კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ვეტერინარის რჩევები

კითხვა: რომელი ცხოველები ავადდებიან ყველაზე ხშირად ცოფით?
პასუხი: ყველაზე ხშირად ავადდებიან ცოფით გარეული ცხოველებიდან – მელიები და მგლები, ხოლო შინაური ცხოველებიდან – ძაღლები და კატები. ისინი ინფიცირდებიან გარეული ცხოველის დაკბენით ან ნერწყვის მოხვედრით დაზიანებული კანის ნაწილზე. რამდენიმე ხნის განმავლობაში ვირუსი დასნებოვნების ადგილასაა, შემდეგ კი მიჰყვება ნერვულ დაბოლოებებს და ნერვული გზით ხვდება ჯერ ზურგის, შემდეგ კი თავის ტვინში. დაავადების სიმპტომები მას შემდეგ ვლინდება, რაც ვირუსი მთელ ორგანიზმში გავრცელდება. დაავადების კლინიკური სურათის ჩამოყალიბებას წინ უსწრებს მისი ფარული, ანუ ინკუბაციური პერიოდი. ცხოველი აღნიშნულ პერიოდშიც საშიშია. ხშირად ინკუბაციური პერიოდი 10-14 დღის განმავლობაში გრძელდება, ხოლო ადამიანში მისმა ხანგრძლივობამ შეიძლება, შეადგინოს ერთ წლამდეც კი. მოხვდება რა ცოფის ვირუსი თავის ტვინში, იქიდან ისევ ნერვის გავლით ხვდება სანერწყვე ჯირკვალში, სადაც ხდება მისი აქტიური პროდუცირება და ნერწყვთან ერთად გამოყოფა. კლინიკური ნიშნების გამოვლინებამდე 10 დღით ადრე შეიძლება, დაიწყოს დასნებოვნებულმა ცხოველმა ვირუსის გამოყოფა.
კითხვა: მაინტერესებს, რა სიმპტომებით გამოირჩევა ძუ ძაღლი მშობიარობის წინა პერიოდში?
პასუხი: მშობიარობამდე რამდენიმე დღით ადრე, ძუ სეირნობისას ცდილობს, შორს არ წავიდეს, ამზადებს ბუდეს, უმეტესად მოუსვენრობს, ხშირად წევს და პატრონის მიმართ განსაკუთრებით გადამეტებით მოსიყვარულეა. მშობიარობამდე 2-3 დღით ადრე სარძევე ჯირკვლებში დგება რძე. განსაკუთრებით ნამშობიარები ძუსთვის უმჯობესია, თუ 2-3 დღით ადრე აჩვენებთ მას ვეტერინარს.
სამშობიარო აქტი მიმდინარეობის მიხედვით, შეიძლება დავყოთ სამ სტადიად. პირველი სტადიაა – სამშობიარო გზების გაფართოება; მეორე სტადია – ლეკვის დაბადება, როცა შეიმჩნევა საშვილოსნოს კუმშვები, ეს სტადია ნორმალური სამშობიარო აქტის დროს გრძელდება 2 საათამდე; მესამე სტადია – სანაყოფე გარსებისა და პლაცენტის გამოდევნა, რომელიც ძირითადად, ხდება 5-15 წუთში ლეკვის დაბადებიდან, ან მომდევნო ლეკვის დაბადების დროს.
რაც შეეხება ჭინთვებს, ეს მუცლის კედლის კუნთების შეკუმშვაა, რაც საშვილოსნოს ნაყოფის გამოძევებაში ეხმარება. ჭინთვებისა და საშვილოსნოს შეკუმშვის ლოგიკური დასასრულია ლეკვის დაბადება, რომელიც თანდათანობით გამოდის სამშობიარო წყლების ბუშტთან ერთად მენჯში, ხოლო შემდეგ კი, სწრაფად გამოიდევნება გარეთ.
ლეკვი, როგორც წესი, იბადება თავით და ზურგით მაღლა. მაგრამ, არის შემთხვევები, როცა ნაყოფი უკუღმა იბადება. ლეკვები ძირითადად, იბადება სანაყოფე გარსთან ერთად, მაგრამ მშობიარობის დროს შეიძლება, გასკდეს სანაყოფე გარსი და სანაყოფე სითხე დაიღვაროს. ლეკვის დაბადების შემდეგ, ხდება პლაცენტისა და სანაყოფე გარსების გამოძევება სამშობიარო გზებიდან.

скачать dle 11.3