კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

როგორ შექმნა მოუხელთებელი ბანდა „კაგებეს“ ყოფილმა ქართველმა მაიორმა

პუბლიკაციაში აღწერილი ამბები ახლო წარსულში მოხდა. მოქმედების დრო, ადგილი და მთავარი გმირების ვინაობა შეცვლილია. მათი ვინმესთან მსგავსება შემთხვევითია, რისთვისაც წინასწარ ვიხდით ბოდიშს.

უჩინარი ბანდა

მეოცე საუკუნის მიწურულს საქართველოში უკიდურესად გამწვავებული კრიმინოგენური მდგომარეობა იყო. ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე უამრავი დანაშაულებრივი ჯგუფი მოქმედებდა, რომლებიც რეკეტით, ძარცვა-ყაჩაღობითა და მკვლელობებით იყო დაკავებული. მათ წინააღმდეგ მთავრობას რესურსი არ ჰყოფნიდა და ამ ბრძოლაში პრეზიდენტი შევარდნაძეც კი უძლური აღმოჩნდა.

საქვეყნოდ ცნობილი, ეგრეთ წოდებული „საძმოების“ პარალელურად, ქვეყანაში ერთი ორგანიზებული ჯგუფი მოქმედებდა, რომელსაც ძალოვნებმა „უჩინარი ბანდა” უწოდეს.

ეგრეთ წოდებული „უჩინრები” სხვა კრიმინალური დაჯგუფებებისგან განსხვავებული ხელწერით მოქმედებდნენ. უპირველეს ყოვლისა, საკუთარი თავის აფიშირებას ერიდებოდნენ და მოქმედებდნენ თითქმის უსისხლოდ, ძალიან სწრაფად და ორგანიზებულად. მათი ძირითადი საქმიანობა იყო მდიდარი ბიზნესმენებისგან ფულის გამოძალვა. ისინი საკმაოდ მარტივი და კარგად დამუშავებული სქემით მოქმედებდნენ. მავან ბიზნესმენს მისდიოდა წერილი, რომელსაც ვინმე „ბიძა“ აწერდა ხელს. ბიძა ბიზნესმენს გარკვეული თანხის გადახდას სთხოვდა. წინააღმდეგ  შემთხვევაში, ჯერ ქონების დაზიანებით, ბოლოს კი ფიზიკური ლიკვიდაციით ემუქრებოდა. თუ ბიზნესმენი მოთხოვნილ თანხას არ მოიტანდა, მას მანქანას აუფეთქებდნენ, ოფისს დაუწვავდნენ და მაინც აიძულებდნენ ფულის მოტანას. თანხა ასი ათასი დოლარიდან იწყებოდა, ფულის გადაცემის ადგილი კი წერილში იყო აღნიშნული. სახელი „ბიძა” ისე გავრცელდა ბიზნესმენებში, რომ ფულს უყოყმანოდ იხდიდნენ. უჩინრებს ერთი პრინციპი ჰქონდათ – ისინი არასდროს აკითხავდნენ ერთსა და იმავე ბიზნესმენს ორჯერ, ანუ, ფულს მხოლოდ ერთხელ ართმევდნენ. უჩინრების ვინაობით არა მარტო ძალოვანი სტრუქტურები იყვნენ დაინტერესებულები, არამედ, სხვა კრიმინალური დაჯგუფებების წევრებიც და მათ გაშიფვრას ცდილობდნენ, რომ პირადად შეხვედროდნენ და გაეცნოთ ისინი. პარალელურად კი უშიშროება და შინაგან საქმეთა სამინისტრო, ერთ-ერთი ძალოვანი მინისტრის ინტერესის გამო, ერთობლივ სპეცოპერაციებს ახორციელებდა „ბიძის” მოსახელთებლად. საქმე კი ის იყო, რომ უჩინრებმა  ამ მინისტრის „პირად” ბიზნესმენს ერთი მილიონი დოლარი გამოსძალეს: მას ჯერ წერილი გაუგზავნეს, შემდეგ მანქანა და ოფისი მსხვერპლის გარეშე აუფეთქეს. ყოველივე ამან რომ არ გაჭრა, დღისით, მზისით, თავად ბიზნესმენი გაიტაცეს და ორი კვირის შემდეგ ხელშეუხებელი და საღ-სალამათი გამოუშვეს.

ჩაშლილი ოპერაცია

ქართველმა ძალოვნებმა ბიძასა და მის ბანდას რამდენიმე ხაფანგი დაუგეს, მაგრამ მათი გაბმა ვერ მოახერხეს. ერთ-ერთი ხაფანგისთვის კი თბილისში ცნობილი დაჯგუფების ლიდერი, ვინმე უშანგი ცომაია, მეტსახელად უშო გამოიყენეს. უშოს საძმო ძალოვნებთან იყო შეკრული. მათი მფარველობით ბანდიტები ადამიანებს იტაცებდნენ, ურჩებს ზოგს კლავდნენ, ზოგსაც ასახიჩრებდნენ, ძალოვნების დავალებით, უშომ ხმა გაავრცელა, რომ ბიძას დაიჭერდა და სასქესო ორგანოთი დაკიდებდა თბილისის ცენტრში. ასეთი სვლის მიზანი ის იყო, რომ, ძალოვნების გამოთვლით, პატივმოყვარე ბიძა ან მისი ბანდის რომელიმე წევრი უშოს მიაკითხავდა პასუხის მოსათხოვად და მას სწორედ მაშინ შეიპყრობდნენ. უშოსა და მის საძმოს ქალაქის ერთ-ერთ პრესტიჟულ ადგილზე ფეშენებელური კლუბი ჰქონდათ გახსნილი. კლუბთან ოცდაოთხი საათის განმავლობაში კბილებამდე შეიარაღებული სპეცრაზმელები იყვნენ ჩასაფრებულები და უჩინრების გამოჩენას ელოდნენ.

მაისის ერთ საღამოს, იმ ქუჩაზე, სადაც უშოს კლუბი მდებარეობდა, შუქი ჩაქრა. ჩაბნელდა კლუბიც და „დვიჟოკი“ ჩართეს. ხუთი წუთის შემდეგ, როდესაც კლუბი კვლავ გაჩახჩახდა, უშოს მეგობრებმა აღმოაჩინეს, რომ მათი ბოსი სადღაც გამქრალიყო. დაიწყეს მისი ძებნა და მხოლოდ გამთენიისას მიაგნეს შიშველ უშოს გმირთა მოედანზე, რომელიც გვირაბის თავზე დავდაყირა იყო დაკიდებული. ზურგზე კი ბარათი ჰქონდა მიკრული, რომელშიც ეწერა: „ამ ყვერს მეორედ ყვერებით დავკიდებ და ენას უკანალში შევტენი, თუ არ გააჩერებს. ბიძა“.

უშო შიშისგან გაჭაღარავდა და ენა ჩაუვარდა. ექიმებს დიდი ძალისხმევა დასჭირდათ შოკიდან მის გამოსაყვანად. შემდეგ კი საბოლოოდ ჩამოშორდა კრიმინალურ საქმიანობას, ეკლესიური ცხოვრება დაიწყო და ოჯახს მოეკიდა. ძალოვნებს ოპერაცია ჩაეშალათ, მაგრამ უჩინრებზე ნადირობას ისევ განაგრძობდნენ.

ბიძა

უშოს გატაცებიდან ოთხი თვის შემდეგ უშიშროების სამინისტროს პოლკოვნიკს, ზვიად ნოდიას, მეგობარმა დაურეკა და სასწრაფოდ შეხვედრა სთხოვა. ნოდიას მეგობარმა, გურამ კაჭარავამ, თავისი ძმა, რამაზი მიიყვანა და პოლკოვნიკს უთხრა:

– მოუსმინე.

– გისმენ, რამაზ, რა ხდება? – თქვა პოლკოვნიკმა და მეგობრის ძმას მიაჩერდა.

