კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რამდენი ანაბარი აქვს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის პირველ მოადგილე ზაზა მეიშვილს და რამდენ ათეულ ათას ლარს ინახავს მათზე

საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის პირველი მოადგილე, სისხლის სამართლის საქმეთა პალატის თავმჯდომარე, ზაზა მეიშვილი 1972 წელსაა დაბადებული  თელავში. უმაღლესი განათლება თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიულ ფაკულტეტზე მიიღო, სადაც  1989-1995 წლებში სწავლობდა. მისი სამუშაო გამოცდილება 1991 წელს იწყება ფირმა „ისინდიში“, სადაც მან იურისტად 1996 წლამდე იმუშავა. 1996 წლის ნოემბერში საქართველოს პროკურატურაში გადავიდა უფროსი პროკურორის თანაშემწედ, 1997 წელს საქართველოს იუსტიციის საბჭოს წევრის თანაშემწედ დაინიშნა, მოგვიანებით კი – სასამართლო პერსონალის სექტორის უფროსად. 2001 წელს უშიშროების საბჭოში გადაინაცვლა უშიშროების საკითხთა სამსახურის რეფერენტად, 2002-ში იუსტიციის სამინისტროს მოქალაქეობის, სამოქალაქო მდგომარეობის რეგისტრაციისა და იმიგრაციის საკითხთა დეპარტამენტის უფროსად დაინიშნა. 2003 წელს კი მისი სასამართლო კარიერაც დაიწყო: თავდაპირველად, თბილისის საოლქო სასამართლოს, მოსამართლედ დაინიშნა; შემდეგ – სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის თავმჯდომარედ, უფრო შემდეგ – საოლქო სასამართლოს თავმჯდომარის მოადგილედ. 2005 წლის ნოემბერში თბილისის სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარე გახდა, 2006 წლის მარტიდან კი საქართველოს უზენაესი სასამართლოს წევრია. ასევე, 2007 წლიდან დღემდე საქართველოს მოსამართლეთა ასოციაციის თავმჯდომარეა, ხოლო 2006 წლიდან – საქართველოს იუსტიციის უმაღლესი სკოლის ლექტორი.
რაკი სტაჟიანი ჩინოვნიკია, დეკლარაცია არაერთი შეუვსია, თუმცა ჩვენ ტრადიციას არ ვუღალატებთ და ამჯერადაც ბ-ნი მეიშვილის პირველად და ბოლოს შევსებულ ქონებრივსა და ფინანსურ დეკლარაციებს შემოგთავაზებთ. ბ-ნი მეიშვილის მიერ  პირველად შევსებული დეკლარაცია 2002 წლით თარიღდება, რომელიც მან შეავსო, როგორც იუსტიციის სამინისტროს ერთ-ერთი დეპარტამენტის თავმჯდომარემ და ოჯახის წევრებად მიუთითა დედ-მამა და და. იმხანად დას, თამარ მეიშვილს, ეკუთვნოდა საცხოვრებელი ბინა თბილისში, 16 000 ლარად ღირებული, ხოლო მამას, ჯემალ მეიშვილს, მიწის ნაკვეთი გლდანში, 5 000 ლარად ღირებული. ჯემალ მეიშვილი, იმას გარდა, რომ სს „თბილექტროიზოლიტის” სამეთვალყურეო საბჭოს წევრი იყო, ფლობდა აქციების 4,9 პროცენტს. რაც შეეხება შემოსავლებს: 2001 წლის განმავლობაში, ზაზა მეიშვილმა, როგორც იუსტიციის საბჭოს თანამშრომელმა, 4 130 ლარი აიღო; როგორც ეროვნული უშიშროების საბჭოს თანამშრომელმა, 500; როგორც იუსტიციის სამინისტროს დეპარამენტის უფროსმა, 265 ლარი; როგორც სამოსამართლო სწავლების ცენტრის ლექტორმა, 2 047; როგორც იუსტიციის სასწავლო ცენტრის ლექტორმა, 1 860 ლარი.
ზაზა მეიშვილის მიერ სულ ბოლოს შევსებული დეკლარაცია 2014 წლით თარიღდება, რომელიც მან უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის პირველი მოადგილის რანგში შეავსო და ოჯახის წევრებად მიუთითა: მეუღლე, ნინო მირზიკაშვილი, დედა – ნანა მეიშვილი და 2013 წელს დაბადებული შვილი – ჯეკო.
რაც შეეხება უძრავ ქონებას: ნინო მირზიკაშვილის საკუთრებაა მშენებარე საცხოვრებელი სახლი მცხეთაში (ფართობი – 317 კვ.მ) და იქვე მდებარე სასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთი (ფართობი – 1 150 კვ.მ); ზაზა მეიშვილს კი ეკუთვნის – ბინა თბილისში, ბუდაპეშტის შესახვევში მდებარე მშენებარე კორპუსში (ფართობი – 167 კვ.მ) და ორი ავტოფარეხი: ბუდაპეშტის ქუჩასა და გლდანში. ასევე, სასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთი გლდანში (877კვ.მ). ამას გარდა, მისი საკუთრებაა „ელექტროიზოლიტის“ 7 388 აქცია (თითოეულის ღირებულებაა 1 აშშ დოლარი).
ნინო მირზიკაშვილს ორი ანაბარი აქვს, რომლებზეც 3 200 ლარსა და 1 200 ევროს ინახავს, ორი ანაბარი აქვს ზაზა მეიშვილსაც, რომლებზეც 23 000 და 45 000 ლარი  ერიცხება. თუმცა დეკლარაციის შევსების მომენტში ნაღდი ფული მხოლოდ ოჯახის უფროსს ჰქონდა – 9 700 ლარი.
2012 წლის განმავლობაში ზაზა მეიშვილმა, როგორც საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ – 100 725 ლარი აიღო, როგორც იუსტიციის უმაღლესი სკოლის ლექტორმა –  5 920 ლარი, როგორც თსუ-ის ლექტორმა –  4 950 ლარი, როგორც თავისუფალი უნივერსიტეტის ლექტორმა –  3 200 ლარი. ხოლო ნინო მირზიკაშვილმა, როგორც თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ლექტორმა – 1 501, როგორც სოროსის ფონდის სტიპენდიანტმა, ასევე, სამედიცინო უნივერსიტეტში – 5 000 ევრო, როგორც ამერიკის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს ჯანდაცვის ხარისხის გაუმჯობესების პროექტის კონსულტანტმა –  6 786 ლარი, ხოლო, როგორც ფონდ „ღია საზოგადოება საქართველოს“ პალიატიური ზრუნვის განფასების პროექტის ექსპერტმა –  7 980 ლარი.
2013 წელს ხარჯი მხოლოდ ბ-ნ მეიშვილს ჰქონდა, მას ბინის სარემონტო სამუშაოები 51 000 ლარი დაუჯდა.

скачать dle 11.3