კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ივნისი 2020 (17)
მაისი 2020 (201)
აპრილი 2020 (194)
მარტი 2020 (197)
თებერვალი 2020 (203)
იანვარი 2020 (194)

რატომ ირჩევენ მშობლები პედიატრ ინგა მამუჩიშვილთან ვიზიტს და რას ურჩევს ექიმი მათ ვირუსული ინფექციების თავიდან ასაცილებლად

„გულისხმიერი და პროფესიონალი ექიმი” – ასე ახასიათებენ ექიმ ინგა მამუჩიშვილს არა მხოლოდ კოლეგები, არამედ,  რიგითი პაციენტებიც. ჩვენი მკითხველის დიდი ნაწილიც სწორედ ქალბატონ ინგას ასახელებს წლის პედიატრად და კვალიფიციური ექიმის სტატუსს ანიჭებს. თუ რა გზა განვლო ქალბატონმა ინგამ ამ აღიარებამდე და როგორ გამოიყურება მისი პროფესიული დოსიე, სწორედ ამ საკითხებზე საუბრობს ის ჩვენთან ინტერვიუში.

ინგა მამუჩიშვილი – ექიმი–პედიატრი.
განათლება: 1980-1988 წლები – მე-2 სამედიცინო ინსტიტუტი, პედიატრიის ფაკულტეტი (მოსკოვი); 1992-1995 წლები – თსსუ ასპირანტურა (სამკურნალო ფაკულტეტი).
სამუშაო გამოცდილება:1989-1991 წლები – კრწანისის რაიონის მთავარი პედიატრი;
1991  – არაბეთის გაერთიანებული ემირატები („წითელი ჯვრის” კლინიკა) – ექიმი-პედიატრი; 1992-1995 – თსსუ პედიატრიის კათედრა; 1996-2004 – კათედრის ასისტენტი; 2004-2006  – კათედრის დოცენტი; 2004-2011 – ძმები ზუბალაშვილების სახელობის პედიატრიული კლინიკის დირექტორი; 2004 – 2011 პროფესორთა საბჭოს წევრი, დიდი საბჭოს წევრი, სადისერტაციო საბჭოს წევრი (თსსუ); 2011-დან დღემდე – კლინიკა „სეუს” ექიმი-პედიატრი; მაღალი ტექნოლოგიების საუნივერსიტეტო კლინიკის კონსულტანტი.
სამეცნიერო წოდებები და ჯილდოები:
1995 – მედიცინის მეცნიერებათა კანდიდატი;
2007 – მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი. სამეცნიერო ნაშრომები: 1996 – საკანდიდატო დისერტაცია; 2007  – სადოქტორო დისერტაცია; 64 პუბლიკაცია; 2 სახელმძღვანელოს თანაავტორი პედიატრიაში; 2 მონოგრაფიის ავტორი.
რეგულარულად მონაწილეობს საერთაშორისო ფორუმებში, კონფერენციებისა და კონგრესების მუშაობაში.
– ქალბატონო ინგა, როგორ გაიხსენებთ თქვენს განვლილ პროფესიულ გზას  და პირველ ნაბიჯებს პედიატრიაში?
– ჩემ მიერ განვლილი გზა პროფესიულ სრულყოფამდე, არ იყო მარტივი. თავდაუზოგავი შრომა, უძილო ღამეები, ყველა იერარქიული კიბის საფეხურის გავლა – დაწყებული სანიტრის მძიმე შრომით რეანიმაციის ექთნის უმძიმესი სამუშაოს ჩათვლით. ეს სავალდებულო იყო სწავლის პერიოდში. მერწმუნეთ, მოსკოვში სწავლა სამედიცინო უნივერსიტეტში ძალიან დიდ ძალისხმევას ითხოვდა ქართველი სტუდენტისგან. ჩვენ ყოველთვის მეტს გვთხოვდნენ და ყოველთვის ლუპით გვიყურებდნენ. უკვე მეხუთე კურსის სტუდენტები, გრიპის ეპიდემიის პერიოდში, დამხმარე ძალად ვითვლებოდით და ბინაზე პაციენტების ვიზიტებში ვიღებდით მონაწილეობას. ამ შრომამ ძალიან ბევრი შემძინა. ზოგადად, ექიმი მთელი ცხოვრების განმავლობაში სწავლობს. არ შეიძლება მოდუნება, თორემ, პროფესიულად მოკვდები. საქმიანობის გაგრძელება მაინც საქართველოში ვარჩიე, თბილისის გარეშე ჩემთვის სიცოცხლე წარმოუდგენელია. ძალიან მიყვარს პატარები და მათთან ურთიერთობა, ისინი ჩემი ზრუნვის ობიექტები და, ამავდროულად, მეგობრები არიან. უდიდეს დადებით მუხტს ვიღებ მათგან.
