კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

მაფიის შვილობილი

ბადალოვის ხსენებაზე ხურდა კვლავ აკანკალდა. გააბოლა და ვაჟას უთხრა:
– რას მიკეთებ, გინდა, რომ ჩეჩნებმა გამატყაონ? გეტყობა, კარგად არ იცი, თუ რაში მაყოფინებ თავს და რა შარში ვარდებით თქვენც.
– ჩიტი ბდღვნად ღირს, ხურდა. ჩემი და შენი სიცოცხლე არაფერია იმასთან შედარებით, რა სიკეთესაც მოვუტანთ ჩვენს ერს. ცხოვრებაში ერთხელ მაინც გადადგი სწორი ნაბიჯი.
– რომელი ილია ჭავჭავაძე მე მნახე. მშვიდი ცხოვრება მინდა.
– მშვიდად მაინც ვერ იცხოვრებ და ჯობია, შენი ცოდვების გამოსყიდვაზე იზრუნო. სინდისი არ გაწუხებს ხოლმე?
– ფული მირჩევნია.
– თანახმა ხარ თუ არა?
– მეტი რა გზა მაქვს. თანახმა ვარ.
– მაგრამ იცოდე, ბადალოვთან და საერთოდ, ასეთ საქმეში შეცდომის დაშვება სიკვდილის ტოლფასია. ძალიან ფრთხილად უნდა იყო. არ ინერვიულო. არ დაიბნე და ყურადღებით იყავი. დარწმუნებული ვარ, გამოგივა.
– რატომ ხარ დარწმუნებული?
– თუნდაც იმიტომ, რომ ამდენი წელია, ასეთ საიდუმლოს ინახავ. ძმაკაცის ცოლისგან შვილი გყავს და ერთხელაც არ გაიშიფრე.
– ნუღარ მახსენებ. არ დავიწვები. საკუთარი თავი ყველაზე მეტად მიყვარს.
– მარტო საკუთარი თავი?
– შემდეგ კი ფული.
– საკმაოდ მყარი დასაყრდენი გაქვს. კი, ნამდვილად შეძლებ, – ჩაეცინა ზვიადაურს,  – მაგრამ გახსოვდეს, თუკი ჩემს გაცურებას დააპირებ, თავს დაკარგავ და ფული აღარ დაგჭირდება. ამიტომ ორივეს გაუფრთხილდი.
– გავუფრთხილდები, გავუფრთხილდები. წავედი ახლა, თორემ ძებნას დამიწყებენ. ბევრი საქმე მაქვს.
– აბა, შენ იცი. როგორც შევთანხმდით, კავშირზე ისე გამოხვალ. ეგენი კი საიმედოდ დამალე, – უთხრა ხურდას ზვიადაურმა, მოსასმენ-ჩამწერ აპარატურაზე მიანიშნა და კაფედან გაისტუმრა. ოციოდე წუთის შემდეგ კი თავადაც დატოვა იქაურობა და ოფისში წავიდა.
– როგორ ჩაიარა ვერბოვკამ? – ჰკითხა გამრეკელმა ზვიადაურს.
 – როგორც ვვარაუდობდით, ბატონო მერაბ. დაგვთანხმდა, თუმცა ყოველნაირად ცდილობდა თავის არიდებას.
– ბადალოვზე რომ უთხარი, არ შეეშინდა?
– კი. მაგრამ, სხვა რა გზა ჰქონდა. ასე თქვა, ყველაზე მეტად საკუთარი თავი და ფული მიყვარსო.
– ტიპური ნაძირალაა.
– კი, მასეა. მაგრამ, დარწმუნებული ვარ, თავის საქმეს კარგად გაართმევს თავს.
გამრეკელს რაღაცის თქმა უნდოდა, მაგრამ ტელევიზორს მიაპყრო მზერა. დიქტორი ლარისას ქმარზე ლაპარაკობდა. გამრეკელმა ხმას აუწია და გაიგო, რომ პრეზიდენტმა ლარისას ქმარი პარლამენტს ოფიციალურად წარუდგინა დასამტკიცებლად შინაგან საქმეთა მინისტრის პოსტზე. სიუჟეტი რომ დასრულდა, მერაბმა ხმას დაუწია და ზვიადაურს უთხრა:
– ახლავე უნდა ვიმოქმედოთ, რომ პრეზიდენტმა თავისი მოთხოვნა პარლამენტიდან გამოიწვიოს.
– მზად რომ არ ვართ?
– სანამ შენ ხურდას ავერბოვკებდი, დრო არც მე დამიკარგავს უქმად, – თქვა გამრეკელმა და უჯრიდან ქსეროასლების სქელი დასტა ამოიღო და, – აი, ხურდას გმირობების ქსეროასლები. რამდენიმე ეპიზოდია, მაგრამ კამპანიის დასაწყებად კმარა. ეს საბუთები დღესვე უნდა გამოქვეყნდეს ტელევიზიით. ხვალ კი გაზეთებმა დაბეჭდონ. მიდი, იმოქმედე.
 ზვიადაურმა საათს დახედა და თქვა:
– ოთხი სრულდება. ვეცდები, რომ ექვსსაათიან საინფორმაციო გამოშვებაში მოხვდეს. ცხრიანში კი ყველა შემთხვევაში გავა.
