კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ბრძნული აზრები

დროზი: რაც უნდა უბედურება შეგვამთხვიოს ბედმა, ყველას გავუძლებთ, თუ უბედურებას სინდისის ქენჯნა არ მოსდევს თან.

მონტენი: წკეპლისგან იმის მეტი სიკეთე არ მინახავს, რომ იგი ან ასუსტებს და აფრთხობს ადამიანის სულსა და გულს, ან აბოროტებს და აჯიუტებს მას.

მაკიაველი: ადამიანი უფრო ადვილად აწყენინებს იმას, ვინც უყვარს, ვიდრე იმას, ვისი შიშიც აქვს.

მაიკოვი: ხალხს ის უყვარს და მიაჩნია ძვირფასად, ვინც იმის ფიქრსა და აზრს მოსვენებას არ აძლევს.

ლესინგი: ადამიანისთვის ადამიანი უფრო სასურველია, ვიდრე ანგელოზი.

ლიხტენბერგი: წიგნი რომ ვინმეს თავში დაარტყათ და ისეთი ხმა გამოხდეს, როგორიც ცარიელი რისგანმე გამოხდება ხოლმე, განა ამის მიზეზი წიგნი იქნება?

ლაროშფუკო: ჩვენ ხშირად შევუნდობთ ხოლმე იმათ, ვინც თავს გვაბეზრებს, მაგრამ, არასგზით არ შევუნდობთ ხოლმე, ვისაც ჩვენ თვითონ ვაბეზრებთ თავს.

გოეთე: კაცი, რომელმაც თავისი თავის იმედი დაჰკარგა, აუცილებლად ბოლოს თავის ღონესაც დაჰკარგავს.

ბეკერელი: ქება, რომელსაც ვეუბნებით ხოლმე ჩვენს მტრებს, უფრო მეტ ბრალს სდებს, ვიდრე ჩვენი ჩივილი.

სიუნ ძი: საქმით დაკავება – ეს ის არის, რაც ადამიანებს არ უყვართ. მსახურება და ძალაუფლება – აი, რა უყვართ მათ.

მაიუსი: სადაც საქმე დაიძრა, იქ მეგობრები უკვე კარს მოადგნენ.

ბერნე: ბევრ რამეში იოლად წავა ადამიანი, მაგრამ, ადამიანის გარეშე – ვერასოდეს.

შექსპირი: თვით კლდეც არ არის სიყვარულზე ძლიერი.

ლაბრიუერი: ვისაც ისე უყვარს, რომ სურს ათასჯერ მეტად უყვარდეს, მაინც ნაკლებად უყვარს, ვიდრე მას, ვისაც უფრო მეტად უყვარს, ვიდრე სურს.

სერვანტესი: შეუჩვეველი ადამიანისთვის, ვინც ხეირიანად არც იცის მისი მოხმარება, სიმდიდრე ისეთივე მძიმე ტვირთია, როგორც სიღარიბე, რომელსაც კაცი მთელი სიცოცხლის განმავლობაში ვერ აღწევს თავს. ფიქრი და საზრუნავი როგორც ქონებასთანაა განუყოფელი, ისევე უქონლობასთან და, რაც უფრო მდიდრდება ადამიანი, უფრო ემატება საფიქრალი.

პასკალი: სამართლიანობის ცნება ისევე ექვემდებარება მოდას, როგორც ქალების სამკაული.

კარლაილი: ადამიანი არ უნდა უჩიოდეს დროებას – ამით არაფერი გამოდის. დროება ცუდია, მაგრამ, მერე რა, ადამიანიც სწორედ იმიტომ არის, რომ გააუმჯობესოს ის.

დეკურსელი: „ოჰ“ – იმისთანა სიტყვაა, რომელსაც ქალები თვალებით უფრო ამბობენ, ვიდრე ენით.

скачать dle 11.3