კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რამდენი პროცენტით გაიზრდება ლარში გაცემული სესხები ეროვნული ვალუტის კურსის ვარდნის გამო და რატომ თამაშობენ ქართული ბანკები წაუგებელ თამაშს ნებისმიერი კრიზისული სიტუაციის დროს

ისე მოხდა, რომ ლარის უბედობა პირდაპირ კავშირში აღმოჩნდა ქართული ბანკების ბედნიერებასთან, რომლის ფორმულაცაა: რაც მეტად ეშვება ლარი (ანუ მისი მსყიდველობითუნარიანობა), მით იზრდება ქართული ბანკების მოგება, ეროვნულით დაწყებული და თვით ყველაზე მცირე ზომის კომერციულით დამთავრებული. ოფიციალური მონაცემებით, ლარის გაუფასურებამ კომერციული ბანკების მოგება მხოლოდ ვალუტის გაცვლითი ოპერაციებიდან 400 პროცენტით გაზარდა. ეს ერთი ციფრიც მოწმობს, რომ ეროვნული ვალუტის დაცემა ზოგისთვის დედა აღმოჩნდა, ზოგისთვის – დედინაცვალი, თუ რატომ და ვისთვის, ამაზე აფბას პრეზიდენტთან, ნოდარ ჭიჭინაძესთან ერთად ვისაუბრებთ.

– როგორ აისახა ლარის გაუფასურება ბანკების შემოსავალ-გასავლებზე?
– რამდენიმე ძირითადი მიმართულებით აისახა. დავიწყებ სესხებითა და დეპოზიტებით: მოგეხსენებათ, ბანკებს სესხებისა და დეპოზიტების უმეტესი ნაწილი აქვთ უცხოურ ვალუტაში და თითქმის თანაბრად, 60-60 პროცენტი. მაგრამ სესხების საპროცენტო განაკვეთი თითქმის 2-ჯერ მეტია, კერძოდ, უცხოურ ვალუტაში გაცემული სესხების საპროცენტო განაკვეთი 10 პროცენტზე მეტია, მაშინ, როდესაც ანაბრების სარგებელი 5 პროცენტზე ოდნავ ნაკლებია. ამდენად, ბანკები სესხებიდან უფრო მეტ შემოსავალს იღებენ და დოლარის გამყარებით მათი მდგომარეობა გაუმჯობესდა, იმიტომ რომ, სესხების საპროცენტო განაკვეთი ანაბრების სარგებელზე ორჯერ მეტია.
მეორე  –  ბანკები კარნახობენ ვალუტის კურსს დანარჩენ ეკონომიკას და, დღეს მოქმედი საკანონმდებლო ნორმებითა და ეროვნული ბანკის დადგენილებებით, კომერციულ ბანკებს აქვთ ექსკლუზიური უფლება, რომ მათ შორის დადებული გარიგებებით განისაზღვროს ლარის კურსი. შესაბამისად, ისინი ერთმანეთთან ვაჭრობენ გარკვეული მოცულობებით, შემდეგ ადგენენ კურსს და ამ კურსით ხორციელდება ვაჭრობა ყველა სხვა, ნებისმიერ მესამე პირთან. რამდენიმე ბანკი ივაჭრებს და გადაწყვეტს, რომ კურსი უნდა იყოს ერთი დოლარი –  ორი ლარი და შემდეგ ამ კურსით ყიდიან ვალუტას ყველა დანარჩენზე. ამდენად, რადგან თავად აწესებენ ვალუტის კურსს, თავიდან იცილებენ შესაძლო უარყოფით შედეგებს. ამას მოწმობს ოფიციალური სტატისტიკაც, რის მიხედვითაც, შარშან, დეკემბერში, როდესაც კურსის ყველაზე დიდი ცვლილება იყო, ბანკებმა სავალუტო ოპერაციებით სამჯერ მეტი მოგება მიიღეს, ვიდრე წინა პერიოდში ჰქონდათ და, ჯამში, მათ მიერ მიღებულმა მოგებამ 118 მილიონი ლარი შეადგინა, რაც მთლიანი მოგების მეოთხედია. ბანკები ერთ-ერთნი არიან იმ მცირერიცხოვანთა შორის, რომლებმაც სიტუაციით ისარგებლეს და მოგება ნახეს ვალუტის კურსის ცვლილებით. ასეთია კურსის ცვლილების გავლენა მათ მდგომარეობაზე, რაც ცალსახად დადებითია.