– აბა, შენ იცი, მიდი!
ვაჟა ზვიადაური რკინიგზის სადგურისკენ გაემგზავრა და ათი ქსეროასლის დასტა ათ სხვადასხვა შემნახველ საკანში შეინახა. შემდეგ ქუჩის ტელეფონიდან ტელევიზიებსა და გაზეთების რედაქციებს დაურეკა და უთხრა:
– ექსკლუზიური მასალები შინაგან საქმეთა მინისტრობის კადრებზე თქვენთვის მაქვს გამზადებული. უფასოდ გადმოგცემთ. მომავალში კი მეტ მასალას მოგაწვდით, – ბოლოს, ზვიადაური შემნახველი საკნის კოდს ამბობდა და ტელეფონს თიშავდა.
ნახევარი საათის შემდეგ, რკინიგზის სადგურის შემნახველ საკნებს ჟურნალისტები შეესიენ და ექსკლუზიური მასალები წაიღეს. ზვიადაური მანქანიდან ადევნებდა თვალყურს ამ პროცესს. ოფისში რომ დაბრუნდა, გამრეკელს უთხრა:
– უნდა გენახათ, რა ხდებოდა. მშიერი ბეღურები რომ ხორბალს დააცხრებიან და კენკავენ, ისე შეესიენ ჟურნალისტები შემნახველ საკნებს და მასალები წაიღეს.
– ძალიან კარგი. ახლა შედეგს დაველოდოთ.
შედეგმაც არ დააყოვნა და ერთ-ერთმა წამყვანმა ტელეკომპანიამ პირველი თხუთმეტწუთიანი სიუჟეტი ლარისას ქმარსა და ხურდას მიუძღვნა. მასში მიწასთან იყო გასწორებული შინაგან საქმეთა მინისტრობის კანდიდატი. ხურდა და მისი უფროსი ერთად, უხმოდ უყურებდნენ ტელევიზორს. სიუჟეტი რომ დასრულდა, ლარისას ქმარმა რაღაცის თქმა დააპირა. ამ დროს „ვეჩემ“ დარეკა.
– გისმენთ, – თქვა კომიტეტის თავმჯდომარემ.
– შენი დედაც, ტელევიზორიდან უნდა ვგებულობდე ასეთ ამბებს? – მოესმა ლარისას ქმარს პრეზიდენტის ისტერიკული ხმა.
– მეც არ ვიცოდი, ბატონო პრეზიდენტო, – ამოილუღლუღა ლარისას ქმარმა.
– რა, არ იცოდი, შე სირო? ბანდიტს რომ ნიშნავდი პარლამენტში, რა გეგონა? გინდა, რეიტინგი გამიფუჭო?
– არა, რას ბრძანებთ?
– მორჩა შენი მინისტრობა. უკან ვიწვევ ჩემს მოთხოვნას პარლამენტიდან და სხვა კანდიდატურას დავასახელებ.
– გასაგებია.
– რა არის გასაგები?! – ისტერიკულად გაჰკიოდა პრეზიდენტი, – ახლავე მოაშორე ეგ ბანდიტი პარლამენტს. და, საერთოდ, კადრები შეარჩიე. თორემ, ამასაც არ გაკმარებ და პარლამენტიდანაც პროპკასავით გაგისვრი.
– კარგი. ახლავე გავუშვებ.
– ახლავე, დაუყოვნებლივ, – გაჰკიოდა პრეზიდენტი.
– დიახ. უკვე მისი გათავისუფლების ბრძანებას ვბეჭდავ.
– ბანდიტები არ დამანახვო, ბანდიტები! – თქვა აქოშინებულმა პრეზიდენტმა და სანამ ყურმილს დაახეთქებდა, დაამატა, – თქვენი დედაც, ყველა ბანდიტს მოგსპობთ.
გაფითრებულმა ლარისას ქმარმა ტელეფონის ყურმილი დაკიდა. გააბოლა და ხურდას უთხრა:
– იმან დამირეკა და ისტერიკულად მომთხოვა შენი გაშვება.
– მივხვდი, – მიუგო ხურდამ.
– მაინც, საიდან გამოგიჩხრიკეს ჟურნალისტებმა, მაგათი დედაც!
– რა ვიცი, – მხრები აიჩეჩა ხურდამ.
– მოკლედ ასე, ახლავე დავბეჭდავ შენი გათავისუფლების ბრძანებას. საღამოს კი, უფრო სწორად ღამით, დავილაპარაკოთ.
– რა ხდება?
– ბოტკოველს უნდა შევხვდე და შენც დაესწარი. ერთი საქმეა გადასაწყვეტი. მოკრიფე ახლა შენი ნივთები და წადი. შუაღამეს ჩემთან გელოდები. ჟურნალისტების შეტევა დაიწყება და მათ მოსაგერიებლად უნდა მოვემზადო.
ხურდა წავიდა. ლარისას ქმარმა, მილიონერმა ბოტკოველმა და ხურდამ დილის ხუთ საათამდე ილაპარაკეს და დაიშალნენ. ხურდა სახლში დაბრუნდა და ტანსაცმლიანად წამოწვა ლოგინზე. ცხრა საათზე კი კონსპირაციული ნომრით ზვიადაურს დაურეკა და კუს ტბაზე შეხვედრა დაუნიშნა.
