კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

მწვანე ჩაის დიეტა

კიდევ ერთხელ შეგახსენებთ, რომ ნებისმიერი დიეტის დაწყების წინ კონსულტაცია მიიღეთ თქვენი მკურნალი ექიმისგან.
ყველასათვის ცნობილია, რომ მწვანე ჩაის უნიკალური სამკურნალო თვისებები გააჩნია და, ასევე, ერთ-ერთი საუკეთესო დიეტური პროდუქტიცაა. უამრავი ვიტამინისა და მიკროელემენტის წყალობით, მწვანე ჩაი წვავს ცხიმებს, აქვეითებს მადას, წმენდს ორგანიზმს წიდებისა და მავნე ნივთიერებებისგან და, ამასთან, უნარჩუნებს ენერგიას და არ აძლევს  მას გამოფიტვის საშუალებას.
ამ დიეტის მიხედვით, დღეში უნდა დალიოთ 5-6 ჭიქა მწვანე ჩაი, ანუ, ყოველი კვებიდან 15 წუთის შემდეგ. დანარჩენი სითხე ჩვეულებრივი სასმელი წყალი, უმი ხილისა და ბოსტნეულის ახალგამოწურული წვენები და გაზგასული მინერალური წყალი კი – ყოველი კვების წინ, ნახევარი საათით ადრე (მონაცვლეობით).
დიეტა 3-დღიანია, დღის განმავლობაში კვება უნდა იყოს 5-6-ჯერადი, ამასთან, ბოლო ჯერი, ტრადიციულად, არ უნდა გადააცილოთ 19 საათს და, თანაც, ის უნდა იყოს ყველაზე მსუბუქი.
წინასწარ მოიმარაგეთ პროდუქტები: ყავისფერი ბრინჯი, წიწიბურა, „ჰერკულესი“, უცხიმო ხაჭო, უცხიმო მაწონი ან იოგურტი, ქათმის ფილე, უცხიმო თევზი; ხილიდან: ვაშლი, ფორთოხალი, გრეიპფრუტი; ბოსტნეულიდან: სტაფილო, ჭარხალი, ყვავილოვანი კომბოსტო, ბულგარული წიწაკა, ხახვი, მწვანილი – ყველანაირი. გამორიცხეთ ცხიმი და შაქარი; მარილი – ძალიან ცოტა.
ყოველ დილას, უზმოზე მიირთვით 1 სადილის კოვზი მოხარშული ბრინჯი, წიწიბურა ან „ჰერკულესი“ (მონაცვლეობით); დანარჩენი პროდუქტები კი ისე გადაანაწილეთ 3 დღეზე, რომ ყოველდღე თანაბარი რაოდენობით და ერთსა და იმავე დროს მიირთვათ.
ფილე და თევზი მოხარშეთ, ბოსტნეულისგან კი მოამზადეთ უცხიმო სუპი და ამ ყველაფერს ძალიან ცოტა მარილი მოაყარეთ. შეგიძლიათ, წვნიანის ნაცვლად მოამზადოთ ბოსტნეულის სალათა ცოცხალი მწვანილითა და 2 ჩაის კოვზი ზეითუნის ზეთით.
ხორცისა და თევზის ერთი ულუფა არ უნდა აღემატებოდეს 200 გრამს; სალათისა – 300 გრამს, წვნიანი კი, შეგიძლიათ, 2-3 ჩამჩა მიირთვათ.
თუ ფილესა და თევზს ბოსტნეულის გარნირით მიირთმევთ, შეამცირეთ ორივეს რაოდენობა: ხორცი და თევზი – 100-100 გრამი, სალათა – 200 გრამი.
შეგახსენებთ, რომ ნებისმიერი სითხე დალიეთ პატარა ყლუპებით, ნელ-ნელა; საჭმლის ყოველი ლუკმა კი ღეჭეთ მაქსიმალურად დიდხანს, რათა დანაყრება იგრძნოთ და მალე აღარ მოგშივდეთ. არ დაგავიწყდეთ, რომ დიეტის წინ აიწონოთ, მაგრამ, სასწორს დიეტის დასრულებამდე აღარ გაეკაროთ. ამ დიეტის დაცვა ნებადართულია თვეში ერთხელ.
წარმატებას გისურვებთ!

скачать dle 11.3