– ეს ნორმალური მოვლენაა საბანკო ცხოვრებისთვის? კურსის ცვლილება და ეროვნული ვალუტის გაუფასურება, როგორც წესი, ზრდის ბანკების მოგებას?
– საერთოდ, როგორც ვალუტის კურსის, ისე ფასიან ქაღალდებზე ფასის ცვლილება ორ ნაწილად ყოფს საზოგადოებას: მოგებულებად და წაგებულებად. ჩვენთან ბანკები ყოველთვის მოგებულები არიან, იმიტომ რომ, მათ ხელშია ვალუტის კურსის განსაზღვრის სადავეები. მათი ვაჭრობის შედეგად დგინდება კურსი და მე შემიძლია, გითხრათ, თუ რა მექანიზმით დგინდება კურსი სხვა ქვეყნებში. იქ ბანკების გარდა, ვალუტის კურსის დადგენაში მონაწილეობენ სხვებიც: სადაზღვევო კომპანიები, საინვესტიციო და საპენსიო ფონდები, ექსპორტიორები, იმპორტიორები, ნებისმიერი ტიპისა და პროფილის კომპანიები, ფიზიკური პირები. ანუ ბაზრის მონაწილეთა წრე საკმაოდ ფართოა, ჩვენთან კი მხოლოდ ბანკებია, თუმცა რეალურად 4-5 ბანკი განაგებს არა მარტო სავალუტო ბაზარს, არამედ მთლიანად სექტორს, ანუ, ფაქტობრივად, ხუთი მოთამაშე, ბანკის სახით, ადგენს ვალუტის კურსს და შემდეგ ვალუტის ამ კურსით ხელმძღვანელობს ასეულობით კომპანია და ასეულ ათასობით ადამიანი. არადა, რაც მეტი მოთამაშე განსაზღვრავს ვალუტის კურსს, მით მეტად საბაზრო და კონკურენტუნარიანია გარემო და რაც უფრო შევავიწროებთ იმ წრეს, რომელიც ადგენს ფულის ფასს, მით ნაკლებად იქნება ეს ფასი ეკონომიკაში არსებული მდგომარეობის შესაბამისი, ანუ უფრო ნაკლებად კონკურნტულ გარემოში იქნება ფორმირებული.
– რა ტიპის ქვეყნებში მოქმედებს ვალუტის კურსის დადგენის ის სქემა, რომელიც ჩვენ გვაქვს?
– ეს არის საერთაშორისო სტანდარტი, რომლის გაზიარების სურვილიც დამოკიდებულია ქვეყანაზე, თუმცა განვითარებული ქვეყნების პრაქტიკა არის ის, რომ სავალუტო ბაზარი აბსოლუტურად გახსნილია და მილიონობით ან მეტი მოთამაშის გარიგების შედეგად დგინდება ფულის ფასი. მართალია, ჩვენთანაც იმართლებენ თავს, რომ ეს არ არის დახურული სისტემა და არ შეიცავს სპეკულაციურ ელემენტებს, მაგრამ ფაქტია, რომ ვალუტის კურსი დგინდება მხოლოდ ბანკების გარიგებების შედეგად. იმას, რაზეც შეთანხმდებიან ბანკები, ეროვნული ბანკი გამოაცხადებს ოფიციალურ კურსად და ამაზე სწორდება ბაზარი, ანუ ამ კურსს იყენებენ საბიუჯეტო ორგანიზაციები, სავალუტო ჯიხურები, იმპორტიორები და ასე შემდეგ. ესე იგი, ერთ სიგნალს გამოუშვებს ეროვნული ბანკი და ის მთელი ეკონომიკისთვის ხდება ოფიციალური საანგარიშსწორებო კურსი, რაც არ მიმაჩნია სამართლიან და საბაზრო პრინციპად.
– ამა თუ იმ ვალუტის ყიდვისა და გაყიდვის ფასს შორის სხვაობასაც ბანკები ადგენენ? და რაც მთავარია, ყიდვისა და გაყიდვის ფასს შორის იმ ვალუტებშია დიდი სხვაობა, რომლებზეც არის მოთხოვნა.
