კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

როგორ წარმოიშვა ქართული გვარ-სახელები

უჩაძე
გვარის ფუძეა საკუთარი სახელი უჩა. ამავე ძირით გვხვდება ქართული გვარები:  უჩიძეების გვარის ერთ-ერთი წარმომადგენლის გადმოცემით, მათი წინარე გვარი, უჩაძე, სათავეს იღებს წოვა-თუშეთიდან და ადრე ისინი უთაიძეები ყოფილან.
საქართველოში 204 უჩაძე ცხოვრობს: ქუთაისში – 75, ახალციხეში – 45, ცაგერში – 35. არიან სხვაგანაც.
22 უჩიძე. თბილისში 3, ფოთში 2, ქუთაისში 2. არიან სხვაგანაც.
კაკაურიძე
კაკაურიძე ორსუფიქსიანი ქართული გვარ-სახელია: შედგება საკუთარი სახელისგან – კაკა (ესაა კაცის უძველესი სახელი და, ასევე, გვხვდება ქალის სახელადაც). ური კი, ისევე, როგორც ძე, გვარის მაწარმოებელი სუფიქსია. პირველი გვხვდება მთიულეთში, მეორე – იმერეთში.
ფუძით კაკა გვხვდება გვარი კაკაური, მისი სამშობლოა კახეთი.
ძნელია იმის თქმა, რომელი გვარი გაჩნდა პირველად – კაკაური თუ კაკაურიძე. კაკაურიძე შედარებით მრავალრიცხოვანი გვარია.
„კაკაურიძე მახარობელს, წყალწითელას მცხოვრებს, კოხურას ბეგარის ნუსხის მიხედვით, ემართა სანთელი – ლიტრა ორი, ღომი – გვერდი ორი, პური – გვერდი ერთი, ღვინო – კოკა სამი, ათი თეთრის საკლავი, ორი ძღვენი“ (1570 წელი). იქვე მოიხსენიება მიქელ კაკაურიძე.
ფუძით კაკა რამდენიმე ქართული გვარია ნაწარმოები.
საქართველოში 2 071 კაკაურიძე ცხოვრობს: თბილისში – 489, ზესტაფონში – 480, ქუთაისში – 367. არიან სხვაგანაც.
მთიულიშვილი
გვარი მომდინარეობს სადაურობის აღმნიშვნელი სიტყვა მთიულისგან.
მთიულიშვილები 1873 წელს ბანცურთკარში ცხოვრობდნენ. აქაური მთიულიშვილების ადრინდელი გვარი ნადიბაიძე ყოფილა, ნადიბაიძეები კი მთიულეთში ფშავიდან იყვნენ მოსულები და გაბადაურებისგან წარმომავლობდნენ. ბანცურთა გვარის წარმომადგენლები მეჩვიდმეტე საუკუნეში ჩანან გადასახლებულნი ქართლში, ლიახვის ხეობის სოფელ ტირძნისში.
1647 წლის საბუთით, ნინია ბანცური არის ტირძნისის მოურავი, რომელსაც ყოველ ენკენისთვეს გიორგი არაგვის ერისთავისთვის სააღაპედ უნდა გადაეხადა: ერთი ცხვარი, პური და ღვინო, ხუთი ჩარექი სანთელი და ეწირვებინა ჟამი.
„მთიულისშვილი გიორგი, კიდმანში მცხოვრები, წილად ხვდა ქაიხოსრო ციციშვილს“ (1664-1673 წლები).
„მთიულიშვილ დათუნას ჰყავს სახლიკაცი ქიტა. როსტომ მეფემ ის უწყალობა იორამ თარხან-მოურავისშვილს, რომელსაც დათუნამ ერთგულების პირობა მისცა“ (1643 წელი).
საქართველოში 743 მთიულიშვილი ცხოვრობს: თბილისში – 170, გორში – 117, დუშეთში – 108. არიან სხვაგანაც.
ტაბეშაძე
გვარის ფუძედ წინაპრებს გამოუყენებიათ საკუთარი სახელი ტაბი, ტაბა. ტაბეშაძე ორსუფიქსიანი გვარია: ტაბა+(შა+ძე). ტაბარუკი სოფელია გარდაბნის რაიონში და აქედანაა, ასევე გვარი ტაბარუკაშვილი.
ტაბა ფუძედაა სახელსა და გვარებში: ტაბატაძე (ტაბატა), ტაბაღუა (ტაბაღი). ამავე ძირისაა: ტაბახია, ტაბაშიძე.
ტაბეშიძე, შესაძლებელია, ლაზური გაფორმების გენეტიკური სახელი იყოს (გვარის ფუნქციით).
ტაბეშაძე იმერეთში წარმოშობილი, იმერული გვარია.
საქართველოში 236 ტაბეშაძე ცხოვრობს:  ბაღდათში – 164, ქუთაისში – 24, თბილისში – 16. არიან სხვაგანაც.
მატიაშვილი
გვარის ფუძეა საკუთარი სახელი მატია.
1624 წელს მატია ზაზაშვილი მოიხსენიება ირაკლი და ვახუშტი მატიაშვილების ყმების ნუსხაში.
1690 წელს შავერდა მატიაშვილი მოწმედ მოიხსენიება ესტატე მოლოდინაშვილ-ქრისტესიაშვილისა და მისი ძმების მიერ, ნიგვზის გაყიდვაზე შედგენილ ნასყიდობის წიგნში.
1817 წელს კოდელი ივანე მატიაშვილი წმიდა გიორგის სახელობის ეკლესიაში შვილს უნათლავს დავით ბერუაშვილს.
