კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რა აკავშირებს ედვარდ მეისონს ვლად არამოვთან და რის გამო ეგონათ ის პატარაობიდანვე გეი

მომღერალი ედვარდ მეისონი ერთ-ერთია მათ შორის, ვინც „ევროვიზიის” შესარჩევი ტურის ფინალისტთა ხუთეულში მოხვდა. ედვარდს ჰყავს საკუთარი ბენდი, მღერის რესტორნებში და ახლა „X ფაქტორშიც“ აპირებს ბედის ცდას. ახლო წარსულში ყაზახეთში ცხოვრობდა და ლევან ლაზარიშვილთან ერთად კლუბში მღეროდა. სამომავლოდ კი, ნიუ-იორკში გამგზავრებაზე ფიქრობს, სადაც მისი დეიდაშვილი, ვლად არამოვი ცხოვრობს.

 

ედვარდ მეისონი: „პირველ არხზე“ ძალიან ნაწყენი ვარ. ჩემი აზრით, არ შეიძლება შესარჩევი ტურის მოწყობა, როცა წინასწარ იცი, ვინ იქნება გამარჯვებული. თუ იცი, ვის უშვებ, ადექი და პირდაპირ გაუშვი. ნინას მიმართ არანაირი პრეტენზია რა მაქვს, ძალიან მაგარი გოგოა, უბრალოდ, „პირველი არხის“ მხრიდან ასეთი რამ არ არის სწორი. 2012 წელსაც ასე იყო და წელსაც იგივეა.

– ახლა როგორ აპირებ შენი შემოქმედების წარმართვას?

– მაიკლ გოლდმანი ალბათ იცით, დუეტი გვაქვს და ვმუშაობთ სიმღერებსა და კლიპებზე. ჯგუფ „მეტეხის“ სოლისტებთან გვინდა, დუეტის გაკეთება. ეს აბსოლუტურად განსხვავებული იქნება, თუმცა დეტალებს ჯერ არ ვიტყვი. ახლა ამ ჯგუფთან ერთად  რესტორან „კერიაში“ ვმუშაობ და ძალიან საინტერესო პროგრამა გვაქვს. „ბარაკონშიც“ ვმღერი. კომპლექსი – „რესტორანში  არ ვიმღერებ“, არ მაქვს. ბევრს თავი მაგარი მომღერალი ჰგონია, რესტორანს არ კადრულობს და სახლში მშიერი ზის. მე ჩემი საქმიანობით ვშოულობ ფულს და ამით კმაყოფილი ვარ. თუმცა, ამბიციები, რა თქმა უნდა, მაქვს. პროფესიით რეჟისორი ვარ, რაღაც კლიპები გადავიღე, მაგალითად, შორენა ბეგაშვილი „ევროპაბეთის“ რეკლამაში (იცინის). მაგრამ, ჩემი ცხოვრება მუსიკაა და ამ გზით ვაპირებ სიარულს. ახლა სიმღერებს ვყიდი მოლდოვაში. „რუსეთის ხმიდან“ მომივიდა მიწვევა, მაგრამ ვიზა ვერ გავაკეთე და ვერ წავედი. ათი დღე მქონდა და ვერ მოვასწარი. ახლა მინდა „X ფაქტორში“ მონაწილეობა და ვნახოთ, თუ გამიმართლებს.

– როგორც ვიცი, ნიუ-იორკში ცხოვრობდი, რას საქმიანობდი იქ?

