კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რჩევები ავტომოყვარულებს

კითხვა: შესაძლებელია თუ არა, რომ ნაკლები ცხენის ძალის მქონე ავტომობილს მეტი ცხენის ძალის მქონე ავტომობილზე სწრაფი აჩქარების უნარი ჰქონდეს?
პასუხი: რა თქმა უნდა, შესაძლებელია. უპირველესად, ნებისმიერ ავტომობილს უწერია თავის მონაცემებში ცხენის ძალების რაოდენობა. ამ სიმძლავრეს ის ძრავას მაღალი ბრუნის დროს აღწევს. რეალურად, ძრავას ბრუნვადობის მუშა დიაპაზონის გადართვისას, ძრავა წუთში 4 000-დან 7 000 ბრუნვამდე მერყეობს. მნიშვნელოვანია, რა სიმძლავრე აქვს ავტომობილს 4 000 ბრუნზე, 4 100-ზე, 4 500-ზე და ასე ბოლომდე – 7 000-მდე. ორი მანქანის შედარებისას, სწორედ ამ მაჩვენებლების ნაკრების მაქსიმალური მონაცემებით შეგვიძლია, განვსაზღვროთ, თუ რომელ ავტომობილს აქვს უფრო მეტი აჩქარება და რომელს – ნაკლები. ანუ, როგორც ზემოთ იყო აღნიშნული, ავტომობილის ტექნიკურ მახასიათებლებში მინიშნებულ ცხენის ძალებს, რომლებიც მხოლოდ ძრავის ბრუნის ერთ მომენტში მიიღწევა, გადამწყვეტი მნიშვნელობა არ აქვს. ასევე, არ დაგავიწყდეთ, ამ დროს მნიშვნელოვანია ავტომობილის წონა და მგზავრების რაოდენობა.
კითხვა: მყავს ავტომობილი „ოპელ-კორსა“, 1995 წლის გამოშვება. როდესაც საჭეს მარცხნივ ვატრიალებ და ადგილიდან დავიძვრები, კაკუნის ხმა მესმის. რა შეიძლება იყოს ამის მიზეზი და, შესაძლოა თუ არა, რომ ამ კაკუნმა სხვა დეტალების დაზიანება გამოიწვიოს?
პასუხი: თქვენს მანქანას დაზიანებული აქვს ეგრეთ წოდებული „ყუმბარა“, სავარაუდოდ, ის მხარე, რომელ მხარეს მოხვევის დროსაც კაკუნი ისმის. მაგრამ, გააჩნია, თქვენი ყუმბარა რომელ ადგილასაა დაზიანებული. ამის მიხედვით შესაძლოა, მოხვევის საპირისპირო მხარეც იყოს დაზიანებული. რაც შეეხება ამის გართულებას, გირჩევთ, რაც შეიძლება მალე გამოცვალოთ, რადგან, სანამ ის ასე კაკუნობს, შეიძლება დაიშალოს, რაც მოძრაობისას თქვენს გაჩერებას გამოიწვევს. მაგრამ, არის კიდევ ერთი ალბათობა, რომ, შეიძლება, ის უხეშად ჩაიშალოს და შიდა ყუმბარების დაზიანებაც გამოიწვიოს, რაც ბევრად უფრო პრობლემურია და მისი გამოცვლაც უფრო ძვირი დაგიჯდებათ; მით უმეტეს, „ოპელ-კორსას“ სჩვევია ყუმბარის ასეთი ჩაშლა. ზოგადად, ის მხოლოდ იმ შემთხვევაში ზიანდება, თუ ავტომობილს რამდენჯერმე მოხვეული საჭით დავძრავთ. ძირითადად კი ზიანდება იმ დროს, თუ დამცავი შალითა გადასძვრება, შიგნით კი წყალი ან ჭუჭყი შევა, რაც ყუმბარასაც აზიანებს.
კითხვა: მყავს ავტომობილი „ბეემვე 320“, 1992 წლის გამოშვება. მოსახვევში შესვლისას უეცრად ძალიან პატარა თხრილში ჩავვარდი, რომელსაც გადავუარე, მაგრამ, მკვეთრი ხმა გაისმა და ჩემმა ავტომობილმა მართვა დაკარგა. მოვასწარი და მკვეთრად დავამუხრუჭე. გამიმართლა, რომ არაფერს შევასკდი. როდესაც გადმოვედი, დავინახე, რომ მარცხენა საბურავი მობრეცილი იყო და ამის გამო მარცხენა ფრთაც დაზიანებულიყო. როგორც შემდეგ გაირკვა, ეგრეთ წოდებული „შარავოი“ გატეხილა. როგორ უნდა მოვქცეულიყავი და ამ სიტუაციაში მართალი ვარ თუ არა?
პასუხი: მსგავსი რამ არა მხოლოდ „ბეემვეს“ შეიძლება დაემართოს, არამედ, ნებისმიერი მოდელისა და მარკის ავტომანქანას. გამომწვევი მიზეზი კი ძალიან მარტივია: სანამ რამე მსგავსი არ შეგვემთხვევა, პროფილაქტიკის მიზნით არაფერს ვამოწმებინებთ. არადა, ძალიან მნიშვნელოვანია პერიოდულად სავალი ნაწილის გადამოწმება, თუ როგორ მდგომარეობაშია ის. ეს, შეიძლება, სულ რაღაც 5 ლარი დაგვიჯდეს, მაგრამ, სერიოზული ზარალისა და ზიანისგან გვიხსნას. სავარაუდოდ, თქვენს შემთხვევაში შემდეგი მოხდა: დამცავში, რომელიც ან გახეული იყო, ან სიძველისგან დაზიანებული, ჰაერი ან ნესტი შეიპარა, მოხდა ამ დეტალის დაჟანგვა ან გამოშრობა და, ბოლოს, გატყდა. ასეთი რამ რომ არ განმეორდეს, სხვა ადგილებიც გადაამოწმებინეთ ხელოსანს. ის დაზიანებულ დეტალს აღადგენს, გაპოხავს და მწყობრში ჩააყენებს.

скачать dle 11.3