კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რა სიახლეებს სთავაზობს მოდის მიმდევრებს ავთანდილ ცქვიტინიძე

დიზაინერ ავთანდილ ცქვიტინიძეს ძალიან აქტიური შემოქმედებითი პერიოდი აქვს. სულ რამდენიმე დღეა, რაც ის მილანიდან დაბრუნდა, 19 თებერვალს პარიზში მიემგზავრება, 5 მარტიდან კი ნიუ-იორკის მოდის სამყაროს შეუერთდება. დღეს გიამბობთ, რა ხდება მის კარიერაში და რა სიახლეებს სთავაზობს  ცნობილი დიზაინერი გაზაფხული-ზაფხულის სეზონზე მოდის მოყვარულებს.

ავთანდილ ცქვიტინიძე: ჩვენ უკვე მეექვსე სეზონია, რაც მილანში გვაქვს შოუ-რუმი, სადაც წარმოვადგენთ პირველი ხაზის კოლექციებს. ამჯერად ვაჩვენეთ მომავალი წლის შემოდგომა-ზამთრის კოლექცია. სამი თვის განმავლობაში გაიმართება ბაერებისთვის და შეკვეთებისთვის როგორც გამოფენა. ამ კონცეპტუალურ მაღაზიებთან თანამშრომლობით, პირველი ხაზის კოლექციას უკვე მსოფლიოს 121 მაღაზიაში ვყიდით.
–  ეს საკმაოდ დიდი მაჩვენებელია.
– სერიოზული მაჩვენებელია. როცა მსოფლიო ასეთი გაჯერებული და დაკავებულია ამ ბაზრით, ფაქტობრივად, მათთვის უცნობი, ახლა უკვე ნაცნობი დიზაინერისთვის ძალიან სერიოზული შედეგებია.
ასევე, ჩვენ უკვე ვაკეთებთ ახალი მაღაზიების ქსელს, მეორე ხაზს – „ავთანდილ 73,” ანუ, „ავთანდილის” რებრენდინგი ხდება და ერქმევა „ავთანდილ 73”, რადიკალურად  განსხვავებული იყოს პირველი ხაზისგან. ამ კოლექციასაც ახლა ვამზადებთ, რომელსაც, ასევე, გავიტანთ  მთელი მსოფლიოს ხაზით.  მზადების პროცესშია პირველი ხაზი, – ოღონდ უკვე „ლუქსი” ხაზის და „ჰენდმეიდი.” ძალიან ბევრი ხელით ნამუშევარია გამოყენებული ნიუ-იორკისა და პარიზის გამოფენებისთვის, რომელიც ნიუ-იორკში შედგება 19 თებერვალს, 5 მარტიდან კი – უკვე პარიზში, სადაც უკვე ცალკე ბაზარია. პარიზში ჩემი მოდელები იყიდება ძალიან სერიოზულ კონცეპტუალურ მაღაზიაში – „ლე სვიტ”, სადაც მუდმივად აკეთებენ ჩემი კოლექციების ვიტრინებს. იქ მხოლოდ და მხოლოდ პირველი კლასის დიზაინერები იყიდება.
– ამ მასშტაბების კონკურენციის ფონზე, როგორც ფიქრობთ, რა დევს ისეთი „ავთანდილში,” რის გამოც ამხელა ინტერესს გამოხატავენ?
– მე საზოგადოებას პირველ ხაზში ვთავაზობ  რადიკალურად განსხვავებულ კოლექციებს, რომლებშიც იდეის გარდა ჩადებულია, ფაქტობრივად, უჩვეულო მასალების სინთეზი, სილუეტი კი არის ძალიან ქალური.
– ამით განსხვავებული ხართ?
– იცით, რა არის? როდესაც ბაერები კოლექციებს იღებენ, ხშირ შემთხვევაში ამ კოლექციებზე აკეთებენ აქცენტს და, ეტყობა, მომხმარებელს ძალიან მოსწონს. ისე არავინ გარისკავს, შეგიკვეთოს კოლექცია. თუნდაც თვითონ მარტო ბაერი გაგიჟდა, გადაირია და შეიძინა კოლექცია, თუ ის ვერ გაყიდა სეზონზე, არავითარ შემთხვევაში მომავალ სეზონს არ შეგიკვეთავს; ანუ, მათი გაყიდვების მაჩვენებელიც მაღალია და, ალბათ, ეს ხალხის იმ კატეგორიაზე მუშაობს, რომელიც რადიკალურად განსხვავებულ დიზაინერს ეძებს.