– რა მიგაჩნიათ პედიატრის მთავარ პროფესიულ ღირებულებებად?
– ზოგადად, თოთოეულ პედიატრს გათავისებული აქვს ერთი ძალიან მნიშვნელოვანი რამ: რომ ჯანმრთელი პოპულაციის ჩამოყალიბება დამოკიდებულია პატარა პაციენტებზე მუცლადყოფნის პერიოდიდან ზრუნვასა და სწორ მონიტორინგზე. ამჟამად მე ორ კლინიკაში ვმოღვაწეობ: „სეუს” კლინიკა (წინანდლის ქუჩა #9) და „მედიქალ ჰაუსი” (ბერბუკის ქუჩა #10), სადაც ახლახან დავიწყე მუშაობა; ასევე, ვკითხულობ ლექციებს  უნივერსიტეტში. ჩემთვის დიდი მნიშვნელობა აქვს კლინიკის მაღალ პროფესიულ დონესა და შემოქმედებით გარემოს.  ორივე კლინიკაში შესაბამისი გარემოა პაციენტისა და ექიმის სრული კომფორტისათვის. პაციენტს ვთავაზობ თანამედროვე კვლევების სრულ სერვისს. „მედიქალ ჰაუსში” არის იმის შესაძლებლობაც, რომ ჩატარდეს ონლაინ კონსულტაციები ამერიკის წამყვან კლინიკებთან. კომფორტს მიქმნის ისიც, რომ კლინიკებში პაციენტებს კონსულტაციას უწევენ დარგის წამყვანი, ვიწრო სპეციალისტები. 21-ე საუკუნე სავსეა მოულოდნელობებით, გახშირდა სხვადასხვა დაავადება ბავშვებში, რასაც ბევრი ეგზოგენური (გარეგანი) მიზეზი აქვს: არასასურველი, არაჯანსაღი პროდუქტებით კვება, გარემოს დაბინძურება, მძიმე სოციალური ფონი, ტექნოგენური ცივილიზაცია, უკონტროლო მედიკამენტები და სხვა. ეს ყველაფერი ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესებას იწვევს, რადგან, ნებისმიერი დაავადება, ეს არის გენეტიკური ფაქტორი, რომელიც ვლინდება ხელშემწყობი  მავნე გარემო და სოციალური პირობების ფონზე. იმისათვის, რომ დროულად მოვახდინით სხვადასხვა დაავადების პრევენცია, მშობელს მჭიდრო კონტაქტი უნდა ჰქონდეს ოჯახის ექიმთან და, ყველა არასასურველი სიმპტომის გამოვლენის შემთხვევაში, მიმართოს მას რჩევისთვის. უფრო ხშირი უნდა იყოს პედიატრთან წლის ასაკამდე ჩვილების პრევენციული ვიზიტები, რათა სწორად მოხდეს ბავშვის ფსიქომოტორული და ფიზიკური განვითარების შეფასება. კიდევ ერთხელ მინდა ხაზგასმით აღვნიშნო, რომ ძუძუთი ხანგრძლივად კვება ჩვენი შვილების ფიზიკური და სულიერი ჯანმრთელობის საწინდარია.
– ქალბატონო ინგა, ბოლო დროს ძალიან გახშირდა ბავშვთა ვირუსული ინფექციები. რას ურჩევთ მშობლებს?