– რა ხდება, ხურდა? – ჰკითხა ზვიადაურმა. ხურდას ჩაეცინა და მიუგო:
– ძველი შკოლა სულ სხვაა.
– რას გულისხმობ?
– ასე ოპერატიულად, მაინც როგორ მოახერხეთ ამხელა კამპანიის აგორება?
– ძველი შკოლაა, – გაიმეორა ვაჟამ და ჰკითხა, – რა მოხდა?
– იმან დარეკა.
– ვინ? – ვერ მიხვდა ვაჟა.
– პრეზიდენტმა.
– რაო, რა თქვა?
– შეფს ყველაფერი თავზე დაახურა.
– მართალია ის კაცი. სულ ესაა?
– არა.
– თქვი, გისმენ.
– მოკლედ, მართალი აღმოჩნდი. შეფმა ახალი ხაზი ჩამაბარა.
– რა ხაზი? რა და, უსმან ბადალოვთან შეხვედრა და მასთან მოლაპარაკება დამავალა.
– საინტერესოა.
– ჰო. მთელი ღამე მე, შეფი და ბოტკოველი ვსაუბრობდით და ყველაფერი დავალაგეთ. ბადალოვს უნდა ვუთხრა, რომ მის ტავარს ბოტკოველი გადაზიდავს. კრიშა შეფი იქნება. მე კი შეფის წარმომადგენელი.
– კარგად იცნობ ბადალოვს?
– კი. ერთად ორი საქმე გვაქვს გაკეთებული.
– ძალიან კარგი. როგორ ფიქრობ, წამოვა გარიგებაზე?
– რატომ არ უნდა წამოვიდეს. რას კარგავს, რო? – მიუგო ხურდამ ზვიადაურს და ჩანაწერი მისცა, – აი, მთელი ბაზარის ჩანაწერი.
ვაჟამ ჩანაწერი ჯიბეში შეინახა და ხურდას უთხრა:
– ბადალოვთან ჩაწერა სახიფათოა. შეიძლება, გაგშმონონ და რომ დაიწვა, თავსაც დაიღუპავ და საქმესაც.
– ვიცი და არც ვაპირებ. ყველაფერს ზეპირად გეტყვი.
– იცოდე, ფრთხილად.
– რა მზრუნველი ხარ? – ირონიით თქვა ხურდამ.
– რატომაც არა. როდის უნდა შეხვდე?
– ხვალ პანკისში მივემგზავრები და შევუთვლი. თუ საზღვარს იქით არაა, მაშინ მალე. თუ ჩეჩნეთშია, დაველოდები.
– კარგი. წარმატებას გისურვებ. როგორც კი ჩამოხვალ, დამიკავშირდი.
ხურდა ერთ კვირაში დაბრუნდა. ზვიადაურს კვლავ კუს ტბაზე შეხვდა და უთხრა:
– ველაპარაკე ბადალოვს.
– მერე?
– დამეთანხმა. ასე მითხრა, – ჰეროინი არ მოგვაკლდებაო.
– ნაძირალა.
– რატომ? ეს ხომ ბიზნესია.
– ბინძური ბიზნესი, რომელიც ჩვენი ერის გასანადგურებლადაა გამიზნული.
– მთელი მსოფლიო ნარკოტიკებზე დგას და ჩვენ რა ვყოფილვართ.
– სხვისი არ ვიცი, მე ჩემი მაღელვებს. შენ, რა არა? თუმცა, შენ მხოლოდ შენი თავი და ფული გიყვარს.
– ნუ გაიჩხერენ და არ გაუბედურდებიან. ვინმე აძალებს გაჩხერას? მე ნახევარი ცხოვრება სროკზე მაქვს გატარებული, მაგრამ ერთი დეციც არ შემიშხაპუნებია.
– შენნაირებზე არ მაქვს ლაპარაკი.
– რას მერჩი. მიყენებ, თან მლანძღავ?
– კარგი, გვეყოფა. ამდენი ხანი რატომ შეყოვნდი?
– ბადალოვს ველოდებოდი. იქით იყო გადასული.
– საომრად?
– ამჯერად არა.
– აბა, რისთვის?
– თავისი ძმის მკვლელი ჩამოათრია პანკისში და ჩემ წინ პირადად, ცოცხლად გაატყავა.
ხურდას სიტყვებზე ზვიადაურს ცივმა ოფლმა დაასხა. ვაჟამ იცოდა, რომ ბადალოვის უფროსი ძმა, ახმედი ლიადოვის დავალებით იყო მოკლული და გულმა ცუდი უგრძნო.
– ვინ, ძმის მკვლელი?
– ვიცნობდი მასაც. მაგარი ყაჩაღი იყო. ახმედი ერქვა. ორი წლის წინ სნაიპერმა მოსკოვში გააგორა და ის მკვლელი დაითრიეს.
– ჩეჩენმა მოკლა?
– რუსმა.
– კი მაგრამ, როგორ მიაგნეს?
– ეგ, აბა, მე რა ვიცი. მაყუთით, ალბათ. აწამეს. შემკვეთის გვარი გაიგეს და ცოცხლად გაატყავეს.
– შენ წინ, ხომ?
