კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ვინ იყო ქართველი, რომლის გეგმის მიხედვით მოსკოვში აშენდა 6 ტაძარი, 21 მონასტერი, 261 ეკლესია, 129 საზოგადოებრივი დანიშნულების შენობა

გამონათქვამი – „რაც კარგები ვართ, ქართველები ვართ“, შეიძლება, ვინმესთვის გაზვიადებულიც იყოს ბევრი ობიექტური მიზეზიდან გამომდინარე, თუმცა, საბედნიეროდ, მართლა არსებობენ ქართველები, რომლებიც ამ გამონათქვამს დამაჯერებლობას ჰმატებენ და ეს განსაკუთრებით ღირებული ხდება მაშინ, როცა ქართველი თავის ნიჭსა და შესაძლებლობებს საქართველოს ფარგლებს გარეთ ამტკიცებს და, არა მხოლოდ ქართველებისთვის, არამედ, მთელი მსოფლიოსთვის სასარგებლო საქმეს აკეთებს. ასეთ ქართველთა რაოდენობა არც ისე მცირეა  და მათ შორის არის იგორ ჩელიევი (იაგორ ჭელიძე), რომელმაც თავისი გამოგონებით უდიდესი წვლილი შეიტანა მსოფლიო სამშენებლო ინდუსტრიაში; მასვე მიუძღვის ლომის წილი მეცხრამეტე საუკუნეში გადამწვარი მოსკოვის აღდგენის საქმეში.  ჩელიევის საქმიანობისა და გამოგონების შესახებ ვესაუბრეთ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სილიკატების ტექნოლოგიის მიმართულების ხელმძღვანელს, თამაზ გაბადაძეს.