ყველა ქვეყანაზე სხვადასხვა კოლექცია კეთდება; ანუ კოლექციას აქვს გამაერთიანებელი იდეა, მაგრამ, მაგალითად, მილანისთვის უფრო წყნარი სილუეტები კეთდება, ნიუ-იორკისა  და პარიზისთვის – უფრო შემოქმედებითი პიკი და ბუმია, ოღონდ, იმ იდეის უფრო განვრცობილი ვარიანტი. ამიტომ ჩვენ მაქსიმალურად ვცდილობთ, იდეა განვავითაროთ სხვადასხვა ბლოკად, ოღონდ, ბაზრის მოთხოვნიდან გამომდინარე. ამ კოლექციების აბსოლუტურად მარტივი ვარიანტები, რათა ყოველდღიურად მოიხმარო, კეთდება „ავთანდილ 73-ში”.
– ახლოვდება გაზაფხული და მოდის მიმდევრები რჩევებს ელიან თქვენგან, რომ ახალ სეზონზე კვლავ ახლებურად და მოდურად გამოიყურებოდნენ.
– ჩვენ ყოველდღიურ ტანსაცმელში ვთავაზობთ ჯინსის, შარვლების, ქურთუკების, მაისურების არჩევანს. მაისურებისთვის და, აგრეთვე, „ავთანდილ 73-სთვის” გაკეთდა სპეციალური ქსოვილები, რომლებიც ჩვენმა გრაფიკოსებმა დაამუშავეს და ის წავა გრადაციაში, რათა საკმაოდ ხალისიანი ეფექტი მივიღოთ; ასევე, ამ ქსოვილებისგან კეთდება თხელი ლაბადები, ჟილეტები; ასევე შემოდის ფერთა ტონალობა: კარგი მწვანე, დამჯდარი ბორდოსფერი, მკვეთრი ყვითელი, ხაკისფერი.
ამ სეზონზე გვექნება ძალიან სერიოზული, პრეტენზიულად გამონათებული ოქროსფერი და  ვერცხლისფერი ფეხსაცმელები; თვლებით გაფორმებული სპორტული ფეხსაცმელი, გვექნება რამდენიმე მოდელი ღია ფეხსაცმელი ქუსლზეც, ასე რომ, სერიოზული ფეშენ-ქალბატონი გამოგვივიდა „ავთანდილ 73-ში.”
რაც შეეხება პირველ ხაზს, იქ ძალიან აქტუალური თემაა თეთრი ფერისა და კანის ფერის გრადაცია და, ასევე, თავისივე ტონალობაში ბუმბულების განაწილება. ფაქტობრივად, ამ აფრიკული და სხვავასხვა სახის ბუმბულებით გავითქვით და დავიმკვიდრეთ თავი გაზაფხული-ზაფხულის კოლექციებში. ეს ძალიან ცნობადია და, ფაქტობრივად, ყველა ქალი რადიკაურად იცვლება, როცა ამ კაბას იცვამს. ასევე, ძალიან თამამი და ღრმა დეკოლტეები გვაქვს პირველ ხაზში, რასაც მეორე ხაზში თავს ვარიდებთ. ასე რომ, ორივე ხაზის მომხმარებელს ძალიან კარგი არჩევანი ექნება გაზაფხული-ზაფხულის სეზონისთვის.
– ამ სეზონის ზოგად ტენდენციებზეც ვისაუბროთ.
– ჩვენ  მაქსიმალურად ვიცავთ ზოგად ტენდენციებს, რათა ტანსაცმელი იყოს ძალიან აქტუალური, თანამედროვე და, ინვესტიცია, რომელსაც ქალი ჩადებს, არ იყოს ერთჯერადი, მოსაწყენი და არ „დაასვენოს” გარდერობში ოთხი-ხუთი სეზონის განმავლობაში. ამიტომ სილუეტები არის თავისუფალიც და გამოყვანილიც.
– კაბის ან ქვედაბოლოს როგორი სიგრძეა წელს უფრო აქტუალური?