– ჰო. სპექტაკლი დამიდგა რა. ამით მაგრძნობინა, არც თქვენ დაგინდობთ, თუ გადამაგდებთო. კაციჭამიები არიან.
– ნაბიჭვრები.
 – შენ, რა, აბაროტს არ აიღებდი?
– კი.
– ჰოდა, რას ერჩი?
– მაგათ ყველას გაწყვეტენ რუსები და იმისი მეშინია, ჩვენც არ მოგვაყოლონ ტისკებში. არ გახსოვს, როგორ ბომბავდნენ პანკისს?
– მახსოვს, მაგრამ, რას იზამ... იცი, რამდენი არიან? თბილისზე რომ წამოვიდნენ, ალბათ, აგვიღებენ.
– ჰოდა, ასე რომ არ მოხდეს, ჭკუით უნდა ვაჯობოთ. შენ კი ამ საქმეში წვლილს შეიტან.
– ჭიანჭველებივით არიან შესეულები ხეობას. არა რა, არ უნდა შემოგვეშვა. ახლა მათი გაყვანა ძნელია. უნდა ეომო.
– ომის გარეშე.
– როგორ? ხომ გეუბნები, თავისი ძმის მკვლელი დაითრია და ახლა შემკვეთის მოკვლაზე ჩალიჩობს. არა, – ხელი ჩაიქნია ხურდამ, – ტერორისტებთან ბრძოლა ძნელია.
– კარგი. მოვრჩეთ. პირველი პარტია რომ წამოვა, გამაგებინე.
– რას აპირებ?
– ყოველ შემთხვევაში, შენ არ გაიშიფრები. წადი, დაისვენე და მშვიდად იყავი.
ზვიადაურს ერთი სული ჰქონდა, გამრეკელს დალაპარაკებოდა. ხურდა რომ გაისტუმრა, გიჟივით გავარდა ოფისში და გამრეკელს ეახლა.
– რა სახე გაქვს, ვაჟა. რა მოხდა? – ჰკითხა გამრეკელმა.
– ხურდას შევხვდი.
– მერე?
– ლიადოვი გაიშიფრა.
– როგორ?
ვაჟამ გამრეკელს ყველაფერი დაწვრილებით უამბო და უთხრა:
– რა ვქნათ?
– ლიადოვი სასწრაფოდ უნდა ჩავაყენოთ საქმის კურსში, რომ ფრთხილად იყოს.
– ტელეფონით არ გამოვა?
– არა. შეგიძლია, მოსკოვში გადაფრინდე?
– კი. ახლავე წავალ.
– იცოდე, ფრთხილად!
– გამრეკელმა საათს დახედა და ვაჟას უთხრა, – სამია. ხუთზე მოსკოვის რეისი მიფრინავს. შენ ახლავე აეროპორტში გაქანდი. მე კი უფროსს დავურეკავ და ბილეთს დავაჯავშნინებ. ლიადოვსაც შევატყობინებ, რომ მიფრინავ.
– კარგი. წავედი.
ვაჟა რომ გავიდა, გამრეკელმა ჯერ ბილეთი დაჯავშნა. შემდეგ ლიადოვს დაშიფრულად ელაპარაკა და ტელეფონი გათიშა.
***
მოსკოვის დროით, ღამის ათ საათზე, ზვიადაური უკვე ლიადოვის პირისპირ იჯდა.
– ეტყობა, რაღაც მოხდა, ასე სასწრაფოდ რომ ჩამოფრინდი მოსკოვში, – უთხრა ვაჟას ლიადოვმა.
– დიახ. მოხდა.
– რა?
– თქვენზე ჩეჩნები ნადირობენ.
– ჩეჩნები?
– დიახ. ჩეჩნები. რუსეთის მიერ ძებნილი უსმან ბადალოვის ხალხი.
– საველე მეთაურ ბადალოვის, რომლის რაზმიც პანკისის ხეობაშია ბაზირებული და რომელსაც ორი წლის წინ სისხლისმსმელი ძმა, ახმედი მოუკლეს მოსკოვში? – თქვა ლიადოვმა.
– დიახ. სწორედ ახმედის გამო უნდათ თქვენი მოკვლა. ბადალოვმა ქილერი გაშიფრა, შეიპყრო, პანკისში ჩაიყვანა, შემკვეთის ვინაობა ათქმევინა და ბოლოს ცოცხლად გაატყავა.
– შენ საიდან იცი?
– ჩემმა აგენტმა მითხრა, რომელიც ბადალოვთანაა კავშირზე. აი, ამიტომ ჩამოვფრინდი ასე სასწრაფოდ. ტელეფონით ამდენ რამეს დაშიფრულადაც ვერ გეტყოდით. დრო არ ითმენს. თავს უნდა გაუფრთხილდეთ და უსაფრთხოების განსაკუთრებული ზომებია მისაღები.
– კარგია, რომ ჩამოფრინდი. მადლობელი ვარ, – გაეცინა ლიადოვს, – მაგრამ არანაირი საფრთხე არ მემუქრება.
– ეგ როგორ? – ვერ მიხვდა ზვიადაური.
– ცოცხლად გატყავებული სნაიპერი ბადალოვს, სულ სხვა კაცის ვინაობას ეტყოდა.