– უფრო სწორად, რაღაც პერიოდი ვიყავი. ნიუ-იორკში ჩემი დეიდაშვილი, ვლად არამოვი ცხოვრობს და ახლაც ვაპირებ იქ ჩასვლას რამდენიმე თვით. თუ კარგად მოვეწყობი, შეიძლება, დავრჩე. რასაც აქ ვაკეთებ, იმას გავაკეთებ იქაც, მხოლოდ იქ უფრო მეტი საშუალებაა. ვლადი ხან ლას-ვეგასშია, ხან ფილადელფიაში და ხან სად (იცინის). ძალიან ნიჭიერი მომღერალია. მღერის და ამაში პაროდიის ნიჭიც ეხმარება. სხვათა შორის, ძალიან მაგრად ხატავდა და სულ რაღაცის დახატვას ვეხვეწებოდი ბავშვობაში. ბევრი ჩემი ნათესავი „ჰოლივუდში“ ცხოვრობს და შეიძლება, იქაც ვცადო ბედი. მხოლოდ კარგ ფილმში, ოღონდ გეის როლი ნუ იქნება (იცინის). გინდა მენაგვეს როლში ვიქნები, გინდა სხვა ვინმესი, ოღონდ გეი ვერ ვიქნები. ისედაც ბევრი გეი მწერს „ფეისბუქზე.” ცუდად ვარ უკვე. ერთმა ტიპმა ინდოეთიდან მომწერა: ვიცი, რომ თქვენს ქვეყანაში ბევრი გეია (იცინის). „მინდა მოგეფერო“ და ათას სისულელეს მწერენ, გაცნობას მთხოვენ. ვეუბნები, თუ მეგობრულად  გინდათ, რა პრობლემაა, მაგრამ მე გეი არ ვარ-მეთქი. საქართველოში მეტროსექსუალი ან ლამბერსექსუალი ხარ, ესე იგი, ან ბი ხარ ან გეი. საყურე თუ გიკეთია, ესე იგი, გეი ხარ. მაიკლ ტაისონიც გეია (იცინის). 

– რადგან საყურე გიკეთია, მიაჩნიათ, რომ გეი ხარ?

– ჰო, არ ვიცი. თავიდან ძალიან ვღიზიანდებოდი და პატარაობიდანვე ვიგინებოდი.

– პატარაობიდანვე გეის გამსგავსებდნენ?

– პატარაობაშიც ცოტა ისეთი ბიჭი ვიყავი, წყნარი და სულ ვიპრანჭებოდი. როცა ვინმეს გეი ვეგონებოდი, ეგრევე ვაგინებდი. მაგრამ, ახლა ისე გახშირადა ასეთი შემთხვევები, აღარ ვიგინები. უბრალოდ, ვუხსნი, თუ გინდა, ვიმეგობროთ და მეტი არაფერი... ბავშვობის მეგობარზე გავიგე ახლახან, რომ გეია. ჩემი ძმაკაცია და იმანაც იცის, რომ ძმაკაცია და ზედმეტი არაფერი... ლაპარაკიც კი.

– რამდენიმე ხნის წინ ყაზახეთშიც ცხოვრობდი და მოღვაწეობდი, არა?

 – მე და ლევან ლაზარიშვილი ვმუშობდით კლუბში სამი თვე. იქ ჩვენი სურათი იყო გამოკრული წარწერით: „ვარსკვლავები საქართველოდან“. ისეთი კარგი სურათი იყო, რომ სულ გოგოები შემოდიოდნენ (იცინის). 

– ბევრ კონკურსში გაქვს მონაწილეობა მიღებული და კიდევ გეგმავ, როგორც ჩანს, საკმაოდ რისკიანი ხარ? 

– რისკიანიც და ძალიან თავისუფალი, უკომპლექსო ვარ. იმას ვაკეთებ, რაც ვიცი. სამართლიანი ვარ და სხვისი არასდროს მშურს. ძალიან მიხარია ბერას წარმატებები, ძალიან ამერიკული ტიპაჟი დადგა.                                                                                                                                                          

– ბერა რატომ აღნიშნე, მისი შემოქმედების გულშემატკივარი ხარ?

– ადრე მქონდა კონტაქტი. მე და გოლდმანს გვითხრა, რომ კარგ რაღაცეებს აკეთებთო და გაკვირდებითო. რა თქმა უნდა, გაგვიხარდა. თვითონ ძალიან კარგი სტილი აქვს, თუმცა, ბევრი ვერ გაიგებს, რომ ეს ამერიკული სტილია და არა ქართული.

