კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ბრძნული აზრები

გოეთე: რისი მოსმენაც აღაშფოთებს უბიწო ყურებს, ის ტკბილ ოცნებად ესახებათ უბიწო გულებს.

ტვენი: ადამი ადამიანი იყო – ეს კი ყველაფერს ხსნის. მან ვაშლი იმიტომ კი არ მოიპარა, რომ მისი ჭამა უნდოდა, არამედ იმიტომ, რომ აკრძალული იყო. ცუდი ისაა, რომ გველი არ იყო აკრძალული, თორემ, ადამი მასაც შეჭამდა.

ბალზაკი: ვნებები უნივერსალური ჰუმანურობაა, რომელიც რელიგიის, ხელოვნების, რომანტიკისა და ისტორიის გარეშე უსარგებლო იქნებოდა.

ფულერი: გრძელი ცხვირის პატრონს ჰგონია, რომ ყველა მის ცხვირზე ლაპარაკობს.

ჩესტერფილდი: სიმართლის დაფარვა, სადაც ეს საჭიროა, კეთილგონიერებაა, მაშინ, როცა ტყუილი ნებისმიერ შემთხვევაში – სიმდაბლე და სიბრიყვეა.

უაილდი: სიბერის ხელოვნება მდგომარეობს იმაში, რომ დასაყრდენი იყოს ახალგაზრდობისთვის და არა წინაღობა; მასწავლებელი და არა მეტოქე; მათი თანამგრძნობი და არა გულგრილი მათ მიმართ.

ტოლსტოი: ჯობია, საქმეში ცოტა და კარგი,  ვიდრე ბევრი და ცუდი.

ავრელიუსი: გავაკეთე რამე საზოგადო კეთილდღეობისთვის? მაშასადამე, მე მოვუტანე სარგებლობა ჩემს თავს. ნურასოდეს მოიშორებ ამ აზრს და ნურავითარ მდგომარეობაში ნუ აიღებ მასზე ხელს.

ოთარ ჭილაძე: ადამიანი ჰგავს იმ ქვეყანას, რომელსაც მისი სამშობლო ჰქვია, ხოლო სამშობლო თავს ურჩევნიათ ადამიანებს და არა მონებს.

კანეტი: ყველაფერი ის, რაც იჭმევა, ხელისუფლების საგანია.

სენეკა: კუჭი, რომელიც ცოტათი კმაყოფილდება, ბევრი რამისგან თავისუფლდება.

ავრელიუსი: თუ ადამიანი შიმშილსა და წყურვილს არ გამოსცდის, ჭამა-სმით ვერ ისიამოვნებს.

ლაროშფუკო: საზოგადოებაში არცთუ იშვიათად დიდ პატივს სცემენ იმ კაცს, რომლის ერთადერთი ღირსებაც ყოველდღიურ ცხოვრებაში სასიამოვნოდ მიჩნეული ბიწიერება გახლავთ.

მოპასანი: სიყვარული რომ ჭეშმარიტი იყოს, მან, ჩემი აზრით, გული უნდა შეძრას, მტანჯველად დაგიძაბოს ნერვები, დაგიცარიელოს ტვინი; უნდა იყოს სავსე ფათერაკებით, საზარელიც კი, თითქმის დანაშაულებრივი, თითქმის სიწმინდის მგმობელი; უნდა იყოს რაღაც ღალატის მსგავსი; მინდა ვთქვა, რომ უნდა არღვევდეს წმინდა წინაღობას, კანონებს, ძმურ კავშირს; როდესაც სიყვარული მშვიდია, წყნარი, მოკლებული ხიფათს, კანონიერია – განა ეს ჭეშმარიტი სიყვარულია?!

მორუა: რესტორანში მაგიდასთან მსხდომ წყვილზე დაკვირვებისას იოლად შეიძლება ამოიცნო, თუ რამდენ ხანს ცხოვრობენ ერთად – მათ საუბარში პაუზის მიხედვით.

скачать dle 11.3