– თქვენ, რა იცით?
– სნაიპერი მე გავუშიფრე ბადალოვს.
ზვიადაური აბსოლუტურად დარწმუნებული იყო ლიადოვის კეთილსინდისიერებაში და იცოდა, რომ ის არასდროს ღალატობდა თავისიანებს. ამიტომ, თავისი ყოფილი უფროსის სიტყვეებმა უკიდურესად გააოცა და დაბნეულმა ჰკითხა:
– კი მაგრამ, რატომ?
– გამოტყდი, ალბათ, ფიქრობ, ლიადოვმა თავისიანების ჩაშვება დაიწყოო, – გაეცინა ლიადოვს.
– არა. რას ბრძანებთ, – იუხერხულა ვაჟამ.
– ახლავე ყველაფერს აგიხსნი. ცოცხლად გატყავებული სნაიპერი ყოფილი სამხედრო იყო. ვაკვირდებოდით და კანტორაში მისი შემოყვანა გვინდოდა. შუამავლის მეშვეობით ახმედ ბადალოვის მკვლელობა შევუკვეთეთ, რაც მან უმაღლეს დონეზე შეასრულა და უკვე მის გადმობირებაზე მუშაობის დაწყებას ვაპირებდით, როცა ის მოულოდნელად გაქრა.
– გაქრა?
– კი, გაქრა. შემდეგ კი ისევ გამოჩნდა და გავარკვიეთ, რომ ის ყოვლად უპრინციპო, მხოლოდ და მხოლოდ ფულზე მომუშავე, უიდეო შემსრულებელი იყო. ასეთი ადამიანები კი ორმაგად საშიშნი არიან. ერთი სიტყვით, შევცდი არჩევანში. ვიჩქარე, როდესაც მას ახმედ ბადალოვი მოვაკვლევინე. ცოტა ხანში ის მუჰამედოვის კანტორაში აღმოჩნდა.
– ეგ ვინღაა?
– ქილერების შეფი. საკუთარი კანტორა აქვთ და შეკვეთილ მკვლელობებზე მუშაობენ. ოღონდ ფული გადაუხადე და ჩვილ ბავშვსაც კი მოაჭრიან თავს. თანაც, იმ ცოცხლადგატყავებულმა ჩემი ბავშვობის მეგობარი მოკლა. ბიზნესმენი იყო და კონკურენტმა მუჰამედოვს შეუკვეთა ეს საქმე. ერთი სიტყვით, საკმაოდ სერიოზული მიზეზი მქონდა. თანაც, ერთი კომბინაციის დასაწყებად კარგი მომენტი იყო და უსმან ბადალოვს ქილერის ვინაობა გავუშიფრე. ცოცხლად გატყავებული, სავარაუდოდ, ნიაზ მუჰამედოვს დაასახელებდა შემკვეთად და არა ჩემს სახელს. ის მე საერთოდ არ მიცნობდა.
– მე მგონი, რაღაცას ვხვდები, – თქვა ზვიადაურმა, – ერთი მხრივ, თქვენი მეგობრის მკვლელი და საშიში ქილერი მოიცილეთ თავიდან, მეორეს მხრივ კი – მუჰამედოვის კანტორას უსმან ბადალოვის ბანდა დაატაკეთ და ერთმანეთს ახოცინებთ.
– სწორედაც რომ მასეა. ისინი ერთმანეთს დაერევიან და დაასუსტებენ. მათი ნარჩენების ნაწილს ჩვენ მოვუღებთ ბოლოს, ნაწილს კი – სხვები.
– საკმაოდ მარტივია და მზაკვრული.
– კი, ასეა. მზაკვრებისა და ნაძირლების წინააღმდეგ სხვაგვარად ვერაფერს გახდები.
– გეთანხმებით, – თქვა ზვიადაურმა.
– ცუდი ისაა, ჩემო კარგო, რომ ჩეჩენთა რაზმს თქვენს ტერიტორიაზე აქვს ბაზა და მთავრობამ რომ მათი „გასუფთავების“ ოპერაცია დაიწყოს, საბრძოლო მოქმედებებმა შეიძლება, საქართველოში გადმოინაცვლოს. ხომ ხვდები, რას ნიშნავს ეს?
– ძალიან ცუდს. შეიარაღებულ კონფლიქტს თუ არა, ურთიერთობების კიდევ უფრო მეტად გაფუჭებას.
– კარგია, რომ ჩამოხვედი. ამ დღეებში ისედაც მინდოდა თქვენთან ლაპარაკი.
– რა თემაზე?
– რა თემაზე და ზუსტად ვიცი, მაგ ბადალოვს პანკისში ჰეროინის ფაბრიკა აქვს და საკმაო დიდ ფულს ატრიალებს. იმდენს, რომ თავის ანტირუსულ ტერორიზმსაც აფინანსებს და დიდი ქონებაც შეიძინა უცხოეთში. ამ საკითხის პოლიტიკურ მომენტს რომ დავანებოთ თავი, ხომ შეიძლება, ეს თეთრი ჭირი საქართველოში გაიყიდოს და თქვენი გენოფონდის განადგურებას შეუწყოს ხელი?
– მართალს ბრძანებთ, – ჩაეცინა ზვიადაურს.