– იმიტომაც ვამბობ, რომ კურსის განსაზღვრა არასაბაზრო და არაკონკურენტულ გარემოში ხდება და ბანკებს რომ კონკურენტები ჰყავდეთ, ანუ სხვა კომპანიებსაც ჰქონდეთ საშუალება, ივაჭრონ სავალუტო ბაზარზე და მათ შეთავაზებებსაც ითვალისწინებდნენ კურსის განსაზღვრისას, ბანკებს აღარ ექნებოდათ ის ფუფუნება, რომ ამხელა სხვაობა დაეჭირათ ვალუტის ყიდვასა და გაყიდვას შორის. სწორედ ამ განსხვავებიდან იღებენ ძალიან დიდ შემოსავალს და ეს არა მხოლოდ ვალუტის ყიდვისა და გაყიდვის კურსს ეხება, მე ვახსენე სესხები და დეპოზიტები. საშუალო პროცენტი რომ ავიღოთ, დეპოზიტის პროცენტზე თითქმის სამჯერ ძვირია სესხების პროცენტი. გამომდინარე იქიდან, რომ ბანკებს არ ჰყავთ კონკურენტი და ფულადი რესურსის ლამის ერთადერთი მიმწოდებლები არიან და ეს აძლევთ მათ იმ პრივილეგიას, რომ თქვენგან საშუალოდ 5 პროცენტად ისესხონ თანხა და მესამე პირზე გაასესხონ სამმაგად. ანუ ნებისმიერი მიმართულებით, ბანკებს არ აქვთ ალტერნატივა და ამ შანსს ისინი იყენებენ კარგად და ეს შესანიშნავად აისახება მათ მოგებაზე, რომელიც წლიდან წლამდე ლამის ორმაგდება.
– ცნობილი რომაული პრინციპია, როდესაც დამნაშავე უცნობია, მას პოულობენ პრინციპით, ვინ იხეირა მომხდარით. თუ გავითვალისწინებთ, რომ ბანკებმა შთამბეჭდავად იხეირეს ეროვნული ვალუტის გაუფასურებით, რომლის კურსსაც თავად ადგენენ, შეიძლება, ითქვას, რომ წაეხმარნენ ლარს გაუფასურებაში?
–  რომ გადავავლოთ თვალი, ვნახავთ, რომ ბანკების შემოსავლისთვის იმას კი არ აქვს გადამწყვეტი მნიშვნელობა, როგორია ლარის კურსი, მაღალი თუ დაბალი, არამედ მკვეთრ ცვლილებებს. როდესაც მკვეთრად ირყევა კურსი, სწორედ მაშინ იღებენ დიდ მოგებას ბანკები. მაგალითად, 2014 წლის განმავლობაში უმნიშვნელოდ ირყეოდა ეროვნული ვალუტის კურსი, მაგრამ ნოემბრის ბოლოდან მკვეთრი რყევა დაიწყო  და ბანკებმა საშუალო წლიურ მაჩვენებელზე თითქმის სამჯერ მეტი მოგება მიიღეს ვალუტის ყიდვა-გაყიდვით. ანუ ძირითადად და ზოგადად, ფული კეთდება ფულის ფასის მკვეთრი ცვლილებით.
– და რამე შეუშლის ბანკებს ხელს, რომ მკვეთრად შეცვალონ ფულის ფასი ვალუტის კურსის დადგენისას?
–  არაფერი. თუმცა ეროვნული ბანკი ამტკიცებს, რომ აკვირდებიან პროცესს და გამორიცხავენ სპეკულაციებს.
– მაგრამ ეროვნული ბანკიც ხომ იღებს შემოსავალს ვალუტის კურსის მკვეთრი ცვლილებით?
– ეროვნული ბანკი იღებს შემოსავალს, როდესაც ერთვება პროცესში და ახორციელებს ინტერვენციას. მაგალითად, ბოლო ინტერვენციისას მან დოლარი გაყიდა 2,02 ლარად, რომელიც შესაძლოა, თავის დროზე, იყიდა 1,75-ად ან უფრო ნაკლებად. მე არ ვამბობ, რომ ეს უკანონო და ცუდი ნაბიჯია და ეს ეროვნულმა ბანკმა, მაინცდამაინც, მოგების გამო გააკეთა, რადგან ვალუტის ყიდვა-გაყიდვით მიღებული შემოსავალი არის ეროვნული ბანკის მოგების კანონიერი წყარო. მისი მოგება ითვლება ლარში და, ამ მხრივ, მას შემოსავალი გაეზარდა.
– ოპონენტები ითხოვენ მთავრობის ეკონომიკური გუნდის პასუხისმგებლობის საკითხის დაყენებას ეროვნული ვალუტის გაუფასურების გამო. რა მონაწილეობას იღებს მთავრობა ლარის კურსის ფორმირებაში?
