კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რომელი მსოფლიო რეკორდები დამყარდა თბილისში

გოგირდის წყლების გამაჯანსაღებელ ცენტრ  „ჯორჯიან სპაში,” კავკასიის მსოფლიო ფედერაციისა და სპორტული კლუბის – „რეკორდის“ ორგანიზებით, თოთხმეტგზის გინესის რეკორდსმენმა ეტიბარ ელჩიევ-ბუდაღლმა ორი მსოფლიო რეკორდი დაამყარა: პირველ შემთხვევაში, ბიოენერგიისა და მაგნიტიზმის მეშვეობით მან სხეულზე 20-კილოგრამიანი რკინა მიიკრა, რომელზეც  60-კილოგრამიანი ადამიანი იჯდა; ასევე, რკინაზე თოკით ჩაბმული იყო „ნისანის“ ფირმის ორი ავტომობილი (თითოეულის წონა – 1 100 კილოგრამი). ეტიბარმა შეძლო და ეს სიმძიმეები ათ მეტრზე გადაადგილა. ასევე ბიოენერგიისა და მაგნიტიზმის წყალობით მოხსნა მან მეორე რეკორდიც: ამჯერად სხეულზე 20-კილოგრამიანი რკინა მიიკრა, რომელზეც 17 ცალი კრამიტი იყო დაწყობილი. კრამიტები სათითაოდ ჩაქუჩით დაამტვრიეს, რეკორდსმენს კი რკინა სხეულიდან არ ჩამოვარდნია.
ასევე, შპს „ასპრა ჯგუფის“ ფიტნეს-კლუბში, მსოფლიოს ოთხგზის რეკორდსმენმა გოჩა კეკიშვილმა მეხუთე მსოფლიო რეკორდი დაამყარა: ის 30 წუთის განმავლობაში ორძელზე 656-ჯერ აიზიდა და ინგლისელი სპორტსმენის შედეგი (540) მნიშვნელოვნად გააუმჯობესა.

скачать dle 11.3