– რა ეშმაკურად გეცინება, რაღაცაშია საქმე? – იკითხა ლიადოვმა.
– საქმე ისაა, რომ ჩვენ უკვე ჩავერთეთ ამ ამბავში და ჩემი აგენტი სწორედ ამ საქმეზე იყო ჩასული ბადალოვთან პანკისში, როდესაც მან თავისი ძმის მკვლელი ცოცხლად გაატყავა.
– ყოჩაღ, ქართველო კოლეგებო. ვხედავ, ტყუილად არ კარგავთ დროს. რა დოზით ხართ ამ საქმეში ჩართულები და რას აპირებთ?
– ჯერჯერობით ვაკვირდებით და ვცდილობთ, მაქსიმალური ინფორმაცია მოვიპოვოთ. მეტი ჩვენ რა შეგვიძლია?
– მათი კონტროლიც არაა პატარა საქმე, მაგრამ მარტო ეს არ კმარა. ისე უნდა მოვაწყოთ საქმე, რომ ეს კრაზანების ბუდე დედაბუდიანად მოვსპოთ.
– როგორ? ამას სამხედრო ოპერაცია სჭირდება და სახელმწიფომ უნდა განახორციელოს. ჩვენები კი ასეთ რამეს არ იზამენ.
– მაშინ ამას ჩვენები იზამენ და უფრო უარესი იქნება. სანამ დროა, რამე უნდა მოვიფიქროთ.
– მაინც, რა?
– იქნებ მათი რუსეთის ტერიტორიაზე შეტყუება მოხერხდეს. იქ კი მათ სპეციალური ძალები გაანადგურებენ, – უთხრა ლიადოვმა ზვიადაურს.
***
– სერ, პოლკოვნიკი მორისი გელოდებათ, – მოახსენა თანაშემწემ გენერალ პოულს სელექტორიდან.
– შემოვიდეს, – თქვა „ფებეერის“ დირექტორის მოადგილემ და ჩიბუხი გააბოლა.
დენის მორისს პოულმა ხელი ჩამოართვა, სავარძელზე მიუთითა და ჰკითხა:
– უშბასგან რა ისმის?
– წუხელ დაგვიკავშირდა სატელიტით და ასე თქვა, ყველაფერი რიგზეაო. ეს კი იმას ნიშნავს, რომ ოპერაცია „კარტელი“ გეგმაზომიერად მიმდინარეობს, – მიუგო გენერალს პოლკოვნიკმა და გაეღიმა, – ღელავ ხომ?
– კი. ცოტას ვნერვიულობ.
– დამშვიდდი, მარტინ. ჯაბა ნამდვილი საიდუმლო აგენტია. ეშმაკის ფეხი და არ გაიშიფრება.
– იმედი მაქვს, – თქვა გენერალმა და ჩიბუხი მოქაჩა.
– ის ჩვენ ყოველმხრივ მოვამზადეთ და არაფერი შეეშლება.
– მაინც ვნერვიულობ. იმ ველურ კაციჭამიებში ასეთ ახალგაზრდას არაფერი შეემთხვეს.
მორისმა ღიმილით მიუგო პოულს:
– არაფერი შეემთხვევა. მერწმუნე, მარტინ, რომ უშბა მათზე არანაკლები ველური და კაციჭამიაა. ისე გამოვწვრთვენით, რომ დღესვე შეუძლია საღვთო ომის წინამძღოლი გახდეს და წინ გაუძღვეს იმ ველურებს.
გენერალმა პაუზა გააკეთა და ჩაფიქრდა. შემდეგ კი პოლკოვნიკს ჰკითხა:
– უშბა რატომ შეარქვით, რაიმე აბრევიატურაა?
– არა. უშბა ერთ-ერთი მწვერვალია კავკასიაში.
– გასაგებია, – ჩაეცინა პოულს, – თქვენი კავკასიელი გენიოსი დანარჩენ კოლეგებზე ათი თავით მაღლა დგას, როგორც ის მწვერვალი და სიმბოლურად შეარქვი. გონებამახვილურია. იმედია, გაამართლებს ამ სახელს.
– თავს დავდებ, რომ სწორედ ასე იქნება.
– დენ, ოპერაცია „კარტელით“ პირადად პრეზიდენტია დაინტერესებული. შეფისთვის უთქვამს – „კარტელის“ ყველა წვრილმანი და სიახლე დაუყოვნებლივ მომახსენოთო. ერთ საათში დირექტორს მოხსენება უნდა წარვუდგინო. ის კი შემდეგ, თეთრ სახლში, პრაზიდენტს მოახსენებს.
– შეიძლება, მოვწიო? – იკითხა პოლკოვნიკმა და სიგარა ამოაცურა.
– მიდი.
მორისმა გააბოლა და გენერალს უთხრა:
– საინტერესოა, ძალიან საინტერესო.
– რას გულისხმობ?
– პრეზიდენტის ასეთ დაინტერესებას ამ ოპერაციით.
– გეთანხმები, – გაეცინა პოულს.
– ხვდები ხომ, რასაც ვგულისხმობ?
– დაახლოებით. თუმცა, შენი აზრი მაინტერესებს.