– პირად ცხოვრებაზეც გკითხავ. რამდენადაც ვიცი, დაქორწინებული არ ხარ.

– არა, მაგრამ სამი წლის ბიჭი მყავს – დენიელი. დაქორწინებული არ ვყოფილვარ, უბრალოდ, ერთად ვცხოვრობდით.

– რატომ დაშორდით?

– ვერ ვუგებდით ერთმანეთს. არ მოსწონდა, სახლში რომ ვმღეროდი, სამსახურში იმღერეო. მე კი  24 საათი ვმუშობ, ვმღერი და ამას ვერ იგებდა. თვითონ მოცეკვავე იყო. როცა ერთად ვიყავით, შემოქმედებითი პაუზა მქონდა. შემოქმედებაში რომ ყველაფერი კარგად გქონდეს, უნდა გყავდეს ისეთი გოგო, რომელსაც ეტყვი: დღეს მე და შენ მივფრინავთ იქ, უნდა თქვას – მოვდივარ. უნდა იცოდეს, რომ კაცი მე ვარ.

– ანუ, შენს ჭკუაზე უნდა იაროს?

– არა, მე არავის დავჩაგრავ, ხელს არ შევუშლი. ისეთი ტიპი არ ვარ, რომ ვუთხრა, ეს არ ჩაიცვა – შემოგხედავენ. პირიქით, თუ ჩემს გოგოს შეხედავენ, გამიხარდება.

– გულისხმობ, თავის საქმე არ უნდა ჰქონდეს? თუ შენი ცხოვრებით იცხოვრებს, საკუთარ კარიერას როგორღა მიხედავს?

– ყველაფერს მე გავუკეთებ. თავის ფული ჰქონდეს, იმუშაოს ისეთ ადგილას, რომ ჩემთვის ეცალოს. თუ უნდა, საერთოდ არ იმუშაოს და ისე გავიდეს ხალხში (იცინის). ქალი საწოლში და „კუხნაში” არ მინდა. მე მინდა განათლებული გოგო, რომ მთელი დღე სადმე იაროს და  განვითარდეს. აბა, სულ სახლში ხომ დადებილდება ქალი, საინტერესო აღარ იქნება. მერე უკვე კაცი ღალატობს ქალს და ხდება დაშორება.

– არის ასეთი გოგო შენს ცხოვრებაში?

– არა. ყაზახეთში მყავდა გოგო, მაგრამ, რომ ჩამოვედი, ყველაფერი გაქრა. ისიც ჩემნაირი გიჟი უნდა იყოს. შეიძლება, ღამის სამ საათზე სადღაც წასვლა მომინდეს და არ უნდა გამიტეხოს. ჩემი ცხოვრების რიტმს უნდა აჰყვეს მთლიანად.

– შენი შვილის დედასთან როგორი ურთიერთობა გაქვს? 

– ერთმანეთს ვკითხულობთ და ჩვენი ურთიერთობა, ძირითადად, ბავშვით შემოიფარგლება. მისი პირადი ცხოვრებით არ ვინტერესდები. თუმცა, არ მესიამოვნება, თუ გავიგებ, რომ ვიღაც ჰყავს. სხვა ქვეყანაში ამას შეიძლება, არ მიაქციონ ყურადღება, მაგრამ აქ იტყვიან: „მაგის დედა იქ მუშაობს და იმასთან არის“. არ მინდა, ჩემი ბავშვი სკოლაში მივიდეს და უთხრან, დედაშენი ისეთია და ამის გამო პრობლემები ჰქონდეს. ალბათ, სკოლაში მივალ და დავანგრევ იქაურობას (იცინის).

– მაგრამ, მას ხომ აქვს უფლება, ცხოვრება იმას დაუკავშიროს, ვისაც უნდა?!

– კი, მაგრამ არ შეცდეს. ჩემში შეცდა და მეორედ აღარ შეცდეს (იცინის). თუმცა, ჭკვიანი გოგოა და ვიცი, რომ არ შეცდება.

 

скачать dle 11.3