კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

სად მიაჩნია მარიტა როხვაძეს გაშიშვლება დასაშვებად და რატომ ატარებდა ის საკუთარ თავზე ექსპერიმენტებს

მარიტა როხვაძე მაყურებელმა „ჯეოსტარით“ გაიცნო, რომელშიც გაიმარჯვა კიდეც. მაშინ გადაწყვიტა მარიტამ, რომ ვიზუალიც შეეცვალა. რამდენიმეთვიანი მკაცრი დიეტისა და მონდომების შედეგად, პუტკუნა სხეულის ნაცვლად, არაჩვეულებრივი აღნაგობა მიიღო და „ბრავოში“ მაყურებლის წინაშე, აბსოლუტურად სხვა მარიტა წარდგა. ვიზუალის ცვლილებამ მის ცხოვრებაში ბევრი სასიამოვნო სიახლე მოიტანა, თუმცა ბევრი ახალი ჭორისა და უარყოფითი შეფასების მიზეზიც გახდა.

– „ბრავოს“ შემდეგ დასვენება და განტვირთვა თუ მოახერხე?
– ჩემი დასვენება და განტვირთვა ასე ადვილად არ ხერხდება. საკუთარი ბენდი მყავს და ბევრს ვმუშაობ. „ბრავოს“ შემდეგ, პირიქით, უფრო გამოვცოცხლდი.
– პოპულარობას ბევრი უარყოფითი შეფასებებიც მოჰყვება ხოლმე. ასეა შენს შემთხვევაშიც. განსაკუთრებით შენს კაბაზე გამოხმაურება მახსენდება. ამ ყველაფერს ძალიან განიცდი?
– როცა თვრამეტი წლის ვიყავი და „ჯეოსტარი“ მოვიგე, მაშინ განვიცდიდი უარყოფით შეფასებებს. „ვაიმე ეს გოგო რამხელაა, რატომ დგას სცენაზე, ჩამოიყვანეთ“ და ასე შემდეგ. როცა წონაში დავიკელი და ფორმაში ჩავდექი, დაიწყეს – „ნუ ეს რა არის, გაიხადა“ და სხვა. ვერ ვხვდები, ამ ხალხის აზრს. არ ვიცი, ეს შურია თუ რა არის – რაც არ უნდა გააკეთო, რამდენადაც არ უნდა დაიხარჯო, ყოველთვის არის უარყოფითი შეფასებები. არ აქვს მნიშვნელობა, მე ვიქნები ადრესატი თუ, ციდან მოწყვეტილი ვარსკვლავი. ამას ყურადღებას აღარ ვაქცევ, უბრალოდ, მეცინება. უარყოფითი კომენტარების ავტორების გვერდებს რომ ვათვალიერებ, ან სურათები არ აქვთ, ან ორი დღის შექმნილი გვერდებია. იმ ადამინებისგან კი, ვისაც არ ვიცნობ, შეფასებებიც არ მაინტერესებს და არც მწყინს. თუმცა, ჯანსაღი კრიტიკა ჩემთვის მისაღებია.
– საგრძნობლად დაიკელი წონაში. მცირე დროში ეს როგორ მოახერხე?
– ამაზე ბევრს ვლაპარაკობ. „ჯეოსტარის“ შემდეგ, სარკეში რომ ვიხედებოდი, იმხელა ვიყავი, ვეღარ ვეტეოდი. გადავწყვიტე, აუცილებლად შემეცვალა ვიზუალი. ოთხი თვე მარტო წიწიბურას ვჭამდი და წყალს ვსვამდი. პარალელურად – ვარჯიში, საუნა, ტრენაჟორები და ცურვა. ოთხი თვის შემდეგ 17 კილო მქონდა დაკლებული. შემდეგი ერთი თვე – კიდევ ოთხი კილო და ჯამში, 21 კილო დავიკელი. ახლა ცომეულს და ცხიმიანს არ ვჭამ. თუ ისე მოხდა, რომ შევჭამე, მეორე დღეს მარტო ხილს და ბოსტნეულს მივირთმევ.