თამაზ გაბადაძე: კაცობრიობას დღემდე არ შუქმნია უკეთესი სამშენებლო კონსტრუქციული მასალა, ვიდრე ცემენტია. ის, ალბათ, ოცდემეერთე საუკუნეშიც შეუცვლელი დარჩება. მსოფლიოში ყოველწლიურად ასეულ მილიონობით ტონა სხვადასხვა სახის ცემენტი იწარმოება, რომლისგანაც მილიარდობით ტონა ბეტონი და რკინაბეტონის კონსტრუქციები მზადდება. დღეს არცერთი სახის სამშენებლო მასალა იმდენი რაოდენობით არ გამოიყენება პრაქტიკაში, რა რაოდენობითაც ცემენტი, რაც, თავისთავად, მის უნიკალურ თვისებებზე მიუთითებს. წყალსა და სინესტეში ხე ლპება, რკინა იჟანგება, პლასტმასი ბერდება და მწყობრიდან გამოდის, ცემენტსა და მისგან მიღებულ ბეტონს კი, წყალში, პირიქით, სიმტკიცე ემატება; კარგად უძლებს ყინვასა და მაღალ ტემპერატურას, დაწოლასა და ბიძგს. უდიდესი და უნიკალური ნაგებობების მშენებლობა სწორედ ცემენტის გამოგონების შემდეგ გახდა შესაძლებელი. ამ უნივერსალური კონსტრუქციული მასალის – პორტლანდცემენტის  გამომგონებლად ითვლებიან ინგლისელი ჯოზეფ ასპდინი და წარმოშობით ქართველი იაგორ გერასიმეს ძე ჭელიძე (ჩელიევი), რომელიც ხელმძღვანელობდა 1812 წელს გადამწვარი მოსკოვის აღდგენით სამუშაოებს, ახალი ნაგებობების დაპროექტებასა და მშენებლობას. სამწუხაროდ, ორმოცდაათიან წლებამდე ჩელიევის სახელი მივიწყებული იყო და ცემენტის ავტორად მხოლოდ ასპდინი ითვლებოდა, რომელმაც  1824 წელს ამ მასალის პატენტი მიიღო. 1825 წელს ჩელიევმა რუსეთში გამოსცა წიგნი, რომელშიც აღწერდა მის მიერ მიღებული ცემენტის ტექნოლოგიასა და გამოყენების სფეროებს. ამჟამად კი ოფიციალურ სახელმძღვანელოებში პორტლანდცემენტის გამომგონებლად, ასპდინთან ერთად, ჩელიევიც მოიხსენიება. ამ გამომგონებლების წინაშე მთელი მსოფლიო ვალშია, რადგან, სწორედ ამ ორი ადამიანის გამოგონებამ გახადა შესაძლებელი მსოფლიოში ცათამბჯენების მშენებლობა და, საამაყოა, რომ მათგან ერთ-ერთი ქართველი იყო. სანკტ-პეტერბურგის ერთ-ერთი ქუჩა დღესაც ატარებს ჩელიევის სახელს.
– ჩელიევის ბიოგრაფიული მონაცემები თუ არის თქვენთვის ცნობილი?
– მეთვრამეტე საუკუნის ოცდაათიან წლებში, იაგორ ჭელიძის ბაბუას, დავით ჩელიევს, რუსეთის იმპერატორმა უბოძა თავადობა, პოლტავის მიდამოებში მისცა მიწა და ათი კომლი. მისი ვაჟი, გერასიმე, მუშაობდა ქართველ ჰუსართა პოლკში, სადაც კაპიტნისა და სეკუნდ-მაიორის წოდებას მიაღწია. 1771 წელს მას შეეძინა ვაჟი – იაგორი. 6-7 წლის იაგორს მამა გარდაეცვალა. დედა სამხედრო ინჟინერზე გათხოვდა და მათი ოჯახი სარატოვში გადავიდა საცხოვრებლად. 1800 წლიდან ჩელიევი მოსკოვში ცხოვრობს. 1817 წელს იგი დაინიშნა საპროექტოს ერთ-ერთი განყოფილების დირექტორად, რომელიც  მოსკოვის  მშენებლობის კომისიის შემადგენლობაში შედიოდა.
– როგორც ვიცი, მას ძალიან დიდი წვლილი მიუძღვის ნაპოლეონის შემოსევის დროს კუტუზოვის  მიერ გადამწვარი  მოსკოვის აღდგენაში...
– დიახ. გადამწვარი მოსკოვის აღსადგენად ალექსანდრე პირველმა მოითხოვა ახალი პროექტების შედგენა, რაც მოსკოვის მთავარსარდალსა და მისი სამოქალაქო მშენებლობის ნაწილის ხელმძღვანელს, გრაფ როსტოპჩინს დაევალათ. შეიქმნა სპეციალური კომისია, რომელსაც მეთაურობდა თავადი ციციანოვი. ამ კომისიაში  შედიოდა საპროექტო და არქიტექტურის განყოფილება. საპროექტოს დირექტორი ჩელიევი იყო. მისი უშუალო ხელმოწერითაა დამტკიცებული მოსკოვის მრავალი შენობის, არხის, ხიდის, აღდგენის, რეკონსტრუქციისა და მშენებლობის პროექტები. ჩელიევის ხელმძღვანელობით შედგა მოსკოვის გენერალური გეგმა, რომელსაც ხელს აწერდნენ ჩელიევი და ციციანოვი. მასში შედიოდა 486 მნიშვნელოვანი შენობა, 6 ტაძარი, 21 მონასტერი, 261 ეკლესია, 129 საზოგადოებრივი დანიშნულების შენობა და ასე შემდეგ. მოსკოვის გენერალური გეგმა ჩელიევმა დასტამბა და გამოსცა. გარდა ამისა, ჩელიევი ხელმძღვანელობდა ყველა გეოდეზიურ, ტოპოგრაფიულ და კარტოგრაფიულ სამუშაოს. 1818  წელს მას დაავალეს, შეედგინა ახალი წყალსარიდებელი არხის პროექტი, რათა გაზაფხულის წყალდიდობის დროს მოსკოვის სანაპიროები არ დატბორილიყო. მან ეს პროექტი წარადგინა და, ამასთან დაკავშირებით, იგი პარალელურად დანიშნეს მოსკოვის სამხედრო ბრიგადის სამშენებლო სახელოსნოების უფროსად. გარდა საპროექტოსი, მის მოვალეობაში შედიოდა ჰიდროტექნიკური და ჰიდროსტატიკური სამუშაოების შესრულებაც. ჩელიევი აპროექტებდა და მონაწილეობდა კიდეც  მოსკოვის სანაპიროების, აუზების, შადრევნების არხების, ნაგებობების მშენებლობაში. იგი დაჯილდოებული იყო ვლადიმირისა და ანას ორდენებით, სამამულო ომის მედლით. მინიჭებული ჰქონდა მრჩევლის წოდება. ჩელიევის დახასიათებაში წერია: „იცის არითმეტიკა, გეომეტრია, არტილერია, ფორტიფიკაცია, ექსპერიმენტული ფიზიკა, ქიმია, მექანიკა, ფერწერა, სკულპტურა, სამოქალაქო არქიტექტურა. ღირსია დაწინაურების“. გოლიცინი 1828 წელს წერდა მის შესახებ:  „...თავის საქმეში ძლიერ მცოდნეა, ხელმძღვანელობის მრავალ დავალებას ასრულებს დიდი წარმატებით“. მეცხრამეტე საუკუნის პირველ ნახევარში აგებული მოსკოვის მრავალი ღირშესანიშნავი ადგილი, სანაპირო, არხი თუ შენობა დღესაც ხიბლავს მნახველებს. უდიდესი  წვლილი მიუძღვის მათ დაპროექტებასა და მშენებლობაში წარმოშობით ქართველ იაგორ ჭელიძეს. სამწუხაროდ, ამ უნიჭიერესი ადამიანის  ხსოვნის უკვდავსაყოფად მნიშვნელოვანი თითქმის არაფერი გაკეთებულა, მაშინ, როცა, სანკტ-პეტერბურგში ერთ-ერთი ქუჩა, როგორც გითხარით, მის სახელს ატარებს, მისი არსებობისა და საქმიანობის შესახებ კი ძალიან ბევრმა ქართველმა საერთოდ არაფერი იცის. არადა, ლიდსის (ქალაქი ინგლისში, სადაც პორტლანდცემენტის მეორე გამომგონებელი – ასპდინი  დაიბადა) სამოქალაქო საბჭოს დარბაზში, ბრინჯაოს მემორიალურ დაფაზე, რომელიც ამერიკის პორტლანდცემენტის ასოციაციამ მიართვა ბრიტანეთის ცემენტის  მწაროებელთა  ფედედრაციას, წერია, რომ ამ გამოგონებისთვის „...მთელი მსოფლიო ვალშია“ ასპდინის წინაშე. იგივე სიტყვები ეკუთვნის იაგორ ჭელიძესაც. ამიტომ, კარგი იქნება, თუ დავაფასებთ ასეთ ქართველებს და ახალგაზრდა თაობებს ინფორმაციას მივაწვდით მათ შესახებ.

скачать dle 11.3