– ეტაპობრივად არის დაყოფილი. ყველა ქალბატონი ინდივიდუალურია და, ფეხის სილამაზიდან, სამსახურიდან, სიმაღლიდან და გაბარიტებიდან გამომდინარე, ჩვენ ყველანაირ ასორტიმენტს ვთავაზობთ. ეს არის ზოგადად მასმარკეტის პრინციპი, რომ, როდესაც ადამიანი შემოვა, თავისთვის რამე შეარჩიოს. მიუხედავად იმისა, რომ ეს ტანისამოსი  ფეშენ-გოგოებზეა გათვლილი, ყველა ადამიანი რაღაცას პოულობს თავისთვის და ყიდულობს.
აქტუალურია მუხლს ქვემოთ დაახლოებით 10-15 სანტიმეტრით ჩამოშვებული სიგრძე, რომელიც ძალიან პრეტენზიულია და მას საზოგადოება ისეთი რაოდენობით ვერ იღებს; ამიტომ, იმავე ქალბატონებისთვის არის მოდელები 3 სიგრძეში: მინი, მიდი და მაქსისა და მიდის შორის სიგრძე, რომელიც უფრო რისკავს და უფრო მეტი პრეტენზია აქვს „ფეშენზე.” სიგრძეები ყოველთვის რეგულირებადია, გააჩნია, რა იდეით გადის სახლიდან ქალი იმ დღეს.
– გასულ სეზონზე ძალიან მოდური იყო კაბა-ხალათები.
– კაბა-პერანგი, რიმელიც გვაგონებს დაგრძელებულ პერანგს, არის უსერიოზულესი თემა და მის ამ სეზონზე გაშლას ვაპირებთ, რადგან, ყველაზე პრაქტიკული და მოდური ტანსაცმელია და მას არ შეეხება სეზონი, უბრალოდ, ის სილუეტსა და ფერებში შეიცვლება.
– როგორი ფეხსაცმელია წელს აქტუალური?
– ფეხსაცმელი ძალიან აქტუალურია დაბალ ძირზე. ზოგადად, დაბალძირიანმა ფეხსაცმელებმა მოიცვა მთელი მსოფლიო, რადგან, ძალიან პრაქტიკულია.
რაც შეეხება ქუსლებს, ამ სეზონზე ის არ არის რადიკალურად მაღალი – მოიცავს დაახლოებით 7-8, მაქსიმუმ – 9 სანტიმეტრ სიმაღლეს, ოღონდ მყარი ქუსლით. რომელიც თან ქალურია, ნაზია და უხდება შარვალსაც, ქვედაბოლოსაც, მთლიან კაბასაც, გრძელ კაბასაც, მიდისაც და მინისაც.
– დახურული ფეხსაცმელი უფრო აქტუალურია თუ სანდლის ტიპის?
– აბსოლუტურად ყველანაირი ტიპის ფეხსაცმელი გვაქვს: ღია და დაბლებზე, თვლებით გაწყობილი და უთვლებოდ, რომელიც უკვე ივლისის დასაწყისიდან გამოვა გასაყიდად, თუმცა მანამდე გვაქვს დახურული ფეხსაცმელებიც და შუზი, რომელსაც წინ ცხვირი აქვს ღია და ამით ვანეიტრალებთ გარდამავალ პერიოდს, რომელიც ასევე ძალიან სექსუალურია და მარტივად მოსარგები.
– ქართველი ქალის სილუეტი, რომელსაც თქვენ საკმაოდ კარგად იცნობთ, ლამაზი, განსხვავებული და, ამავე დროს, თავისებურიცაა. ალბათ ბევრ ეშმაკობას ფლობთ, თუ როგორ უნდა მიიღოთ მისგან მაქსიმალური ეფექტი.
– ძალიან ბევრი ეშმაკობა გვაქვს. 20 წელი ბაზარზე რომ მუშაობ, ყოველთვის ითვალისწინებ, რა ტიპის ადამიანებს ემსახურები. ამიტომ, ძალიან ბევრი „მატყუარა” თარგი გვაქვს, რომელიც სილუეტს ავიწროებს, ყოველ შემთხვევაში, ქალბატონები  კმაყოფილები და ბედნიერები არიან. ასევე, გვაქვს ელასტიკური ქსოვილები, რომლებიც სხეულს კრავს და სილუეტი უფრო მომგებიანად გამოიყურება. მობრძანდით  ჩვენს მაღაზიებში, დაათვალიერეთ და ამაში თავად დარწმუნდით!

скачать dle 11.3