კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ითვლება თუ რა შოპოჰოლიკობა მავნე ჩვევად და როგორ არის შესაძლებელი ამ პრობლემის მოგვარება

შოპინგი რომ ყველა ქალისთვის ერთ-ერთი სასიამოვნო საქმიანობაა, ეს საყოველთაოდ აღიარებული ცნებაა. როგორ შეიძლება სიტყვა „ფასდაკლება“ დაინახო მაღაზიის ვიტრინებზე, არ შეხვიდე და სასურველი ბრენდის ახალ კოლექციას ყურადღება არ მიაქციო? რა აბედნიერებს ქალს იმაზე მეტად, ვიდრე ახალი მაისური, ჩანთა, სამკაული თუ სხვა ნივთი? თუმცა, ეს ყოველივე, შეიძლება, ფსიქოლოგიურ დარღვევასთან ასოცირდებოდეს, უფრო კონკრეტულად კი, ახალი ნივთების შეძენის დაუოკებელ სურვილს შოპოჰოლიზმი ეწოდება. ამ საკითხთან დაკავშირებით უფრო ვრცლად ფსიქოლოგი ირინა ტაბუციძე გვესაუბრა.

 

– რა არის შოპოჰოლიზმი და ითვლება თუ არა ის ფსიქოლოგიურ დარღვევად?

– შოპოჰოლიზმი – ეს არის წმინდა ფსიქოლოგიური პრობლემა, თუმცა, დარღვევას ვერ დავარქმევთ. ძალიან ბევრი ქალისთვის შოპინგი თერაპიის კურსია. მეც ბევრისთვის მითქვამს: როდესაც ცუდად ხარ, დეპრესია გაქვს და  არაფერი გაინტერესებს, გადი მაღაზიებში. ამ დროს მნიშვნელობა არა აქვს  ყიდულობ თუ არა რამეს – როდესაც ისინჯავ: მაისურს, ფეხსაცმელს, აქსესუარს და ასე შემდეგ, უკვე  გეხმარება მდგომარეობიდან გამოსვლაში. შოპოჰოლიკ ადამიანს უჩნდება ყიდვის დაუოკებელი სურვილი. მისთვის სულერთია, რას ყიდულობს, მთავარია, შეიძინოს და სახლში მიიტანოს. ხშირად ამ ახალ ნივთებს არც იყენებს. შოპოჰოლიკების კარადა რომ ნახოთ, ძალიან ბევრ მარკიან ტანსაცმელს იპოვით. ისინი არ იძენენ ტანსაცმელს იმისთვის, რომ ჩაიცვან; მათთვის საინტერესოა ყიდვის პროცესი. ფსიქიატრიაში არსებობს ასეთი ტერმინი – ონიომანია, რაც ყიდვის თავშეუკავებელ სურვილს ნიშნავს. ეს  უკვე ძალიან სერიოზული და მძიმე ფორმაა, რომელიც რადიკალურად განსხვავდება შოპოჰოლიზმისგან.

– თუმცა, ხშირად გამიგია, რომ პიროვნებას  არ აქვს დეპრესია, მაგრამ, მაინც შოპოჰოლიკად მიიჩნევს თავს. 

– დიახ, მარტო დეპრესია არაა აუცილებელი შოპინგისთვის და სტრესული სიტუაციაც მხოლოდ დეპრესიით არ შემოიფარგლება. სტრესი შეიძლება გამოწვეული იყოს პირადი ცხოვრების არარსებობით და ასე შემდეგ. შოპინგის დროს  რაღაც ქალურობას ვეძებთ – ისეთ ტანსაცმელსა და აქსესუარს ვყიდულობთ, რაც ჩვენს იმიჯს გაუსვამს ხაზს. ამით თითქოს ვუმტკიცებთ ვინმეს, რომ ჩვენ ჯერ კიდევ ახალგაზრდები, ლამაზები და მომხიბვლელები ვართ.  ჩვეულებრივმა ყოველდღიურმა  სტრესულმა სიტუაციებმა, შეიძლება, შოპოჰოლიკად ჩამოგაყალიბოს.  ასეთი ადამიანი მაღაზიაში ბევრად უკეთ გრძნობს თავს, ვიდრე სახლში.

– შესაძლებელია, შოპოჰოლიკობა მავნე ჩვევად უფრო ჩაითვალოს?

– არა, მავნე ჩვევა არ არის, უფრო სტრესთან ბრძოლის ერთ-ერთი მეთოდია. როდესაც ადამიანი სტრესულ სიტუაციაშია, ან  შესწევს მასთან ბრძოლის ძალა, ან – არა. მის მოსაგვარებლად  სხვადასხვა მეთოდს მიმართავენ, მაგალითად, ქალები – ჭარბ კვებას, მამაკაცები – ალკოჰოლს. შოპინგიც სტრესისგან გაქცევის ერთ-ერთ ფორმას წარმოადგენს.

– შოპოჰოლიკები მხოლოდ ქალები არიან?

– ეს უფრო ქალების „დაავადებაა” და, რაც დრო გადის, უფრო იმატებს მათი რიცხვი. მამაკაცებში ნაკლებად იჩენს თავს, თუმცა, არ გამოირიცხება მათი კანდიდატურაც. 

