კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რა საფრთხეს გვიქმნის დედამიწიდან ამოსული უარყოფითი ენერგია და იწვევს თუ არა გეოპათოგენურ ზონაში დიდხანს ყოფნა სიმსივნურ დაავადებებს

გეოპათოგენურ ზონებს ასტროლოგები „სიკვდილის ზონებსაც“ უწოდებენ. ამ ზონებში, რომლებიც, სამწუხაროდ, ყველგან შეიძლება შეგვხვდეს, ადამიანის ცხოვრება, მუშაობა და საქმიანობა ძალიან სახიფათოა.
დიდი მნიშვნელობა აქვს დადებითი და უარყოფითი ენერგიების განლაგებას სივრცეში. ეს ენერგიები ადამიანის ჯანმრთელობაზეც მოქმედებს. პათოგენურ ზონას შეუძლია, გამოიწვიოს ძალიან მძიმე დაავადებები, მაგალითად, კიბო, ძვლების დაშლა ან ფსიქიკური აშლილობა. „პათოგენურ ზონებს” უწოდებენ სივრცის იმ ნაწილს, სადაც ენერგია ნეგატიურია. პათოგენური ზონა არის უარყოფითი ენერგიის გავრცელების არეალი. სხვათა შორის, გეოპათოგენური ზონები სხვადასხვაგვარია. ეს არის დედამიწიდან ამოსული უარყოფითი ენერგიისგან შემდგარი ზონა, რომელიც წარმოიქმნება ცოცხალ არსებათა ცხოველმოქმედი უნარის შთანთქმით. პათოლოგიურ ზონებს უწოდებენ სივრცის იმ მონაკვეთს, რომელსაც ადამიანის ჯანმრთელობისთვის ნეგატიური, სახიფათო ენერგეტიკა აქვს. ბუნებრივია, ასეთი ზონების უარყოფითი ზემოქმედების ნეიტრალიზება საკმაოდ ძნელია, ზოგ შემთხვევაში კი – შეუძლებელიც. ბიოპათოგენურ ველებთან ბრძოლა უფრო ადვილია, ვიდრე გეოპათოგენურ ზონასთან. უარყოფითი ენერგიის (იგივე ბიოპათოგენური) ველები სივრცეში წარმოიქმნება ადამიანების ნეგატიური ფსიქიკური განცდებისგან, ან, იმის შედეგად, თუ ამ შენობაში დიდხანს იმყოფებოდა მძიმე სენით დაავადებული ადამიანი, მოხდა მკვლელობა ან თვითმკვლელობა; თუ იქ დიდხანს ცხოვრობდნენ ფსიქიკურად დაავადებულები, ნარკომანები, ალკოჰოლიკები... ასეთი ადგილები ხშირად გადაიქცევა ხოლმე ძლიერ ბიოპათოგენურ ზონად. გეოპათოგენური ზონის შემთხვევაში კი უარყოფითი ენერგეტიკული ველის წყარო კონკრეტულ ადგილზე დედამიწის გამოსხივებაა. გეოპათოგენური ზონების წარმოქმნის მიზეზი შეიძლება იყოს ნეგატიური ენერგიის მქონე მიწისქვეშა მდინარეები, გრუნტის რღვევა... კვლევებით დადასტურებულია, რომ გეოპათოგენური ზონის წყარო, თავისი უარყოფითი ენერგიით, რეალურ საფრთხეს უქმნის ამ ზონის სივრცეში მყოფი ადამიანების სიცოცხლესა და ჯანმრთელობას. ასე გახშირებული ონკოლოგიური დაავადებები თუ გულ-სისხლძარღვთა პათოლოგიები სწორედ გეოპათოგენური გამოსხივების ზემოქმედების შედეგია. ეს ზონები განსაკუთრებით საშიშია მოზარდებისა და ბავშვებისთვის.
ასეთი საშიში ზონების ლიკვიდაცია შეიძლება სანთლის ხშირი ანთებით ან სურნელოვანი პიტნის ზეთის დადგმით ამ მიდამოში. რაც შეეხება გეოპათოგენური ზონის არსებობას, მას ინტუიციის დონეზე გრძნობენ ბავშვები. ისინი იმ ადგილას ყოფნისას ჭირვეულობას იწყებენ. ასევე, ასეთ ზონაში უცნაურად „იქცევიან“ ყვავილებიც. თუ, მიუხედავად მოვლისა, მისი ფოთლები მაინც ჭკნება, ესე იგი, ეს საშიში ზონაა; ხოლო, თუ ქოთნის ყვავილი სხვა ადგილას გადადგმისას უკეთ იგრძნობს თავს, ესე იგი, ის უარყოფით ზონაში იდგა.
უარყოფითი ზონები ნამდვილად საშიშია. ის ისრუტავს თქვენს სასიცოცხლო ენერგიას, თუკი მათი ზემოქმედების არეში მოხვდით. თუ ადამიანს დიდხანს უწევს ასეთ ადგილას ყოფნა, ის თავს შეუძლოდ გრძნობს და, სამედიცინო კვლევის შემდეგაც კი, მიზეზი გაურკვეველი რჩება. ამიტომ, აუცილებელია იმ დამანგრეველი ენერგეტიკული სივრცის დროულად აღმოჩენა და განეიტრალება. ჯობია, გაარკვიოთ და დაიზღვიოთ თავი, სად გადის „სიკვდილის ზონები“ თქვენს სახლებში.
ალბათ, ბევრმა იცის, რომ, ჩვენი წინაპრები სახლს ისე არ ააშენებდნენ, სანამ არ გაარკვევდნენ, ტრიალებდა თუ არა იქ დადებითი ენერგია. ამას ახლა მეცნიერები „ბიოლოკაციას” უწოდებენ. ასევე, საგულისხმოა, რომ წინაპართა გამოცდილებამ და თანამედროვე მეცნიერებამ დიდი ყურადღება მიაქცია პათოგენური ველების ნეიტრალიზების საკითხს, რათა ადამიანებს გაუადვილოს ცხოვრება და ის საშიში დაავადებები ააცილოს თავიდან, რომლებსაც ეს ზონები იწვევს.
არ არსებობს ბინა, სადაც არ არის გეოპათოგენური ზონა. ამიტომ, აუცილებელია, ისინი დროულად აღმოვაჩინოთ, მოვერიდოთ ასეთ ადგილებს და გავანეიტრალოთ.

скачать dle 11.3