–  ლაპარაკია იმაზე, რომ მთავრობის მიერ მიღებულმა გადაწყვეტილებამ სავიზო რეჟიმის გამკაცრების შესახებ შეამცირა ტურისტების რაოდენობა ქვეყანაში, რამაც გამოიწვია შემოსავლების კლება. შესაბამისად, თუ აღმოჩნდება, რომ სავიზო პოლიტიკის გამკაცრებამ შეამცირა ტურისტული შემოსავლები და ამან ნეგატიური გავლენა იქონია ლარის კურსზე, ამ შემთხვევაში შეგვიძლია მთავრობის პასუხისმგებლობაზე საუბარი. თუმცა ჩვენთან ყველაზე მეტი ტურისტი შემოდის თურქეთიდან, რომელთანაც არ გვაქვს სავიზო რეჟიმი. ზოგადად, რეგიონში ეკონომიკური ზრდის ტენდენცია არ არის, უკრაინაში საომარი მოქმედებებია და კრიზისია, რუსეთში ეკონომიკური კრიზისია, თუმცა არ გამოვრიცხავ, რომ სავიზო რეჟიმის გამკაცრებამ ზეგავლენა იქონია ამ პროცესზე. მეორე მხრივ, შემცირებულია ინვესტიციებიც რეგიონში არსებული ეკონომიკური ვითარების გათვალისწინებით, ანუ ბევრი ობიექტური გარემოებაა, რის გამოც შემცირდა უცხოეთიდან ვალუტის შემოდინება. კიდევ ერთი მნიშვნელოვანი მომენტი: გასული წლების განმავლობაში შემოედინებოდა უცხოური კრედიტები. ანუ საქართველო იყო კრედიტების აკრეფის რეჟიმში და ამ თანხით ბალანსდებოდა უარყოფითი სავაჭრო საგადასამხდელო ბალანსი. იმაზე მეტი ვალუტა შემოედინებოდა ქვეყანაში კრედიტების სახით, ვიდრე გაედინებოდა, რაც, საბოლოოდ, ამყარებდა ლარს. და სხვათა შორის, რეზერვებიც ამიტომ იქმნებოდა. აღებულ ვალს, ანუ კრედიტებს კი სჭირდება დაფარვა და ვიცით, რომ 2013 წლიდან საქართველო გადავიდა საგარეო ვალის დაფარვის რეჟიმში.
– პირველ ჯერზე, თუ ზუსტად მახსოვს, 800 000 მილიონის გადახდა გვიწევდა 2013 წელს.
– და იმ ფონს, როდესაც გვაქვს დეფიციტი საგადასამხდელო ბალანსში, დაემატა ისიც, რომ ადრე აღებული ვალები, ანუ უცხოური ვალუტა დიდი მოცულობით გავიდა ქვეყნიდან და მივიღეთ ლარის გაუფასურების ტენდენცია, ანუ ობიექტური გარემოებების გამო მოხდა ეს. თუ გასულ წლებში საგარეო ვალებს ვიღებდით, ახლა მიდის გასტუმრება და მივიღეთ ის, რაც მივიღეთ.
– ლარი, სხვა ვალუტების ფონზე, ყველაზე ნაკლებად გაუფასურდა, რატომ?
– მართალია, მსოფლიოს ყველაზე განვითარებული ქვეყნების ვალუტები ლარზე მეტად გაუფასურდა, მაგრამ მათი ინტეგრაციის ხარისხი მსოფლიო ეკონომიკაში ლარისგან განსხვავებულია. მაგალითად, ნორვეგია ნავთობის ექსპორტიორი ქვეყანაა და სავსებით ლოგიკურია, რომ ნავთობის ფასის კლების გამო, მისი ვალუტა გაუფასურდა ლარზე მეტად. სასიხარულო ამაში არაფერია, ამით მოსახლეობა შვებას ვერ იგრძნობს, მაგრამ ლარი ერთ-ერთი ყველაზე ნაკლებად გაუფასურებული ვალუტაა მსოფლიოში.
– იმიტომ რომ, ეკონომიკა არ გვაქვს?
– იმიტომ რომ, არ ვახორციელებთ ისეთი პროდუქციის ექსპორტს, რომელზეც ფასები მკვეთრად შეიცვალა, ჩვენს ექსპორტში რომ დიდი წილი ეჭიროს ნავთობს, გაცილებით ცუდ მდგომარეობაში აღმოვჩნდებოდით. ანუ ეკონომიკის იმ სტუქტურიდან გამომდინარე, რაც გვაქვს, სხვებთან შედარებით დიდი ზარალი არ მიგვიღია.

скачать dle 11.3