– თავად შოპოჰოლიკი თუ გრძნობს, რომ ამ სენითაა შეპყრობილი?

– გრძნობენ, რადგან, ვერ აკონტროლებენ საკუთარ ბიუჯეტს და ხშირად მშივრებიც კი რჩებიან. როდესაც შოპოჰოლიკები სასურველ ნივთს ხედავენ, ტრანსში ვარდებიან და იმის იქით ვერაფერს ვეღარ უყურებენ. ნამდვილ შოპოჰოლიკს შეუძლია, ბოლო თეთრებიც კი გაიღოს სასურველი ნივთის საყიდლად. სახლში როდესაც მივა და დაცარიელებულ საფულეს ნახავს, მერე იწყებს ნერვიულობას.

– ვერ აცნობიერებენ რას აკეთებენ?

– გაუცნობიერებლად არაფერს აკეთებენ, კონტროლის დაკარგვა – ეს  წამიერი განცდაა. მხოლოდ მაღაზიიდან გამოსული აღმოაჩენს, რომ ცარიელი აქვს საფულე. 

– შესაძლებელია შოპოჰოლიკის განკურნება?

– მარტივი არ არის, მაგრამ, ფსიქოთერაპიით შესაძლებელია. ნებისმიერ დამოკიდებულებას მკურნალობის ერთნაირი ფორმა აქვს, იქნება ეს შოპინგი, ნარკოტიკი, ალკოჰოლი თუ სიგარეტი – პრობლემის საფუძველი ერთია. 

– რა შედეგამდე შეიძლება მივიდეს ამ სენით შეპყრობილი ადამიანი, თუ ფსიქოლოგს არ მიმართავს?

– თუ მას ფინანსური საშუალება აქვს, არანაირ შედეგამდე არ მივა, ხოლო, თუ ეს მის ბიუჯეტს ან კარიერულ წინსვლას უქმნის პრობლემას, მაშინ, ცუდი შედეგის მომტანი იქნება მისთვის. როდესაც გონება ბოლომდე შოპინგისკენ აქვს მიმართული და ვერ ახერხებს საქმეზე კონცენტრაციას, მაქსიმალურად უნდა სცადოს საკუთარი თავის გაკონტროლება. პრობლემა ექმნებათ, ასევე, ოჯახის წევრებს, რომლებსაც აწუხებთ აურაცხელი ტანსაცმელი და უსარგებლო ნივთები; არ მოსწონთ ბავშვებს, რადგან, დედა აღარ ჰყავთ ნორმალური და გამუდმებით მაღაზიებშია. როცა ქალს განსაზღვრული აქვს დრო და ბიუჯეტი საკუთარი ჩაცმულობისთვის, ეს მისასალმებელია, მაგრამ, თუ გამუდმებით მაღაზიებში სიარული არ აღვიქვით პრობლემად, შედეგი ცუდი იქნება, რაც აუცილებლად გამოიწვევს დეპრესიას, უხასიათობასა და გაღიზიანებას. 

– საქართველოში ბევრი შოპოჰოლიკია?

– ამ სენს ქვეყანა არ სჭირდება – სადაც არის ქალი, აუცილებლადაა  შოპინგის სურვილიც. შეიძლება, არ იყიდო ძვირიანი ბრენდის სამოსი, მაგრამ სიამოვნება ერთნაირია – შეძენა ანიჭებს მას სიამოვნებას და არა რომელიმე ბრენდის ტანსაცმელი. სახლში მიტანის დროს დიდი მნიშვნელობა არ აქვს, რა იყიდა; მთავარია, მაშინ მოეწონა და შეიძინა.  დიდი ალბათობაა, რომ ახალი შეძენილი ნივთი არ ჩაიცვას. 

– როგორ უნდა მოვაგვაროთ ეს პრობლემა?

– უპირველესად, რასაც ყველა ფსიქოლოგი გირჩევთ, ის არის, რომ არასოდეს შეიძინოთ ბარათით, ჯობია, გადაიხადოთ ნაღდი ფულით, რადგან, ბარათით გადახდილი თანხის შედეგად ჯიბის დაცარიელების მომენტი არ იგრძნობა, ხოლო ნაღდი ფულის ხარჯვა უფრო რთულია; გარდა ამისა, აუცილებლად უნდა ვიცოდეთ, რის საყიდლად მივდივართ, მაგალითად, თუ ვაპირებთ კაბის ყიდვას, ფეხსაცმლისკენ არ უნდა გავიხედოთ. ყველაზე კარგი ვარიანტია, საკუთარ თავს კონკრეტული თანხა გამოვუყოთ შოპინგისთვის. აქვე უნდა აღვნიშო, რომ ქალი ვერ იღებს სიამოვნებას პროდუქტების შეძენით. როდესაც შოპოჰოლიკობას ვახსენებთ, საუბარია ისეთ ნივთებზე, რომლებიც ჩვენს იმიჯს გაუსვამს ხაზს და კომფორტულად გვაგრძნობინებს თავს – ეს არის მთავარი, თორემ, რამდენიც არ უნდა დახარჯოს ქალმა სასურსათო მაღაზიაში, ამით ვერ ისიამოვნებს, ერთმა პერანგმა კი, შესაძლებელია, უსაზღვროდ ბედნიერი გახადოს ის. 

 

скачать dle 11.3