კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

როგორ ჩაწერეს სპეციალურად სტალინისთვის ერთ ღამეში მოცარტის 23-ე სიმფონია, რომელიც ერთ ეგზემპლარად დაბეჭდეს

ცნობილი, გენიალური საბჭოთა პიანისტი მარია იუდინა ნაცნობ-მეგობრებსა და მის გარშემომყოფთ უცნაურ ექსტრავაგანტურ ადამიანად მიაჩნდათ. ეროვნებით ებრაელი, ჯერ კიდევ 1921 წელს, 22 წლის ასაკში მართლმადიდებელ ქრისტიანად მოინათლა და ღრმად მორწმუნე გახდა. ის ვერ იტანდა საკუთარ გვარს, რადგან მიაჩნდა, რომ ქრისტეს მოღალატე იუდასგან იყო წარმოშობილი და იოვანოვად უნდოდა მისი შეცვლა. თუმცა, მას „მმაჩის“ ბიუროში უარი უთხრეს და ამის გაკეთება ვერ მოახერხა. იუდაიზმის უარმყოფელი იუდინა იმ დროს შეუდგა ეკლესიურ მოღვაწეობას, როცა ლენინის ბრძანებით, საბჭოთა კავშირში სასტიკად დევნიდნენ მართლმადიდებლობას და ათასობით ქრისტიანულ ტაძარს მიწასთან ასწორებდნენ. კონსერვატორიაში სწავლასთან ერთად  ახალგაზრდა იუდინა იატაკქვეშა მონაზვნურ ცხოვრებას ეწეოდა და მთელ თავისუფალ დროს, ასევე იატაკქვეშელ, მართლმადიდებლებთან ერთად ატარებდა.  ხანგრძლივი ლოცვის შემდეგ, თვალცრემლიანი მარია ფორტეპიანოს მიუჯდებოდა ხოლმე და მოცარტის ¹23-ე კონცერტიდან, ასევე აცრემლებული მორწმუნეებისთვის, სოლოს ასრულებდა. ამ დროს მე, სერაფიმ სოლოვეცკელი მაძლევდა ძალებსა და შთაგონებას. ვუკრავდი და ღმერთს ვევედრებოდი, რომ სოლოვეცკის ბანაკისა და მილიონობით სხვა წამებულების სულები ეცხონებინათ. – ამბობდა იუდინა და ამ სიტყვებზე თვალები ცრემლით ევსებოდა. მიუხედავად იმისა, რომ მარია იუდინა არასდროს ყოფილა დისიდენტი, მას სძულდა საბჭოთა ხელისუფლება და პირადად სტალინი. პიანისტი-მონაზონი სწორედ სტალინს აბრალებდა მართლმადიდებლობის დევნას და მას წითელ, ულვაშა ურჩხულს უწოდებდა. ქალს ეს გრძნობა, არც ორმოციან წლებში, მოწიფულ ასაკში გაქრობია. გენიალობის მიუხედავად, ის რიგით პიანისტად და პედაგოგად რჩებოდა. არც პროფესორობა მოუნდომებია და არც პრივილეგიები, რასაც მისი რანგის პიროვნებებს ანიჭებდა სტალინური მთავრობა. მას არც საკუთარი ბინა გააჩნდა და ხშირად მშიერ მარია იუდინას ღამე სადარბაზოში გაუთენებია. 1943 წლის დასაწყისში, გენიალური შემსრულებელი რადიოკომიტეტში მოიწვიეს. მას, მოცარტის ¹23-ე სიმფონიაში საფორტეპიანო სოლო უნდა შეესრულებინა. ორკესტრს ალექსანდრ გაუკი დირიჟორობდა და ნაწარმოები პირდაპირ ეთერში გადაიცემოდა. ნაწარმოების შესრულება რომ დასრულდა, მუსიკოსები, მათ შორის, იუდინაც, წავიდ-წამოვიდნენ. კონცერტის დასრულებიდან დაახლოებით ოცი წუთის შემდეგ, საღამოს ათი საათისთვის რადიო-კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილის, ევგენი ჟუკოვის კაბინეტში ტელეფონმა დარეკა. გისმენთ, – უპასუხა თავმჯდომარის