– ამ ყველაფერს, როგორც ეტყობა, დიდი პოლიტიკის სუნი უდის და ვფიქრობ, თეთრ სახლში რაღაც გლობალური აქციისთვის ემზადებიან. ოპერაცია „კარტელი“ კი ამ აქციის შემადგენელი ნაწილია.
– სავარაუდოდ, კი. გეთანხმები.
– მაშინ, ჩვენ რა შუაში ვართ? ასეთი საქმეებით ხომ „ცეერუა“ დაკავებული?
– რა იცი, რომ ახლაც მასე არაა? და, თუ არაა, მაშინ რაღაც ეტაპზე ჩაერთვებიან.
– ჩაერთვებიან და დაფნის გვირგვინსაც ისინი დაიდგამენ. ჩვენ კი, როგორც ყოველთვის, თამაშგარე დავრჩებით და იმით უნდა დავკმაყოფილდეთ, რომ პრეზიდენტი ოვალურ კაბინეტში მიგვიწვევს. დაგვამწკრივებს, ჰოლივუდურად გაგვიღიმებს და სათითაოდ, მხურვალედ ჩამოგვართმევს ხელს.
– რას იზამ, ასეთია თამაშის წესები და ამას მოითხოვს ქვეყნის ინტერესები.
– ნეტავ, შეფი თუ ხვდება ამას?
– ყოველ შემთხვევაში, არაფერს იმჩნევს, – მიუგო გენერალმა პოლკოვნიკს, – კარგი, კარგი, დენ, ნუ წუწუნებ. გული მიგრძნობს, რომ ამ ოპერაციის შემდეგ გენერლობა არ აგცდება.
– ეჰ, როდის ეგ იქნება. ვინ იცის, რამდენი ხანი გაიწელება „კარტელი“ და რა კუთხით მოგვთხოვენ მის წარმართვას.
– ჩვენი ვალია, ქვეყნის სამსახური, – მიუგო პოულმა და საათს დახედა, – კარგი, დენ. დრო არ ითმენს. შეფს უნდა ვეახლო. აბა, შენ იცი, როგორც კი რამე სიახლე იქნება, იმწუთასვე შემატყობინე.
– არის, სერ! – გამოეჯგიმა პოლკოვნიკი გენერალს. შემდეგ ხელი ჩამოართვა ძველ მეგობარს და კაბინეტიდან გავიდა.
პოლკოვნიკი დენის მორისი გამოძიების ფედერალური ბიუროს მიერ დაგეგმილი ოპერაცია „კარტელის“ კურატორი იყო და ჯაბა ზვიადაურთან მხოლოდ მას ჰქონდა პირადი კონტაქტი. ჯაბა, იგივე აგენტი უშბა, ბიუროს ტექნიკურ განყოფილებაში სპეციალურად შექმნილი, მინი-სატელიტური ტელეფონით უკავშირდებოდა თავის კურატორს და მსოფლიოს ნებისმიერი კუთხიდან შეეძლო დარეკვა. ტელეფონი უბრალო ნივთით იყო შენიღბული და აზრადაც კი არავის მოუვიდოდა, თუ რა დანიშნულება ჰქონდა.
***
– მაჰმუდ, ამერიკელს უხმე, – უთხრა თავის ადიუტანტს ავღანელმა საველე მეთაურმა საიდ რამზან ბეიმ და „აკაეს-უ“ ხელმარჯვნივ დაიდო.
ორიოდე წუთის შემდეგ, რამზან ბეის შალაშში ათლეტური აღნაგობის ახალგაზრდა შემოვიდა. ის ჯინსებში იყო გამოწყობილი, სუფთად გაპარსული და ჯიჰადისტი მეომრებისგან მკვეთრად განსხვავდებოდა. ფეხმორთხმულ მასპინძელს წესისამებრ დაუკრა თავი და მიესალმა:
– სალამ, რამზან ბეი.
– სალამ, ჯამალ. დაჯექი, – მიუგო მასპინძელმა ახალმოსულს და მიწაზე გაფენილ ხალიჩაზე მიუთითა, – გისმენ. მითხარი შენი ამბავი.
 – რამზან ბეი, მე შახ ომარის ვაჟი ვარ, ჯამალ ჯურთი. ერთი კვირაა, რაც ჩამოვედი და მოუთმენლად ველოდი თქვენთან შეხვედრას, – უთხრა ახალმოსულმა მასპინძელს.
– მამაშენს პირადად არ ვიცნობდი. თუმცა, მის ვაჟკაცობაზე ბევრი რამ მსმენია. ნამდვილი ალაჰის მეომარი იყო. ურჯულოებთან ბრძოლაში გმირულად დაიღუპა. ახლა ის სამოთხეშია. ნეტარებაში და იქიდან გვამხნევებს, თან გაფაციცებით გვადევნებს თავლყურს. დიდება ალაჰს. იმედია, მამის კვალზე დგახარ.
– დიახ, სერ! უკაცრავად, რამზან ბეი. ამერიკაში რვა წელი ვცხოვრობდი და შეჩვეული ვარ მათ ტერმინებს, – მოიბოდიშა ჯამალმა,  – რა თქმა უნდა, მამაჩემის კვალზე ვდგავარ და აქ იმიტომ ჩამოვედი, რომ მისი საქმე გავაგრძელო.
