კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ახდენს თუ არა გავლენას ყოველდღიური სამოსის ფერი ჩვენს წარმატებაზე და რაზე აგებს პასუხს კვირის კონკრეტულ დღეებში ფერადი სანთლების ანთება

სხვადასხვა ფერის სანთლის ალს გარკვეული მაგიური თვისებები გააჩნია და ამაზე არაერთ ეზოთერიკულ ლიტერატურაში ამოიკითხავთ. ალბათ, ბევრს არ სჯერა და მსგავს რამეებს სკეპტიკურად უყურებს, მაგრამ, როგორც ჩვენი რუბრიკის დღევანდელი სტუმარი, ეზოთერიკოსი, ქალბატონი ლია ამბობს, ზოგიერთი სანთლის დანთებითა და მისი ალის საშუალებით ადამიანი ბევრ რამეს იგებს. ასევე,  არსებობს დღეები, როცა ზოგიერთი ფერის სანთლის ანთება კარგია, ზოგის კი კატეგორიულად იკრძალება.

ლია: ჩემი დიდი ბებია ეზოთერიკაში გათვითცნობიერებული ქალბატონი გახლდათ და მისგან ბევრი რამ ვისწავლე. მართალია, ჩვენთან არ ცხოვრობდა, მაგრამ მასთან ხშირად მივდიოდით სტუმრად და ახლაც მახსოვს ის სურნელი, რომელიც მის ბინაში ტრიალებდა. ბებო ყოველდღე სხვადასხვა ფერის სანთლებს ანთებდა, და როცა იქ ვრჩებოდი, ყოველ დილით სხვადასხვა სურნელი იფრქვეოდა ბინაში. ერთხელაც, დავინტერესდი და ვკითხე, რატომ ანთია ყოველთვის სხვადასხვა ფერის სანთლები და რა სუნები ტრიალებს-მეთქი. ბებიას გაეცინა, ჩამოჯდა ჩემს საწოლზე და ისეთი რამეები მითხრა, რომელსაც ახლაც კი ვითვალისწინებ. სხვათა შორის, ზუსტად ვიცი, რომ, თუკი დღეს ბედს არ ვუჩივი და მატერიალურადაც უზრუნველყოფილი ვარ, ეს მისი დამსახურებაა.
– იქნებ ჩვენც გაგვანდოთ ბებიას რჩევები?
– დარწმუნებული ვარ, ბევრმა არ იცის, რა მაგიური თვისებები გააჩნია სანთლის ფერს და რაზე აგებს პასუხს მისი კონკრეტულ დღეებში ანთება. მოკლედ, ყოველ დღეს თავისი „შესატყვისი” ფერის სანთელი აქვს, რომლის დანთებასაც გარკვეული მაგიური ძალა სწორედ იმ კონკრეტულ დღეს ენიჭება და აუცილებელია საცხოვრებელ ბინაში ყოველდღე ტრიალებდეს ამა თუ იმ ბალახის სურნელი. ეს პირადი ცხოვრების უკეთ მოწყობასა და ადამიანებთან ურთიერთობაში დაგეხმარებათ.
– დღეს ფერადი სანთლების ყიდვა პრობლემა არ არის, მაგრამ, შეგიძლიათ, გვითხრათ, რომელ დღეს რა ფერის სანთლის ანთება რაზე მოქმედებს დადებითად?
– რასაკვირველია, შემიძლია და, ძალიან მინდა, ამ საკითხზე თქვენი მკითხველიც დაფიქრდეს. დიახ, დღეს ფერადი სანთლების ყიდვა პრობლემა აღარ არის. მაღაზიაში უამრავი დეკორატიული, ფერადი, ლამაზი სანთელი იყიდება და არც ისე ძვირი ღირს. თანაც, თუ იცი, რომ ის დაგეხმარება ყოველდღიურ ცხოვრებაში, ვფიქრობ, თანხა არც უნდა დაინანო. ყოველ შემთხვევაში, ხომ უნდა სცადოთ, რომ დარწმუნდეთ ჩემი სიტყვების სიმართლეში? არ დაგიმალავთ, თავიდან მეც ასე დავიწყე – ვიფიქრე, ვცდი, ავანთებ, დავაკვირდები და, თუ გაამართლა ვნახავ-მეთქი. თქვენ წარმოიდგინეთ, გაამართლა, ყოველ შემთხვევაში, მე კარგად დავცადე. მოკლედ, გეტყვით, რომ თეთრი სანთლები უმჯობესია, დაანთოთ და დაწვათ ორშაბათს – ის ბინაში მთვარის ენერგიას იზიდავს და დაკარგული ძალების აღდგენაში გვეხმარება; წითელ სანთლებს უდიდესი მაგიური დატვირთვა აქვს და, უმჯობესია, ისინი სამშაბათს დაანთოთ, თანაც, დილის საათებში – ეს დაგეხმარებათ საკუთარი ნიჭის დემონსტრირებაში და ენერგიით აგავსებთ მთელი დღის განმავლობაში; ნარინჯისფერი სანთლები უმჯობესია, აანთოთ ოთხშაბათს, რადგან ეს ოჯახური თანაცხოვრებისას ჰარმონიის დამყარებაში შეგიწყობთ ხელს; ცისფერი სანთლები ხუთშაბათისაა – მათი დანთებით სიმშვიდესა და ბედნიერებას დაიბედებთ, იღბლიანობაც გაიზრდება და მეტად მომთმენს გაგხდით; ვარდისფერი სანთლის დანთება შაბათს არის სასურველი – ის რომანტიკულ გრძნობებს აღძრავს და მეტად წარმოაჩენს თქვენს სინაზესა და სექსუალურობას; მწვანე სანთლების ანთება ბინაში რეკომენდებულია კვირა დღეს – ის ჰარმონიისა და წარმატების სიმბოლოდ ითვლება. ასე რომ, თუ ამ ფერის სანთელს კვირა დღეს აანთებთ, ისეთ დადებით მუხტს იგრძნობთ, რომელიც, შეიძლება, მთელი კვირა გაგყვეთ. ყვითელი სანთელი კი მაშინ უნდა დაანთოთ, როცა ხვდებით, რომ პროფესიონალურ სფეროში რიგზე ვერ გაქვთ საქმე, ან, როცა ბარიერები და წინაღობები გხვდებათ სამსახურში. საერთოდ, თუ რწმენით მიუდგებით საქმეს, ყველაფერი კარგად გამოგივათ. როგორც გითხარით, თავიდან მეც არ მჯეროდა ასეთი რამეების, მაგრამ, საკუთარ თავზე გამოვცადე და, მერწმუნეთ, შედეგით ნამდვილად კმაყოფილი ვარ.
– გამიგია, რომ ყოველდღიურ ცხოვრებაში არსებობს წესები, რომელთა დაცვით ადვილად შეგვიძლია წარმატების მიღწევა და იღბლიანობის გაორმაგება. ამისთვის როგორ უნდა მოვიქცეთ?
– ამისთვის ელემენტარული წესები უნდა დაიცვათ, მაგალითად, უნდა დააკვირდეთ, რომელი ფერის ტანსაცმლის, ჩანთის, ფეხსაცმლისა თუ ნივთის ტარებისას გაგიღიმათ ბედმა მეტად და წარმატებასაც ადვილად მიაღწიეთ. ასეთი ნივთები არსებობს, უბრალოდ, ჩვენ ამას არ ვაქცევთ ყურადღებას. პირადად მე ასეთ რამეებს თეთრი ტანსაცმლის ტარებისას ვგრძნობ, ანუ, კარგად მაქვს დაცდილი. ზოგადად ტანსაცმლის ფერს დიდი ზეგავლენის მოხდენა შეუძლია ადამიანის ბედზე. დაკვირვებული ვარ, როცა ადამიანს შავი სამოსი აცვია, ყოველთვის ცუდ განწყობაზეა, ღია ფერის ტანსაცმლის ტარებისას კი მეტ სიმშვიდესა და დადებით განწყობას ვგრძნობთ. ამით გზავნი მესიჯს, რომ შენ კარგად ხარ და ცხოვრება გიხარია, ერთი სიტყვით, ტანსაცმლის ფერით გარშემო მყოფებს შენს შინაგან სიმშვიდეს აგებინებ და შენი განწყობა მათზეც დადებითად აისახება. ასევე, კარგია, თუ ჩანთით პატარა ტომსიკაში ჩაყრილ ბრინჯს ატარებთ – ის სხვების ცუდი ზრახვებისგან დაგიცავთ და თქვენდამი კეთილგანწყობილი ადამიანების ყურადღებას მიიზიდავს. ასევე, ბრინჯი სიმდიდრის სიმბოლოდ მოიაზრება და მისი ტარებით, ჩანთაში ფული მუდამ გექნებათ; და, არ დაგავიწყდეთ ბინაში სურნელოვანი ჩხირების ხშირად ანთება.
– ეს ყველაფერი გასაგებია, მაგრამ, სურნელოვანი ჩხირების ანთებით სახლში რა ენერგიას ვიზიდავთ?
– სურნელოვანი ჩხირები მაშინ უნდა აანთოთ სახლში, როცა სტუმარს ელით – მისი სუნი იმ ადამიანის მიერ შემოტანილ უარყოფით ენერგიას მალევე გაანეიტრალებს და თქვენდამი მის კეთილგანწყობას ერთიორად გაზრდის. მაგალითად, ამისთვის ყველზე კარგია ლავანდის ან ველური ვარდის სურნელი, თუმცა, კიდევ ვიმეორებ, თუ ამის არ გჯერათ, მაინც სცადეთ და შედეგებს დაელოდეთ – ეს მარტივია.

скачать dle 11.3