– გახდომის შემდეგ, ბუნებრივია, შეიცვალე ჩაცმის სტილიც.
– ახლა ვიცვამ ყველაფერს, რაც მინდა. ხშირად მიწევს სცენაზე დგომა და მიმაჩნია, რომ იქ აუცილებლად უნდა განსხვავდებოდე მაყურებლისგან. ამიტომ ვიცვამ კაბებს და მაღალქუსლიან ფეხსაცმელს. ყოველდღიურად სპორტულად და კომფორტულად ჩაცმა მიყვარს. წონაში რომ დავიკელი, რასაც მანამდე ვერ ვიცვამდი, ყველაფერი ერთად მომინდა. მაღაზიებში რომ შევდივარ, ცოტა რთულადაა საქმე (იცინის). რომ გითხრა, ბრენდებზე ვგიჟდები, არა, მაგრამ რამდენიმე ძვირად ღირებული ნივთი არის ჩემს გარდერობში – ისეთი, რომელზეც მითქვამს, მინდა, მჭირდება, უნდა მქონდეს და მიყიდია.
– ვარცხნილობაც შეიცვალე. გიყვარს საკუთარ თავზე ექსპერიმენტების ჩატარება?
– ექსპერიმენტები მიყვარდა მაშინ, როცა გრძელი თმა მქონდა. ამის გამო ცოტა გამიფუჭდა და გადავწყვიტე, შემეჭრა. ყველა ამბობს, რომ მიხდება და მეც არ მბეზრდება ჯერ. მაგრამ, არ ვიცი, თვითონ როგორ გავიკეთო და ყოველ მეორე დღეს მიწევს სალონში მისვლა, რაც თმისთვის ცუდია.
– პლასტიკურ ქირურგიას თუ მიმართავ ოდესმე?
– პლასტიკურ ქირურგიას აუცილებლად მივმართავ, როცა დამჭირდება. ახლა ნამდვილად არ მჭირდება. ეს იმისთვის არის, რომ რაც არ მოგწონს, გამოასწორო და იყო ლამაზი – ამას მივესალმები. თუმცა, მე ჯერ 21 წლის ვარ და ჩემი ნაკვთები და აღნაგობა მომწონს.
– ალბათ, შენმა ახალმა სტილმა თაყვანისმცემლების რაოდენობა გაზარდა?
– თაყვანისმცემლები არიან და იყვნენ კიდეც. თუმცა, რომ გავხდი და ფორმაში ჩავდექი, უფრო მეტნი გახდნენ. რა თქმა უნდა, ძალიან მიხარია.
– ეს ხომ არ გახდა შეყვარებულთან დაშორების მიზეზი?
– არა, შეყვარებულთან დაშორების მიზეზი მანძილი გახდა. სულ ცალ-ცალკე ვიყავით და დავრწმუნდი, რომ ეს ადამიანებს აშორებს.
– შენი მოთხოვნები თუ შეიცვალა ურთიერთობებში?
– ცოტა უფრო დამთმობი გავხდი. მაშინ ძალიან ჯიუტი ვიყავი და მინდოდა, ყველაფერი ჩემი გამეტანა. ახლა ვისწავლე, საკუთარი თავი როგორ ვმართო მეორე ადამიანთან ურთიერთობაში. არ შეიძლება, მართლა ყველამ ჩემს კაპრიზებზე იაროს. ყველას თავის მე აქვს, თუმცა, ახლაც მინდა ხოლმე, რომ ჩემი გავიტანო. მაინც შემომრჩა ეს და ყოველთვის ვამბობ, რომ ადამიანი უნდა გიყვარდეს ისეთი, როგორიც არის. მის შეცვლას არ უნდა ეცადო. მას თუ უნდა, თვითონ შეიცვლება. მაშინ უფრო ბავშვური კაპრიზები და ახირებები მქონდა და ახლა კი მწყობრში ჩავდექი.