მატიაშვილების წინაპარი, გადმოცემის მიხედვით, მატია დოლდაშვილი ყოფილა.
მოგვიანებით, მატიაშვილები რუსული გაფორმებით მატიანოვებად ჩაუწერიათ.
ამავე ძირისაა გვარები: მათიაშვილი, მატუაშვილი, მატოშვილი.
მატიაშვილების ერთი შტო, 1886 წლის აღწერის მიხედვით, სოფელ კოდაში აბატაშვილი გამხდარა.
საქართველოში 147 მატიაშვილი ცხოვრობს: თბილისში – 82, რუსთავში – 42. არიან სხვაგანაც.
კაკაურიძე
კაკაურიძე ორსუფიქსიანი ქართული გვარ-სახელია: შედგება საკუთარი სახელისგან – კაკა (ესაა კაცის უძველესი სახელი და, ასევე, გვხვდება ქალის სახელადაც). ური კი, ისევე, როგორც ძე, გვარის მაწარმოებელი სუფიქსია. პირველი გვხვდება მთიულეთში, მეორე – იმერეთში.
ფუძით კაკა გვხვდება გვარი კაკაური, მისი სამშობლოა კახეთი.
ძნელია იმის თქმა, რომელი გვარი გაჩნდა პირველად – კაკაური თუ კაკაურიძე. კაკაურიძე შედარებით მრავალრიცხოვანი გვარია.
„კაკაურიძე მახარობელს, წყალწითელას მცხოვრებს, კოხურას ბეგარის ნუსხის მიხედვით, ემართა სანთელი – ლიტრა ორი, ღომი – გვერდი ორი, პური – გვერდი ერთი, ღვინო – კოკა სამი, ათი თეთრის საკლავი, ორი ძღვენი“ (1570 წელი). იქვე მოიხსენიება მიქელ კაკაურიძე.
ფუძით კაკა რამდენიმე ქართული გვარია ნაწარმოები.
საქართველოში 2 071 კაკაურიძე ცხოვრობს: თბილისში – 489, ზესტაფონში – 480, ქუთაისში – 367. არიან სხვაგანაც.
სვინატაშვილი
ისტორიულ საბუთებში გვარი გვხვდება ორი ფორმით: სვინატაშვილი და სვინატიშვილი. უფრო ადრინდელია სვინატაშვილი. დამოწმებულია იმერეთის ეპარქიის საეკლესიო-მეტრიკულ წიგნში, 1821 წლის ჩანაწერში; შესაძლოა, იყოს უფრო ადრეც.
ფუძე სვინა ქართული სიტყვაა და „შვილის მომნათლავსა“ და „ნეფის მეჯვარეს“ ნიშნავს.
ფუძით სვინ, სვინა, გვხვდება გვარი სვინტრაძე.
ფორმით სინატა დღევანდელი სინატაშვილების გვარია, რომელიც ძირითადად მოიხსენიება სოფელ რიონში. არიან მაცხოვრისა და ფერისცვალების ეკლესიებში მონათლულები, როგორც ქართველი მართლმადიდებლები.
იმერეთის ეპარქიის საეკლესიო მეტრიკულ წიგნში 1821 წლის ასეთი ჩანაწერი გვხვდება: „სოფელს რიონს მცხოვრებმა სვიმონ სვინატაშვილმა, მეორითა ქორწინებითა, იქორწინა დარეჯანთან, გვირგვინი უკურთხა მღვდელმა იესე ჩხიკუაძემ (ჩხიკვაძე)“. საეკლესიო ჩანაწერებში, 1882 წელს, ასევე, დაფიქსირებულია: „გლეხმა სიმონ პეტრეს ძე სინატაშვილმა, მართლმადიდებელი სარწმუნოების აღსარებისა, პირველის ქორწინებით ცოლად შეირთო იქვე მცხოვრები გლეხის, ანტონ მანჩალაძის (დღევანდელი მაჩალაძის) ასული ირინა, მართლმადიდებლის სარწმუნოების აღსარების, პირველის ქორწინებითა. მღვდელი მორჩაძე, პროჩეტნიკი მარკოზი“.
საქართველოში 456 სვინატაშვილი ცხოვრობს: ქუთაისში – 266, წყალტუბოში – 154, თბილისში – 36.
გავაშელი
გავაშელი და გავაშელიშვილი მონათესავე გვარებია. 1840-იან წლებში დაფიქსირებულია მხოლოდ გავაშელიშვილი. მოიხსენიება ონის რაიონის სოფლებში – გომსა და ღებში. გომში მოსახლეთა ნაწილი სასულიერო გლეხებია, ნაწილი – საბატონო. არიან სასულიერო და სახელმწიფო გლეხები.
დაფიქსირებულია ამავე ძირის გვარები: გავაშელიძე და გავაშელაური და, ვარაუდით, აღნიშნულ გვარებთან მათ ნათესაური კავშირი არ აქვთ. 
გვარების – გავაშელისა და გავაშელიშვილის ფუძეა მამაკაცის საკუთარი სახელი გავაშელი, რომელიც მოიხსენიება მეჩვიდმეტე საუკუნის პირველ ნახევარში.
„გავაშელი დამაკოჩია; უცხოვრია ხოირსში. ჰმართებია აფხაზეთის საკათალიკოსო ბეგარა. მოიხსენიება 1621 წელს“.
საქართველოში 1 183 გავაშელი ცხოვრობს: ონში – 391, თბილისში – 334, ადიგენში – 138. არიან სხვაგანაც.
აკადემიკოს იაკობ ახუაშვილის მასალების მიხედვით

скачать dle 11.3