– უკანასკნელ პერიოდში გახშირდა ბავშვთა ავადობა ვირუსული ინფექციებით, მკვეთრად იმატა ალერგიული დაავადებების რიცხვმა, ძვალსახსროვანმა პათოლოგიებმა, კუჭ-ნაწლავის ტრაქტის პათოლოგიებმა, ნევროლოგიურმა დაავადებებმა და ქცევის დევიაციებმა, ენდოკრინულმა დაავადებებმა. ხშირი ვირუსული ინფექციები პირდაპირ კორელაციაშია ბავშვთა დაწესებულებებთან (საბავშვო ბაღი, სკოლა). ჩვენს მძიმე სოციალურ ყოფაში მშობლისთვის შეუძლებელია  სამსახურის გაცდენა, ამიტომ, ხშირად მიჰყავთ ბავშვთა დაწესებულებებში ვირუსის აქტიური გამომყოფი ბავშვები. ამ მიზეზით, სასურველია, რომ ბავშვთა დაწესებულებებს ჰყავდეს ექიმი.ზრდასრული ადამიანი ვირუსული ინფექციებით ხშირად იმიტომ არ ავადობს, რომ ბავშვობის პერიოდში გადატანილი ვირუსული ინფექციების შედეგად, გარკვეული იმუნოლოგიური მეხსიერება აქვს ჩამოყალიბებული და მისი იმუნიტეტი შედარებით სტაბილურია. იმუნიტეტი ავადმყოფობის გარეშე ვერ გამოიწრთობა.  ვირუსების თავიდან არიდება ხშირად შეუძლებელია. ეპიდემიის პერიოდში ბავშვები უნდა მოვარიდოთ ადამიანების თავშეყრის ადგილებს; ზოგადად, გავაკაჟოთ ბავშვები სპორტით, ვარჯიშით; ნუ ჩავაცმევთ ბევრს და ნუ გადავუხურებთ ორგანიზმს; ხშირად გვყავდეს სუფთა ჰაერზე, ხშირად დავბანოთ ხელ-პირი; ნუ შევაწუხებთ ხშირი კოცნითა და ჩახუტებით. ხშირად გავანიავოთ ოთახები; ბავშვთა რაციონი გავამდიდროთ ბუნებრივი ვიტამინებით; შეიძლება ცხვირში გამოსასმელი ანტივირუსული საშუალებების გამოყენებაც. ამ რჩევების შესრულების შემთხვევაში, გარკვეულწილად შესაძლებელია, თავიდან ავიცილოთ ვირუსის შეჭრა ორგანიზმში. 21-ე საუკუნის ბავშვები მნიშვნელოვნად განსხვავდებიან წინა საუკუნის ბავშვებისგან. ისინი ძალიან მგრძნობიარენი არიან, მეტად განიცდიან მშობლების დეფიციტს (მათი დაკავებულობის გამო), რადგან, ძირითადად იმყოფებიან ძიძებთან და ბებია-ბაბუებთან; ნაკლებად თამაშობენ სათამაშოებით, უფრო მეტად აინტერესებთ კომპიუტერული ტექნიკა; ხშირად იმყოფებიან ინფორმაციული და ემოციური სტრესის გავლენის ქვეშ, რაც ნერვული სისტემის აგზნებას და ხშირად უძილობასაც იწვევს. ამ ჩივილებით მომართვიანობა ძალიან გაიზარდა. ამიტომ, მინდა ვთხოვო მშობლებს, რომ შეძლებისდაგვარად მეტი ყურადღება დაუთმონ ბავშვებს, მათ მეტი სითბო და მოფერება სჭირდებათ. მშობელმა მეტი კონტაქტი უნდა იქონიოს ბავშვის ექიმთან და ფსიქოლოგთან, რათა დროულად მოხდეს ყველა სომატური და ფსიქიკური დევიაციის კორექცია. თხოვნით მოგმართავთ მშობლებს: არასდროს მიმართოთ თვითმკურნალობას ნაცადი თუ ჯერ კიდევ სათანადოდ შეუსწავლელი ქიმიური ან მცენარეული პრეპარატებით. თითოეული პედიატრი უნდა იყოს პატარა პაციენტის მეგობარი. მათ უნდა მიუხაროდეთ ექიმთან მისვლა, სადაც დახვდებათ სითბო, სიყვარული და, რაც მთავარია – იმედი.             

скачать dle 11.3