მოადგილემ. „ევგენი მიხაილოვიჩ, – მოესმა ჟუკოვს და მუხლების კანკალით სკამიდან წამოტა, რადგან მას სტალინმა დაურეკა, – ახლახან რომ მოცარტის ოცდამესამე კონცერტი გადმოსცეს პირდაპირ ეთერში, სოლოს მარია იუდინა ასრულებდა?” დიახ, ამხანაგო სტალინ,” – მიუგო ჟუკოვმა. „ჩანაწერი ხომ არ გაქვთ?” – „დიახ ამხანაგო სტალინ.” „ძალიან კარგი. მაშინ, ეს ჩანაწერი ხვალ, შუა დღეზე კრემლში მომიტანეთ. მსურს, რომ მქონდეს. იუდინამ ისე ბრწყინვალედ დაუკრა, რომ სულით ხორცამდე შემძრა.” „კარგი, მოგიტანთ,” – მიუგო ჟუკოვმა სტალინს და ბელადმა რომ ყურმილი დაკიდა, რადიოკომიტეტის თავმჯდომარემაც გათიშა ტელეფონი. თუმცა, მთელი სხეულით აცახცახდა, გაფითრდა და ძალებს ვერ იკრებდა. თხუთმეტი წუთის შემდეგ, ჟუკოვმა ბერიას დაურეკა, რომელთანაც ახლო ურთიერთობა ჰქონდა და უთხრა: ლავრენტი პავლოვიჩ, უნდა მიშველოო. რა ხდება, ვინ გაწყენინაო, – გაუკვირდა ბერიას. ჟუკოვმა ბერიას სტალინთან საუბრის შინაარსი გააცნო და ბოლოს უთხრა: ამ კონცერტის ჩანაწერი არ გაგვიკეთებია, წამომცდა და ტყუილი გამომივიდა. არ ვიცი, რა ვიღონო. ხვალ რომ სტალინს ჩანაწერი არ მივუტანო, თავს წამაცლისო. არ მგონია; – ჩაეცინა ბერიას. თუმცა, ჩანაწერი მაინც უნდა მიუტანო, ტყუილი რომ არ გამოგივიდესო. „კი, მაგრამ როგორ?” მუსიკოსები უნდა შევკრიბოთ და ჩავწეროთ. მათი სია მომეცი და სტუდია გაამზადე, დანარჩენი მე ვიცი. ახლავე ჩემს თანამშრომელს გამოვგზავნი სიის წამოსაღებად. შენ კი დამშვიდდიო. – მიუგო ბერიამ ჟუკოვს და ტელეფონი გათიშა. დირიჟორი ალექსანდრ გაუკი, მუსიკოსები და თავად მარია იუდინა, „ენკავედეს” თანამშრომლებმა სახლებიდან წამოიყვანეს და რადიოკომიტეტის შენობაში მიიყვანეს. მოგვიანებით ისინი ამბობდნენ, რომ ფორმიანი „ჩეკისტების” დანახვაზე ეგონათ, დასაპატიმრებლად მიჰყავდათ. რამდენიმე მათგანს გულიც კი წაუვიდა. აუღელვებელი იყო მხოლოდ იუდინა. მასაც იგივე ფიქრი უტრიალებდა თავში. თუმცა, ლოცულობდა და დიდი განსაცდელისთვის ემზადებოდა. ღამის ორის ნახევარზე ყველანი დიდ სტუდიაში შეკრიბეს. ორზე კი ჩაწერა დაიწყო. რამდენიმე ჩანაწერი გააკეთეს და მუსიკოები კვლავ სახლებში ჩამოარიგეს „ჩეკისტებმა.“ შემდეგ ჩანაწერები ქარხანაში წაიღეს, მატრიციდან ფირფიტაზე ერთ ეგზემპლარად გადაიტანეს და შესაბამისი წარწერა გაუკეთეს, ყდა მოარგეს და დილას ათი საათისთვის სამუშაო დასრულებული იყო. შვიდწუთ-ნახევრიანი ჩანაწერი სტალინს პირადად ევგენი ჟუკოვმა მიუტანა კრემლში. ბელადმა სტუმარი დასასვენებელ ოთახში მოიწვია, სავარძელში ჩაჯდომა შესთავაზა. შემდეგ ფირფიტა  პატეფონზე დადო. ჩანაწერი ჩართო, თავადაც სავარძელში ჩაჯდა და გაირინდა. მოგვიანებით, ევგენი ჟუკოვი იხსენებდა: სტალინი გაუნძრევლად უსმენდა ჩანაწერს და მის თვალებში ცრემლი