შეიცავს დანამატებს. წარმოებული ხორცი რამდენიმეეტაპიან შემოწმებას გადის: თავდაპირველად ის სანიტარულ შემოწმებას ქარხანაში მოხვედრამდე, ფერმაში გაივლის. გინზბურგის ქარხანა საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისი, უმაღლესი დონის ბავარიისა და ავსტრიის ფერმებიდან მარაგდება.
ხორცის დამუშავების პროცესი ასეთია: საქონლის წინა და უკანა მეოთხედების კუნთის უძვლო მაღალხარისხიანი ნაჭრები ქარხანაში იჭრება და იღებს ფორმას. ამის შემდეგ ხორცი იყინება სპეციალური ტექნოლოგიით, რომელიც სასარგებლო თვისებებს უნარჩუნებს მას, შემდეგ კი ხდება გაყინული ხორცის დაფასოება და საქართველოში გამოგზავნა.
პროდუქცია იდეალურად სუფთა, სტერილიზებულ გარემოში მუშავდება. პერსონალი აღჭურვილია სპეციალური ტანსაცმლით, ქუდებითა და პირბადეებით. ქარხანაში სტერილიზაციისა და ჰიგიენის ნორმების დაცვას განსაკუთრებული ყურადღება ექცევა.
მე, ასევე, დავინტერესდი, თუ  რამდენი ხნით ინახება საწყობში გაყინული ხორცი.  აღმოჩნდა,  რომ მსოფლიოს მასშტაბით, აღნიშნული ქარხანა „მაკდონალდსის“ იმდენ რესტორანს  ამარაგებს ხორცით, რომ ფიზიკურად შეუძლებელია საწყობში ხორცის დიდხანს გაჩერება. მუდმივად ახალი ხორცი საქართველოში 2 კვირაში ერთხელ ჩამოდის.
ხარისხის კონტროლი საქართველოშიც გრძელდება. „მაკდონალდსის” ყველა რესტორანი აღჭურვილია სპეციალური ფრიზერებით, სადაც ხდება გერმანიიდან გამოგზავნილი ხორცის დასაწყობება და მარაგების შენახვა. ქართული „მაკდონალდსის“ ხელმძღვანელობის მიერ მკაცრად კონტროლდება საკვების მომზადების სტანდარტები. სენდვიჩებისა და სხვა პროდუქციის მომზადებისას 100 %-ით დაცულია ჰიგიენის ნორმები და გათვალისწინებულია თითოეული დეტალი, როგორიცაა საკვების მომზადების დრო, ტემპერატურა და სხვა. პროდუქტის ყველა დეტალი იდეალური უნდა იყოს, სხვა შემთხვევაში ის ვერ მიაღწევს მომხმარებლამდე; მაგალითად, ყველასათვის საყვარელი სენდვიჩი „ბიგმაკი“ ზუსტად 98 შემოწმებას გადის, სანამ თქვენთან მოვა.
ასე რომ, როცა საქმე „მაკდონალდსს“ ეხება, შეგიძლია მშვიდად იყო და ნებისმიერ დროს მიირთვა საყვარელი სენდვიჩები, რადგან იცი, რომ ის მუდამ უსაფრთხო და ხარისხიანია.

скачать dle 11.3