კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

“ბრენდ ერი„ – სანათების ახალი მაღაზია თბილისში, რომელიც ნათელ არჩევანს გთავაზობთ

25 იანვარს თბილისში, წერეთლის გამზირი ¹101-ში გაიხსნა მაღაზია-სალონი „ბრენდ ერი“. „ბრენდ ერი“ წარმოადგენს სანათი მოწყობილობების ფართო ასორტიმენტს ინტერიერისა და ექსტერიერის გასაფორმებლად. მომხმარებელს შეუძლია აქ შეიძინოს ევროპის წამყვანი დიზაინერების – Michele de luchi, Jamie beriestain, pier giacomo-სა და სხვათა ნამუშევრები, რომლებიც მუდმივად განახლებადია. მაღაზია-სალონი მომხმარებელს ასპროცენტიან ხარისხსა და საუკეთესო ფასებს სთავაზობს; გარდა ამისა, თითოეულ კლიენტს შეუძლია როგორც დიზაინერის კონსულტაციის მიღება, ისე პროდუქციის ადგილზე მიტანა და მონტაჟი. პროდუქცია გათვალისწინებულია არა მხოლოდ სახლის, არამედ, რესტორნის, სასტუმროს, კაფესა და სხვა ფართებისთვისაც.

 საღამოზე მოწვეულები იყვნენ ხელოვნების სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები, არქიტექტორები და დიზაინერები. გაიმართა წამახალისებელი გათამაშება და სტუმრებმა საჩუქრად „ბრენდ ერის“ არაჩვეულებრივი პროდუქცია მიიღეს. 

კესო გელაშვილი (მენეჯერი): ჩვენს დიზაინზე იზრუნეს ქართველმა დიზაინერებმა – ნანუკა კარანაძემ და მარიამ ხოშტარიამ. თუმცა, იტალიიდან, ესპანეთიდან, ბელგიიდან და ევროპის სხვა ქვეყნებიდანაც ჩამოგვაქვს ცნობილი დიზაინერების ნამუშევრები. ძირითადად, ნატურალური მასალაა გამოყენებული. გვაქვს წერტილოვანი განათებები, პროჟექტორები, ტორშერები, მაგიდის სანათები, გარე განათებები, ლედ-განათებები, ბაღის განათებები, სარკის განათებები და ასე შემდეგ. შეკვეთებსაც ვიღებთ. შეგიძლიათ, მობრძანდეთ, კატალოგიდან აირჩიოთ ნებისმიერი პროდუქცია და ჩვენ გამოგიწერთ. ფასები საკმაოდ ხელმისაწვდომია – გათვლილია ყველანაირ სეგმენტზე: 70 ლარიდან 6 000 ლარამდე მერყეობს. ყველაფერი მცირე რაოდენობით ჩამოგვაქვს, რათა არ განმეორდეს – ბევრ მომხმარებელს არ უნდა, მისნაირი ჭაღი სხვასაც ჰქონდეს.

ნანუკა კარანაძე (დიზაინერი): მგონი; ეს პირველი პრეცედენტია დიზაინერებისა და მეწარმეების ასეთი თანამშრომლობის. ინტერიერები, რასაკვირველია, სხვაგანაც არის მოწყობილი, მაგრამ, ჩვენთან თანამშრომლობა გრძელდება. ჭაღები დიზაინერების შერჩევითაა ჩამოტანილი ევროპიდან და კლიენტებსაც დიზაინერი უწევს კონსულტაციას. ვფიქრობ, ეს ყველაფერი წარმატებული იქნება. ვიტრინების ძირითადი დიზაინი ეკუთვნის დიზაინერებს – მარიამ ხოშტარიასა და მე. დღევანდელ საღამოზე ძირითადად დიზაინერები და არქიტექტორები მოვიწვიეთ; ასევე, მეგობრები, ახლობლები და ისინი, ვისაც აინტერესებდა განათების სისტემები. მგონი, საინტერესო საღამო გამოვიდა.

მარინა სალუქვაძე: მოხარული ვარ, რომ კიდევ ერთი ლამაზი ადგილი გაიხსნა. დიდი სიმპათიით განვეწყვე და, მინდა, ორგანიზატორებსა და მფლობელებს მივულოცო. არის გამორჩეული ნივთები, რომლებიც ძალიან მომეწონა და ალბათ, მომავალში შევიძენ კიდევაც. ჩემი სახით ერთი კლიენტი შეიძინა „ბრენდ ერმა“. 

ლაშა ჯოხაძე (დიზაინერი): ძალიან მომეწონა. არ ველოდი, თუ ამდენი და ასეთი კარგი რაღაცეები დამხვდებოდა. ძალიან ბევრი რამის არჩევა შეიძლება... აქაურობას  დიდი პლუსი აქვს და ეს პლუსი – ბევრი ექსკლუზივია. დიდი არჩევანია – ყველანაირი გემოვნების მომხმარებელს შეუძლია არჩევნის გაკეთება ყველანაირი გარემოსთვის. 

თეა დემურიშვილი (მეცო-სოპრანო): ძალიან ლამაზი მაღაზიაა და ძალიან ლამაზი ჭაღები. იმედი მაქვს, რამეს შევიძენ. არაჩვეულებრივი ვიტრინებია და, ძალიან მიხარია, რომ ჩემს მშობლიურ ქალაქშიც ისეთი ვიტრინები შემხვდება, როგორიც ევროპაშია. ამ ინოვაციას მივესალმები და წარმატებას ვუსურვებ.

ზაზა მარჯანიშვილი (კომპოზიტორი): ჩემთვის ძალიან სიმბოლურია თბილისში განათების სახლის გახსნა, თან – ასეთის, რადგან, განათება და განათლება ყოველთვის საჭიროა ქვეყანაში. საინტერესო და ძალიან ეფექტური კოლექციაა. ბევრი სადა ნამუშევარი დავინახე და, გამოდინარე იქიდან, რომ სისადავეს ყველაზე მეტად ვაფასებ, მე ამ მაღაზიის ხშირი სტუმარი ვიქნები.

скачать dle 11.3