შევნიშნე. მუსიკა რომ დასრულდა, კიდევ კარგა ხანს არ ამდგარა სავარძლიდან. ბოლოს წამოდგა, ოთახში გაიარ-გამოიარა და თქვა: გენიალური ადაჟიოა. მარია იუდინა კი, ნამდვილი ჯადოქარიო. ორი დღის შემდეგ მარია იუდინას სტალინის სახელობის პირველი ხარისხის პრემია პირადად სტალინმა მიანიჭა. კონვერტით კი კულტურის საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარეს მიხაილ ხრაპჩენკოს ოცი ათასი მანეთი გაატანა გენიალური პიანისტისთვის გადასაცემად. ხრაპჩენკომ იუდინას „მიგდებულ სოროში” მიაგნო. ბელადის მიერ გაგზავნილი ფული, მედალი და სიგელი გადასცა  და უთხრა: იოსებ ბესარიონოვიჩი აღფრთოვანებულია თქვენი ვირტუოზული ხელოვნებით და მთხოვა, პირადად გადმომეცა ეს სიტყვებიო. მარია იუდინამ კოპები შეკრა და პაუზა გააკეთა. შემდეგ კი ხრაპჩენკოს უთხრა: „შეგიძლიათ, მას ჩემგან წერილი გადასცეთ?” რა, თქმა უნდაო, მიუგო ხრაპჩენკომ, რომელსაც ეგონა, რომ პიანისტი ბელადს სამადლობელ წერილს უგზავნიდა. პიანისტმა ქალმა რვეულის ფურცელზე წერილი დაწერა. შემდეგ კონვერტში დაბეჭდა და ზედ დააწერა: „პირადად სტალინს” და ხრაპჩენკოს გადასცა. სტალინმა იუდინას წერილი რომ წაიკითხა, ჩაეცინა და ხრაპჩენკოს უთხრა: იუდინას კეთილმოწყობილი ბინა გამოუყავით და საეკლესიო დიდი სასანთლე აჩუქეთ დასანთებადო. ხრაპჩენკო წავიდა, სტალინმა კი წერილი გადაიკითხა, რომელშიც ეწერა: „იოსებ ბესარიონოვიჩ, მადლობას მოგახსენებთ პრემიისა და ოცი ათასისთვის, რომელიც მე არ მჭირდება. თანხას ღვთისმშობლის ტაძრის აღდგენისთვის გადავცემ პეტერბურგელ მორწმუნე მართლმადიდებლებს. თავად კი თქვენი სულის  გადარჩენისთვის ვილოცებ. უფალს შევთხოვ, რომ მოგიტევოთ თქვენ მიერ ჩადენილი ბოროტმოქმედებები. უფალმა, ღვთისმშობელმა და წმინდა ბერმა სერაფიმ სოლოვეცკელმა მომცეს რწმენა და ძალები, რათა მართლმადიდებლად დავრჩე.” იმავე, წელს, სტალინმა „გულაგის”უკანასკნელი ფილიალი დახურა წმინდა სალავკის კუნძულებზე, სადაც მეთხუთმეტე საუკუნეში დაარსებული მართლმადიდებლური კომპლექსი იყო  გაშენებული, 1919 წელს კი, ლენინმა იქაურობა საკონცენტრაციო ბანაკად გადააქცია. იმავე, 1943 წელს, სტალინის უშუალო ძალისხმევით რუსულმა ეკლესიამ ავტოკეფალია აღიდგინა და პატრიარქი აირჩიეს. როგორც ნეტარი იოან ბერსელავსკი აღნიშნავს: პატარა პიანისტმა ქალმა მარია იუდინამ სტალინის მეტამორფოზა მოახდინა და მისმა ღვთით შთაგონებულმა ვირტუოზულმა ხელოვნებამ საბჭოთა ბელადს დიდი საქმე გააკეთებინა. საგულისხმო ფაქტია, რომ სიკვდილის წინ, როდესაც სტალინს კუნცევოს აგარაკზე ტვინში სისხლი ჩაექცა, ბელადი მოცარტის ¹23-ე სიმფონიას უსმენდა. პირადმა მცველებმა პატეფონზე სწორედ ის ფირფიტა აღმოაჩინეს, რომელშიც ორკესტრთან ერთად, სოლოს მარია იუდინა ასრულებდა.

скачать dle 11.3