კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ანეკდოტები

მამუკა ონაშვილის ანეკდოტები
კაცი მივა ექიმთან და შესჩივლებს:
– ექიმო, პირველს რომ ვრჩები, კარგად ვარ, კარგად ვარ მეორეზეც, მესამეზეც, მეოთხეზეც, მაგრამ აი, მეხუთეზე ფეხები მეკეცება, მეექვსეზე  გული მიჩქარდება, მეშვიდეზე მაკანკალებს, მერვეზე არაფრის თავი აღარ მაქვს.
– მერე, მეოთხეზე გაჩერდი.
– მეოთხეზე როგორ გავჩერდე, მეათეზე ვცხოვრობ!
***
დაქალები ჭორაობენ. ერთი ეუბნება მეორეს:
– შენი ქმრები ზოდიაქოს ნიშნებით ვინ იყვნენ?
– თხის რქა, ვერძი და კურო.
– რა იყო, ფერმის გამგე ხარ?
***
უშგულში სვანებმა დადგეს „ოტელო“ და გამოაკრეს აფიშა:
„ოტელო-მალხაზ ხეცურიანი.
დეზდემონა - ჟუჟუნა ტვილდიანი (ორშაბათი), ნათელა ჯიშკარიანი (სამშაბათი), მზექალა გაზდელიანი (ოთხშაბათი).”
ბექა ონიანის ანეკდოტები
გურულის ანკეტას ავსებენ:
– სახელი!
– ლევანი.
– გვარი!
– ღლონტი.
– ოჯახური მდგომარეობა!
– უფ, ნამეტანი ჩახლართული!
***
მეგრელი ჩამოვიდა თბილისში. იცის, რომ „კენტი” სამარიაჟო სიგარეტია და შევიდა მაღაზიაში მის საყიდლათ. გამყიდველმა გაპრანჭული ხმით ჰკითხა:
– რა ნომერი გნებავთ?
– რა ვიცი კაცო, პირში ჩამეტიოს და რა ნომერიც გინდა ის იყოს!
***
ცოლი იყურება სარკეში, აკვირდება თავის გარეგნობას და ბოლოს ქმარს მიუბრუნდა:
– მეტის ღირსი არ ხარ შენ მაინც!
***
გურულ ქალთან გვიან ღამით საყვარელი მივიდა. ქალი ლოგინში ჩაწვა და ჰკითხა საყვარელს:
– შენ არ დაწვები?
– არა!
– რეიზა?
– არ შემიძლია, დღეს ავტობუსში, საფულე მომპარეს.
– რავა, საფულეში გედვა თუ?

скачать dle 11.3