კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ყოფილები VS მოქმედები

ანუ მჭმუნვარენი

რაკი ისე მოხდა, რომ ყოფილები ახლებს ხელფასსა და პრემიებს თეთრ-თეთრ უთვლიან და, იმ მარტივი მიზეზით, რომ ძველები თავიანთ ხელფას-პრემიებს ასაიდუმლოებდნენ, აწ კი ეს ინფორმაცია გამჭვირვალეა, ჩვენც ჭმუნვით ვუცქერთ მაღალ-მაღალ ჩინოსანთა ხელფასების მრავალ ნულთა.
ასეა თუ ისე, თბილისის მერიამ, პათოსით, რადგან „არ წყდება პოლიტიკური სპეკულაცია და მიზანმიმართულად ცრუ ინფორმაციის გავრცელება თბილისის მერიის მაღალჩინოსნების ხელფასებისა და დანამატების შესახებ“, გამოაქვეყნა თბილისის მთავრობის წევრების მიერ აღებული ხელფასები 2014 წლის 1 აგვისტოდან 2015 წლის 31 იანვრის ჩათვლით და, ზედაც, შედარებებიც დაურთო.
სახელდობრ, აღმოჩნდა, რომ, თუკი, მაგალითად, 6 თვის განმავლობაში, თბილისის მერი გიგი უგულავა 41 473 ლარს იღებდა, მოქმედ მერ დავით ნარმანიას 18 921 ლარი აუღია;
თუკი ვიცე-მერი სევდია უგრეხელიძე 54 470 ლარს იღებდა, მოქმედ ვიცე-მერს, ალექსანდრე მარგიშვილს, 38 408 ლარი აუღია…
თავი რომ არ შეგაწყინოთ, მოკლედ გეტყვით: მოქმედებს, ანუ ახლებს ყოფილებთან, ანუ უმოქმედოებთან შედარებით, საშუალოდ, 5 000 ლარით ნაკლები ხელფასი აუღიათ ნახევარი წლის განმავლობაში.
თუმცა იმის გათვალისწინებით, რომ არც წლიური 30 000 და 40 000 ლარია მცირე თანხა და ფრიად აღემატება საქართველოს მოქალაქეთა უმეტესობის შემოსავლებს, ამოცანა გვეკითხება: და მაინც, რამდენი არჩევნები უნდა ჩატარდეს, რომ ზემოთ და ქვემოთ მყოფთა სახელფასო შემოსავლები ერთმანეთს გონივრულ მანძილზე დაუახლოვდეს?! –

скачать dle 11.3