კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ადვოკატი გირჩევთ

კითხვა: ახალ რძალს, რომელიც შემოვიდა ჩემს ოჯახში, ვაჩუქე ძვირად ღირებული საგვარეულო ბრილიანტის ბეჭედი. ჩემმა რძალმა ძალიან გამაბრაზა. შემიძლია თუ არა, უკან მოვითხოვო საჩუქარი? ჩუქების პერიოდიდან გასულია ერთი წელი.
პასუხი: სამოქალაქო კოდექსის შესაბამისად ჩუქება შეიძლება გაუქმდეს, თუ დასაჩუქრებული მძიმე შეურაცხყოფას მიაყენებს ან დიდ უმადურობას გამოიჩენს მჩუქებლის ან მისი ახლო ნათესავის მიმართ. იმ შემთხვევაში, თუ ჩუქება გაუქმდება, მაშინ გაჩუქებული ქონება შეიძლება გამოთხოვილ იქნეს მჩუქებლის მიერ. თუმცა, არის ერთი პირობა:  ჩუქება შეიძლება გაუქმდეს ერთი წლის განმავლობაში, მას შემდეგ, რაც მჩუქებელი შეიტყობს იმ გარემოების შესახებ, რომელიც მას ჩუქების გაუქმების უფლებას აძლევს. შესაბამისად, მოცემულ შემთხვევაში მნიშვნელოვანია არა ჩუქებიდან გასული დროის პერიოდი, არამედ, დროის ის მომენტი, როდესაც თქვენ ძალიან გაგაბრაზეს და დიდი უმადურობა გამოიჩინეს თქვენ მიმართ. თუ  თქვენი „ძალიან გაბრაზების“ პერიოდიდან ერთ წელზე ნაკლებია გასული, უფლება გაქვთ, მოითხოვოთ გაჩუქებული ნივთის უკან დაბრუნება.
კითხვა:   ვარ მწარედ შეყვარებული. ვერ გავარკვიე, სისხლის სამართლის ახალი კოდექსით დასჯადია თუ არა ცოლის მოყვანის (დაქორწინების) მიზნით ქალის მოტაცება და, თუ დასჯადია, რა სასჯელს იმსახურებს? ასევე, გთხოვთ, მითხრათ, შეიძლება თუ არა შემამსუბუქებელ გარემოებად ჩაითვალოს ის ფაქტი, რომ გოგონა, რომლის მოტაცებასაც ვაპირებ, მიყვარს?
პასუხი: გაცნობებთ, რომ, მართალია, სისხლის სამართლის კოდექსში პირდაპირ არ არის მითითებული, რომ ქალის მოტაცება ცოლად მოყვანის მიზნით, დასჯადი ქმედებაა, მაგრამ, ამგვარი ქმედება კვალიფიცირდება როგორც თავისუფლების უკანონო აღკვეთა, რომელსაც აქვს ასევე მაკვალიფიცირებელი გარემოებები და საკმაოდ მკაცრ სასჯელს ითვალისწინებს. კანონში მითითებული არაა, რომ სიყვარული ქმედების შემამსუბუქებელი  გარემოებაა, თუმცა, მსგავს შემთხვევაში, კონკრეტული გარემოებების გათვალისწინებით, სასამართლომ, შეიძლება, სიყვარული ჩათვალოს პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ გარემოებად.
კითხვა:  არ ვეთანხმები საგადასახადო შემოწმების აქტს. გავასაჩივრე სასამართლოში. მაგრამ, სასამართლომ უარი თქვა საქმის განხილვაზე. კანონიერია თუ არა მისი გადაწყვეტილება.
პასუხი: სამოქალაქო საპროცესო კოდექსით, რომლის ნორმებიც გამოიყენება ასევე ადმინისტრაციულ პროცესშიც, დადგენილია  წარმოდგენილი სარჩელის მიღებაზე უარის თქმის საფუძვლები. სარჩელის მიღებაზე უარის შემთხვევაში, მოსამართლეს გამოაქვს განჩინება, რომელიც საჩივრდება კერძო საჩივრით. 
კითხვა:  მოქალაქეებმა დადეს ნაძლევი საფეხბურთო მატჩში მონაწილე გუნდებზე. ერთ-ერთმა ნაძლევი წააგო, მაგრამ ფულის გადახდას თავს არიდებს. მოგებულს განცხადება უნდა შეეტანა სასამართლოში გამარტივებული წესით დავალიანების გადახდევინების შესახებ. უნდა დაკმაყოფილდეს თუ არა  მისი მოთხოვნა?
პასუხი: განგიმარტავთ, რომ სამოქალაქო ურთიერთობებში სანაძლეო მოთხოვნის უფლებას არ წარმოშობს. თუმცა, აღსანიშნავია, რომ სანაძლეოს საფუძველზე უკვე განხორციელებული შესრულების უკან გამოთხოვა არ შეიძლება. აქედან გამომდინარე, სასამართლო ვერ დაავალდებულებს სანაძლეოს გადახდის თაობაზე სანაძლეოს დამდებს, რომელიც უარს აცხადებს წაგებული სანაძლეოს პირობის შესრულებაზე.

скачать dle 11.3