კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

არველაძის „მაზიანი“

ის პერიოდია, სამივე ძმა რომ ჯერ კიდევ საშუალო სკოლაში ვსწავლობდით.
რა თქმა უნდა, დიდ ფეხბურთთან მაგ დროს არანაირი შეხება არ გვქონდა, თუმცა, ჩვენს ტოლებში, ანუ „პატარა“ ფეხბურთში, პელეები თუ არა, მარადონები კი ვიყავით.
შუადღეა და სკოლიდან სახლში მოვდივართ სამივე. ერთი კორპუსის წინ, მინიმოედანზე, ბიჭებს ფეხბურთი გაუჩაღებიათ. დაგვაინტერესა, გავჩერდით და ვუყურებთ.
ცოტა შენიშვნა-შესწორება შევკადრეთ ტაქტიკური თვალსაზრისით.
იუკადრისეს.
– თქვენ თუ მაგრები ხართ, ათ-ათწუთიანი ვითამაშოთ სამი სამზეო, – შემოგვთავაზა ერთ-ერთმა.
ვეკვეთეთ ერთმანეთს სამი სამზე. პირველი ათწუთიანი 1:0 მოგვიგეს, მეორე – 3:0.
– სლაბები ყოფილხართ, ძმაოო, – შევეცოდეთ.
ჩვენ ვითომ გავბრაზდით. „პროსტო,“ გაგიმართლათო, – ვუთხარით.
– ერთი ამათ უყურეთო, – ახლა ისინი გაბრაზდნენ, – ხმასაც იღებენო.
– ეე, – თქვა ერთმა, – თქვენთან „ხალასტოიზე“ თამაში ბეზინტერესნია, თუ გინდათ, 10-10 მანეთზე ვითამაშოთ „მაზიანიო“.
ჩვენი იდუმალი ჩანაფიქრი მიზანში მოხვდა.
პირველი 15 წუთი 0:0 დამთავრდა.
დაიწყო მეორე ტაიმი და, ე, მაშინ კი ავიწყვიტეთ სამივემ. გიტარასავით აწყობილი „კლასიკა“ დავატრიალეთ და მეორე წუთზე 1:0 ვიგებთ.
ბევრი რომ არ გავაგრძელო, ის თამაში დამაჯერებლად, 6:1 მოვიგეთ, პო-თუმან-თუმან ჩავიჯიბეთ, ტანსაცმელი შევიფერთხ-შემოვისუფთავეთ და წასვლას ვაპირებთ.
„მელეხი“ ხალხის შვილები აღმოჩნდნენ:
– მოიცა, არ წახვიდეთ... მოდით, ახლა 20-20 მანეთზე ვითამაშოთ, ძმაო, გაქცევა რა საკადრისიაო.
– 20-იანს წავაგებთ! – „შეგვეშინდა“ ჩვენ.
როგორც იქნა, დაგვიყოლიეს.
დავდეთ 20-20 ლარი თითომ.
პირველი ტაიმი 0:1 წავაგეთ ძმებმა.
„მელეხის“ შვილებმა წაგებული თანხა ამოღებულად ჩათვალეს. მეტი მოინდომეს და მეორე ტაიმის წინ „სტავკა“ გაზარდეს.
– 30-30 მანეთი!
– კარგი, ვიცი, არ შეგვარჩენთ და ჩათრევას ჩაყოლა ჯობიაო, – ვუთხარით და დავამატეთ 10-10 ლარი თითომ.
დაიწყო მეორე ტაიმი და ისევ ავიწყვიტეთ.
დაგვდევენ საცოდავად ენაგადმოგდებულები და ოფლში ცურავენ, მაგრამ ჩვენი გაჩერება უკვე აღარც „ბაიერნს“ შეეძლო და აღარც „ბარსელონას“.
ისევ 4:1 მოვიგეთ და 40-40 მანეთი ჯიბეში გვაქვს – სუფთა მოგება.
– თქვენ ვინ ყოფილხართო, – ცოტა „ვზროსლები“ ჩაერთნენ საქმეში, – მოდი, ჩვენ გვეთამაშეთ 30-30 ლარზეო.
„ვზროსლებთან“ თამაში გაცილებით იოლი აღმოჩნდა. პირველი ტაიმი 0:2 წავაგეთ (ინტერესი რომ გაღვივებოდათ), მეორე ტაიმში კი ისევ ამოქმედდა ჩვენი „ხმაშეწყობილი“ ალიანსი. 5:2 მოვიგეთ და – 70-70 მანეთი სუფთა მოგება ჯიბეშია.
როგორ წამოგვაბნელდა, არ გაგვიგია. სანამ ბურთი ჩანდა სიბნელეში, თავი არ დაგვიზოგავს და...
ამ დროს კი ჩვენს სახლში თურმე განგაშია.
დედაჩვენს უთქვამს მამაჩვენისთვის – ვიღუპებით, ბიჭები არ ჩანან, წადი, კაცო, მიდექ-მოდექი, მამა ხარ, მოძებნეო.
ჩამჯდარა კიჭა მანქანაში და გამოუყვა თურმე სკოლის გზას უმარტივესი მარშრუტით.
ფარების შუქზე დავეჩითეთ სამივე – დაღლილები, მაგრამ, შესანიშნავ ხასიათზე ვართ.
– აიტ, თქვე ყურუმსაღებო! – გვიყვირა, მაგრამ, სიხარულზე მეტი აღარ გაუტ...ბია და – ჩეეგდეთ მანქანაშიო...
ჩავსხედით.
– აბა, სად ბრძანდებოდით, ლოთობა დაიწყეთ? – განაგრძო მანქანაში ჩვენი დატუქსვა.
ჩვენ, როგორც პატიოსანმა ბიჭებმა, ყველაფერი შეუფერადებლად ვუამბეთ – 70-70 მანეთი მოვიგეთ შრომით და პატიოსნადო.
– ფულზე ითამაშეთ, ხომ? ფულზე? ყოჩაღ, ბიჭო!
ჩავქინდრეთ თავები.
– მეტს აღარ ვიზამთ... – ამოილუღლუღა რეზიმ, – აღარ დავაგვიანებთ სახლში მოსვლას...
– რაო, რა ბრძანე? – ირონიად იქცა კიჭა.
– აღარ ვითამაშებთ მეტჯერ ფულზე.
– ეგ მეორედ აღარ გამაგონო! – გადაირია მამა, – რას ჰქვია, აღარ ითამაშებთ! აღარ ითამაშებთ კი არა, რა გეჩქარებათ ამ სახლში! სახლში რა გინდათ შუადღეზე! 70 მანეთს მე ხელფასს არ მაძლევენ თვეში. მიდი, კაცო, ითამაშეთ... ეგ კი არა, იმ მოედანზე კაი პროჟექტორს მოგიტანთ, მაგრად რო ანათებს – ისეთს... დროა, ცხოვრება ისწავლოთ, პატარები კი აღარ ხართ! თქვენი დახეული ფეხსაცმელების ყიდვას ვეღარ ავუდივარ, ბურთებს რომ თავი გავანებოთ!
აჩი არველაძის ნაამბობის
მიხედვით

скачать dle 11.3