კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ქართველი მოფარიკავე გოგონების კიდევ ერთი სერიოზული წარმატება

ცოტა ხნის წინ თბილისში ჩატარდა ევროპის თასის ჩემპიონატი  ფარიკაობაში,  რომელშიც სხვადასხვა ქვეყნის კადეტი მოფარიკავეები მონაწილეობდნენ. გოგონებში გუნდური პირველობა ქართველებმა, ტიციან ტაბიძის სახელობის 43-ე საჯარო სკოლასთან არსებული, მსოფლიოს ჩემპიონის, ნიკოლოზ ანდრიაძის კლუბის შეგირდებმა მოიპოვეს. მათი მწვრთნელი, ქეთევან ერემეიშვილი, გოგონების შედეგით კმაყოფილია, თუმცა, სამომავლოდ კიდევ ბევრ წარმატებას ელოდება. რაც მთავარია, გუნდი უკვე შედგა და, თუ მომავალში მათ სპონსორები გამოუჩნდებათ, დარწმუნებული ვარ, გოგონები არაერთ წარმატებას მიაღწევენ და საქართველოს ჰიმნსა და დროშას ბევრ ჩემპიონატზე გააჟღერებენ და ააფრიალებენ.
ქეთევან ირემეიშვილი: 7-8 თებერვალს თბილისში ჩატარდა ევროპის ჩემპიონატი, რომელიც უკვე ყოველწლიურად იმართება. მასში იასპარეზეს 17 წლამდე ასაკის ხმლით მოფარიკავე კადეტმა ვაჟებმა და გოგონებმა. ამ შეჯიბრს საკმაოდ დიდი რეიტინგი აქვს და მიხარია, რომ გოგონებმა გუნდური შეჯიბრება მოიგეს – პირველი ადგილი ავიღეთ. გუნდის შემადგენლობაში იყვნენ: მარიამ ფხაკაძე, ანა აფრასიძე, მარიამ აფციაური და ლიკა ჯიჯეიშვილი. პირად შეჯიბრებაში ანა აფრასიძემ და მარიამ აფციაურმა მოწინააღმდეგეები დაამარცხეს, საბოლოოდ კი ერთმანეთს შეხვდნენ, 14-14-მდე მივიდნენ და, ბოლოს, ერთი ჩხვლეტით, პირველი ადგილი ანა აფრასიძემ დაიკავა, ხოლო მეორე – მარიამ აფციაურმა. 23 თებერვალს მივემგზავრებით ევროპის ჩემპიონატზე სლოვენიაში. ეს ძალიან მნიშვნელოვანი შეჯიბრება. იმედი გვაქვს, მედლებით დავბრუნდებით.
გივი ანდრიაძე: მიჩვეული ვარ გოგონების გამარჯვებას, მედლების გარეშე შეჯიბრებიდან მათი დაბრუნება ვერ წარმომიდგენია. ყველაზე მეტად ის მომწონს, რომ გუნდი შედგა, გოგონები ერთმანეთს ენდობიან, გულმოდგინედ ემზადებიან, დარბიან, დამატებით გაკვეთილებს იღებენ და ფიზიკურ მზადყოფნას დიდ ყურადღებას აქცევენ. ეს მონდომება აუცილებლად დაუფასდებათ.

скачать dle 11.3