– დიდი ხანია, ვეჭვობდი, რომ ჩემს ცოლს საყვარელი ჰყავდა. ამის გამო ხშირად ვჩხუბობდით. გუშინწინაც ვიჩხუბეთ. მე ვერ მოვითმინე და მაგრად მივბეგვე. ნაირა სახლიდან გაიქცა, წასვლის წინ კი დამემუქრა, – ნახე, თუ ბიძას შენი თავი ფეხებით არ დავაკიდებინოო. იქნებ დამეხმაროთ. ნაირა ტყუილად არ დამემუქრებოდა. ერთხელ მითხრა – ძილში მოგკლავო და მდუღარე გადამასხა. ძლივს გადავრჩი.

პროფესიით ინჟინერ-მშენებელი რამაზ კაჭარავა უშვილო იყო და ცოლს ამის გამო მასხრად ჰყავდა აგდებული – ღალატობდა და „პეტუხს“ ეძახდა.

პოლკოვნიკმა ნოდიამ პირველივე სიტყვებიდან „ჩაავლო“ – ბიძას ფეხებით დავაკიდებინებ შენს თავსო. ძმებს დახმარებას შეჰპირდა, გააფრთხილა, რომ ამ საუბრის შესახებ არავისთვის არაფერი ეთქვათ და გაისტუმრა. შემდეგ ნოდიამ ეს ამბავი პირადად მინისტრს მოუყვა, უშიშროების მინისტრმა კი ბიძასა და უჩინრებზე მონადირე სპეცჯგუფს ამ ინფორმაციის შემოწმება დაავალა.

ნაირა ზუმბაძეზე ფარული თვალთვალი დაწესდა. ოპერმუშაკები მის ახალგაზრდა საყვარელზე, 25 წლის რომან მახარაძეზე გავიდნენ და დაადგინეს, რომ ის „უჩინართა” ბანდის წევრი იყო. დანარჩენი უკვე ტექნიკის საქმე იყო და უშიშროებამ მთელი ბანდა გაშიფრა, რომელიც სულ რვა წევრისგან შედგებოდა. გაიშიფრა ბიძაც, რომელიც 36 წლის ნიკოლოზ მხეიძე აღმოჩნდა – უშიშროების მაიორი, ავღანეთის ომის მონაწილე და „კაგებეს“ სადაზვერვო-დივერსიული სკოლის კურსდამთავრებული. მისი ბანდის ყველაზე ახალგაზრდა წევრი იყო მახარაძე, რომელმაც სიმთვრალეში თავის საყვარელთან ბიძასა და ბანდაზე წამოაყრანტალა და ყველა გაშიფრა.

20 ოქტომბერს უშიშროების სპეცჯგუფებმა უჩინართა ბანდის შვიდი წევრი ოპერატიულად აიყვანა თბილისის სხვადასხვა უბანში. თბილისის ერთ-ერთ ძველ უბანში მიაკითხეს ბიძასაც,  მაგრამ მან მიმალვა მოახერხა და ბინაში შესულ ოპერმუშაკებს მისი მეუღლე და სამი მცირეწლოვანი შვილი დახვდათ. ბინის ჩხრეკისას ძალოვნებმა 3 მილიონ 250 ათასი დოლარი აღმოაჩინეს – ეს ის ფული იყო, რომელიც ბანდამ ბიზნესმენებს გამოსძალა. როგორც შემდეგ ძიებამ დაადგინა, ბანდიტები ფულს იმისთვის აგროვებდნენ, რომ კრიმინალური საქმიანობისთვის თავი დაენებებინათ და ბიზნესი დაეწყოთ. ნიკოლოზ მხეიძეს ერთი წლის განმავლობაში ეძებდნენ,  ამასობაში კი მისი მეგობრები გაასამართლეს და ციხეში გამოამწყვდიეს. ძებნილი მხეიძე ხელისუფლების შეცვლის შემდეგ დაბრუნდა თბილისში. მას ყველა ბრალდება მოუხსნეს და დღესაც საქართველოში ცხოვრობს.

 

скачать dle 11.3