– ალაჰის საქმე, – გაუსწორა ჯამალს მასპინძელმა.
– დიახ. ალაჰის საქმე. დიდება მას!
– მომიყევი შენი ისტორია.
– მამა და მისი რაზმი რომ ამოხოცეს ამერიკელებმა, მაშინ თოთხმეტი წლის ვიყავი. მე შემთხვევით გადავრჩი. გონებადაკარგული ვიყავი, თორემ მათ ამას რას შევარჩენდი, თავს შევაკლავდი.
– ყოჩაღ. ნამდვილი ალაჰის მეომრის სიტყვებია, – შეაქო რამზან ბეიმ ჯამალი, – შემდეგ?
– ვისკონსინის შტატში ჩამიყვანეს. ორი წელი ბავშვთა სპეცსკოლაში ვიზრდებოდი. ეს იგივე ციხეა. მართალია, საკნებში არ ვცხოვრობდით, მაგრამ გარეთ არ გვიშვებდნენ. რომ იტყვიან, ტვინს გვირეცხავდნენ.
– ეგ რას ნიშნავს?!
– ამერიკულ ყაიდაზე გვზრდიდნენ, იდეოლოგიურად გვამუშავებდნენ. ბევრი ჩემი თანატოლი გადაიბირეს.
– ეგ როგორ?
– წარსული დაავიწყეს. ზოგმა რჯულიც კი გამოიცვალა. მე კი ღრმად მქონდა გულში ჩაბეჭდილი შურისძიება და ხელსაყრელ მომენტს ვეძებდი უკან დასაბრუნებლად. თექვსმეტი წლის რომ შევსრულდი, იფიქრეს, მოვაქციეთო და გამომიშვეს. ოთხი წელი კოლეჯში ვისწავლე. შემდეგ ვისკონსინის უნივერსიტეტის სამართალმცოდნეობის ფაკულტეტზე. პარალელურად კი, ყურანს ვიზეპირებდი. ფიზიკურად და მორალურად ვემზადებოდი. ხელსაყრელ მომენტს ვქმნიდი. როდესაც ყველაფერი მზად იყო, ორ ურჯულოს ყელი გამოვჭერი და გამოვიქეცი.
– აქ როგორ ჩამოაღწიე?
– სხვისი საბუთებით პარიზში ჩავფრინდი. იქიდან კი, ტაჯიკეთის გავლით, აქ ჩამოვაღწიე. ერთი თვე მოვუნდი მგზავრობას. აქ თქვენმა მეომრებმა შემიპყრეს და მაშინებდნენ. დახვრეტის იმიტაციაც კი გაითამაშეს.
– ნაწყენი ხომ არ ხარ, ჯამალ?
– არა, რამზან ბეი. ისინი არაფერში ტყუიან. მით უმეტეს, ასე ვარ გამოწყობილი, თანაც, უცხო. მადლობა ალაჰს, რომ დამიფარა სიკვდილისგან და არ დამხვრიტეს.
– კეთილი, გასაგებია. ახლა ის თქვი, რის გაკეთება გინდა და რა შეგიძლია.
– მინდა ალაჰის რიგითი მებრძოლი გავხდე და ურჯულოები ვხოცო. ნებისმიერ თქვენს ბრძანებას შევასრულებ. გნებავთ, შაჰიდის ქამარს შევიბამ და ნატოს ბაზაზე შევვარდები? – მიუგო რამზან ბეის თვალებანთებულმა ჯამალმა.
– ამას ყოველთვის მოასწრებ, – გაეცინა მასპინძელს, – იარაღის ხმარება თუ იცი?
– ვიცი.
რამზან ბეიმ ავტომატს საბრძოლო მჭიდი მოაძრო. ჯამალს გაუწოდა და უთხრა, – დაშალე და ააწყვე.
ჯამალმა ავტომატი წინ დაიდო. თვალები შავი ცხვირსახოცით აიკრა. შემდეგ ავტომატი თვალახვეულმა თვალის დახამხამებაში დაშალა და ააწყო. ცხვირსახოცი მოიხსნა. იარაღი რამზან ბეის გაუწოდა და უთხრა:
– ინებეთ.
მასპინძელმა „აკაეს-უს” მჭიდი გაუკეთა. კვლავ გვერდით დაიდო და ჯამალს მიუგო:
– ყოჩაღ, ალბათ, სროლაც გეცოდინება.
– დიახ.
– სად ისწავლე?
 – ტირში. ამერიკაში ეს ძნელი არაა. ნებისმიერ ადამიანს შეუძლია ამის გაკეთება, თუკი სურვილი აქვს, – თქვა ჯამალმა და განაგრძო, – პისტოლეტის ხმარებაც ვიცი. დანასაც კარგად ვხმარობ და საბრძოლო ხელოვნებასაც დავეუფლე. როგორც გითხარით, სპეციალურად ვემზადებოდი.
– ძალიან კარგი. გეტყობა, რომ გულანთებული ალაჰის მებრძოლი ხარ. ჩვენთან ყველა მასეთია. ახლა უფრო ჭკვიანი და განათლებული ხალხი გვჭირდება. კომპიუტერი თუ გესმის?
– საკმაოდ კარგად, რამზან ბეი.
გაგრძელება შემდეგ ნომერში

скачать dle 11.3