კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

სილამაზე - ნახევარ საათში

უკვე რამდენიმე ხანია, ამჩნევთ, რომ თქვენმა სახის კანმა დაკარგა ტონუსი, გაიცრიცა, მოდუნდა და დაკარგა ელასტიკურობა, მაგრამ, ვერაფრით ვერ მოიცალეთ კოსმეტოლოგთან მისასვლელად და ვერც ძვირად ღირებული კოსმეტიკა შეიძინეთ, არადა, რამდენიმე დღეში ძალიან მნიშვნელოვან საზეიმო საღამოზე გიწევთ წასვლა, სადაც აუცილებლად თვალისმომჭრელად უნდა გამოიყურებოდეთ... მაგრამ, როგორ მოასწრებთ კანის გამოცოცხლებას ასე მოკლე დროში? ნუ ნერვიულობთ, თურმე არსებობს გამოსავალი – ძალიან იოლი, იაფი და, თანაც, სახლის პირობებში შესასრულებელი.
გთავაზობთ რამდენიმე „სასწაულმოქმედ“ ნიღაბს, რომელთა გაკეთების შემდეგ საკუთარ თავს (უფრო სწორად – კანს) ვეღარ იცნობთ, თუკი ყველაფერს ზუსტად შეასრულებთ:
1) ეს ნიღაბი უნდა წაისვათ გაწმენდილ სახეზე ფუნჯით, ფენა-ფენად. ფენების წასმას შორის გააკეთეთ ხუთწუთიანი შუალედი.
პირველი ფენა: 1 სადილის კოვზი ზეითუნის ზეთი და დაფქული „ჰერკულესი“ შეურიეთ ერთმანეთს და თანაბრად წაისვით მთელ სახეზე.
მეორე ფენა საშუალო ზომის სახეხზე გახეხეთ 1 ცალი მწვანე ვაშლი, შეურიეთ 1 სადილის კოვზი ნატურალური თაფლი და გადაისვით უკვე ოდნავ შემშრალ პირველ ფენაზე.
მესამე ფენა: ბოლოს წაისვით 2 სადილის კოვზი ცხიმიანი კეფირისა და 1 ცალი ლიმონის წვენის ნარევი.
ეს ყველაფერი გაიჩერეთ კიდევ 5-10 წუთი, ჩამოიბანეთ დოლბანდის ტამპონითა და თბილი წყლით და წაისვით მკვებავი კრემი.
2) 1 ჩაის ჭიქა გაზგასულ მინერალურ წყალში გახსენით 1 ჩაის კოვზი ზღვის მარილი და 1 სადილის კოვზი ლიმონის წვენი. მიღებულ ხსნარში კარგად დაასველეთ მიტკლის ნაჭერი, ოდნავ გაწურეთ (რომ არ ჩამოგეწუწოთ) და დაიფინეთ მთელ სახეზე (ასევე, კისერზე და დეკოლტეზე). 15 წუთის შემდეგ ჩამოიბანეთ თბილი წყლით და წაისვით მკვებავი
3) ერთმანეთში კარგად აურიეთ 2 სადილის კოვზი გახეხილი უმი კარტოფილი, 1 სადილის კოვზი ზეითუნის ზეთი და 1 ჩაის კოვზი საშუალო ცხიმიანობის მქონე არაჟანი. მიღებული მასა წაისვით გაწმენდილ სახეზე და გაიჩერეთ 20 წუთი. ჩამოიბანეთ თბილი წყლით და გადაისვით დამატენიანებული კრემი.
4) ერთმანეთში კარგად ასრისეთ ნახევარი ავოკადოს (საშუალო ზომის) რბილობი და ნედლი პიტნის წვრილად დაჭრილი რამდენიმე ცალი ფოთოლი. დაუმატეთ 1 ჩაის კოვზი ლიმონის წვენი. წაისვით სახეზე, ყელსა და დაკოლტეზე. 20 წუთის შემდეგ ჩამოიბანეთ თბილი წყლით, ბოლოს კი მსუბუქად დაიმასაჟეთ ნედლი პიტნის ნახარშში დასველებული დოლბანდის ტამპონით.
თითოეული ნიღბის გაკეთებას მაქსიმუმ ნახევარი საათი სჭირდება (სასურველია, საღამოს, დაძინებამდე 2 საათით ადრე გაიკეთოთ). ყოველი ნიღბის შემდეგ კი, ანუ, დაახლოებით ნახევარ საათში, საკუთარი თვალით ნახავთ სასწაულ შედეგს.
გაფრთხილება: საერთოდაც და, კონკრეტულად ამ ნიღბების გაკეთების პერიოდში არ მიირთვათ ალკოჰოლის შემცველი სასმელები, ცხარე, მწარე და მლაშე კერძები; ასევე, შეზღუდეთ ყავა და მთლიანად გამორიცხეთ სიგარეტი.

скачать dle 11.3