– როგორი მამაკაცი ვერ წარმოგიდგენია გვერდით?
– არ მომწონს „ბეზდელნიკი“ და  თავში ავარდნილი ბიჭები, რომ ჰგონიათ, ყველა გოგო მათია. ადამიანი ჯერ ვიზუალურად უნდა მომეწონოს, მერე – მისი საუბარი. ერთი, რაც ზუსტად ვიცი, ჩემ გვერდით „ხისთავიანი“ არ იქნება. გვერდით უნდა მყავდეს ისეთი ადამიანი, რომელიც კარგად გაიგებს რა არის ჩემი სამსახური და არ დამიწყებს: კლუბში რატომ მღერი, როდის მოხვალ და ასე შემდეგ.
– მის გამო რაიმე დათმობაზე წახვიდოდი, თუნდაც კარიერაში?
– არავისთვის არ დავთმობ კარიერას. დავუშვათ, სცენაზე ვარ და მაცვია თუნდაც ის კაბა, რაც მეცვა ან ბოდე და რომ მითხრას, გაიხადეო, ვერ ავიტან. სულ ვამბობ, რომ სცენაზე ხარ პერსონაჟი, მსახიობი, რომელიც ვიღაცის როლს ირგებ და მღერი. ამაზე არ უნდა ჰქონდეს ვინმეს რეაქცია – „ვაიმე, ეს რა გააკეთა“. კლუბში ასე ვერ ჩაიცვამ, ამას მე თვითონ არ დავუშვებ, მაგრამ ეკრანი სულ სხვა რაღაცაა. ეკრანზე შეიძლება, მართლა გაშიშვლდე. როგორც შენს წარმოსახვაში, ისე ვიზუალურადაც და მაყურებელიც გააშიშვლო.
– თაყვანისმცემლები სიურპრიზებს თუ გიწყობენ ხოლმე?
– გრანდიოზული სიაურპრიზი არა, თუმცა სამკაული უჩუქებიათ. კართან საჩუქრები დამხვედრია და დღემდე არ ვიცი, ვისგან. ძვირად ღირებული მოოქრული ხელთათმანი მაჩუქეს, თუმცა, ვინ? – არ ვიცი. რომ მითხრან, ძალიან გამიხარდება. არ ვიცი, ვის დავუბრუნო, გადაგდება მენანება და ვინაობას თუ მეტყვიან, მადლობას მაინც გადავუხდი (იცინის).
– ახლა თუ ხარ შეყვარებული?
– ჩემი პირადი ცხოვრება არის კარიერა. არ ვარ მზად სერიოზული ურთიერთობისთვის. ვიცი, თავი რომ გამომეჭედება, მერე ჩემს საყვარელ საქმეს კარგად ვეღარ გავაკეთებ (იცინის). როცა მეორე ნახევარი გყავს, მასთანაც და კარიერაშიც რაღაცეების დათმობა მოგიწევს, მაგრამ მე ამ ეტაპზე პატარა დათმობასაც არ დავუშვებ.
– შემოქმედებაში რა გეგმები გაქვს?
– მყავს ბენდი, ვმუშაობ დისკზე. ცალკე პროექტს ვაკეთებ დიჯეისთან ერთად და მინდა, ჩემი ქვეყნის ფარგლებს გავცდე. მეზობელი ქვეყნებიდან მინდა დავიწყო. ზაფხულში ბაქოში მქონდა მიწვევა, ალიევების ოჯახში და ამის შემდეგ წამოვიდა შემოთავაზებები. ხომ იცი, საქართველოში ეგრეა, საზღვარგარეთ რომ მიდიან და მერე ბრუნდებიან – უფრო აფასებენ. თუმცა მთავარია, იქ რამე კარგი გააკეთო და არა ისეთი, რომ თვითონაც შეგრცხვეს.

скачать dle 11.3