კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რას აჩვევს საკუთარ ტყუპებს მუცლადყოფნის პერიოდში მარიკო ებრალიძე და როდის სურს მას საოცნებო ქორწილის გადახდა

მარიკო ებრალიძის ცხოვრებაში ძალიან ბევრი სიახლეა, როგორც კარიერის, ასევე პირადი ცხოვრების მხრივ. ნოემბერში ოჯახი შექმნა, მისი მეუღლე გიორგი დოლიძეა.  ნიჭიერი, ხალისიანი და ენერგიული მომღერალი 2014 წლის მიწურულს „საზოგადოებრივ მაუწყებელზე“ გადაცემა „სიტყვების თამაშის“ წამყვანი გახდა. ახლა პროექტში – „ორი ვარსკვლავი“ მონაწილეობს. მას მეწყვილეობას როლანდ ოქროპირიძე უწევს. მარიკოს კიდევ ერთი სიახლე აქვს, რომელსაც ინტერვიუდან გაიგებთ.

– ახალი გათხოვილი იყავი, როცა დაგირეკე და მაშინ მითხარი, ჯერჯერობით მიჭირს ამ თემაზე საუბარიო. შეეჩვიე ახალ სტატუსს?
– მუსიკალურ თემაზეც რომ მიწვევდნენ სასაუბროდ, რა თქმა უნდა, ვერკვევი მუსიკაში, მაგრამ თავიდან ცოტა მაინც იბნევი, ისე ვერ ლაპარაკობ როგორც გინდა. ამ შემთხვევაშიც ასეა – ჯერჯერობით მიჭირს ამ თემაზე საუბარი, ისე, როგორც მკითხველს მოეწონება და მაყურებელს გაუხარდება. მინდა, მოვყვე ის, რაც გულწრფელი ემოციაა და გადმოვცე ლამაზად. ამიტომ, მინდა, ჯერ დავღვინდე, ანუ დაღვინება მჭირდება პირად ცხოვრებაში, რომ მერე ლამაზად ვისაუბრო.
– შენს მეუღლეს არ უყვარს პრესის ფურცლებზე, ტელევიზიაში გამოჩენა?
– არა, არ უყვარს. ერთხელ მის პროფესიასთან დაკავშირებით არასწორი ინფორმაცია დაწერეს. ეგონა, მე ვთქვი ასე და ცოტა გამინაწყენდა: ბოლოს და ბოლოს, შენ ხომ უნდა იცოდე ვინ ვარ, თან, მერე იტყვიან იბრალებს რაღაცეებსო. ასე რომ, კატეგორიულ უარს ამბობს. ურჩევნია, პროფესიასთან დაკავშირებით იყოს საინტერესო, ვიდრე იმის გამო, რომ მარიკო ებრალიძის მეუღლეა. სიმართლე გითხრა, ეს მეც მახარებს. მირჩევნია, საქმის მხრივ ვიყო საინტერესო, ვიდრე დაიწეროს: გათხოვდა, ორსულად არის, გააჩინა, ბავშვი ბაღში წაიყვანა და ასე შემდეგ.
– ზუსტად ისეთია, როგორიც გინდოდა რომ გვერდით გყოლოდა?
– ჯერ ერთი, ასეთი შეყვარებული ადრე არ ვყოფილვარ. პირველი სიყვარულია ნამდვილად, თუმცა მოწონება, გატაცება, ფლირტი ყოველთვის იყო. ვისაც ვუყვარდი, ყოველთვის იმ ადამიანისგან ვითხოვდი თავიდანვე კომფორტს. თუ ის იმ პირობებს არ შემიქმნიდა, რაც მე მომეწონებოდა, რა თქმა უნდა, მთავრდებოდა ყველაფერი. თან, როცა ფიზიკურად მოგწონს ადამიანი, მერე კი საუბრის დროს, ისეთი არ აღმოჩენილა, ხშირად იქვე დასრულებულა ურთიერთობა. ბავშვობიდან აქამდე მამაკაცების მიმართ მიდგომა არ შემიცვლია – ის ძირითადი ღერძი მუდმივად იყო.
– ჰოდა, მან დააკმაყოფილა შენი პირობები?
– კი, დააკმაყოფილა. ამიტომ, ქეც შედგა ჩვენი ურთიერთობა და ქეც დავიდგით გვირგვინი.
– როგორც ვიცი, პროფესიით ექიმია.
– კი. გინეკოლოგი, მცირე მენჯის ქირურგი, ლაპარასკოპისტი. მისი ოჯახი ძალიან მუსიკალურია და თვითონაც ერუდირებულია ამ საქმეში – არა დილეტანტის დონეზე, არამედ საფუძვლიანად იცის ყველაფერი იმის შესახებ, ვინც უყვარს და მოსწონს. რამე რომ დამჭირდეს, შემიძლია, დავურეკო და რჩევა ვკითხო. მე და ვაჟა მანია ვამბობდით ხოლმე, როცა კეიტ ჯარეტს ჩართავ, მან, ვინც შენს გვერდით არის, არ უნდა გითხრას: გამორთე ან გადართეო – ეს ჩვენთვის ერთგვარი ლაიტმოტივი იყო. ვირტუალური საუბრები რომ გვქონდა „ფეისბუქზე”, პირველი შოკი მივიღე, როცა ისეთი მუსიკოსები დამისახელა, ხშირად ჩვენ, მუსიკოსებიც ვერ ვუსმენთ. წიგნს რომ წაიკითხავ, მასალას გაეცნობი, ასე ვუსმენთ მათ მუსიკას. ის კი ასეთ მუსიკოსებს უსმენდა, თან, ჩამომითვალა მათი შემოქმედება, მთელი მოღვაწეობა. გავოცდი და გავგიჟდი. შეიძლება, უცებ იფიქრო: „გუგლი“ აქვს გახნილიო, მაგრამ პირად საუბრებში დაამტკიცა ის, რასაც მანამდე მეუბნებოდა. რაც შეეხება ჩვენს ურთიერთობას, კლინიკაში სრულიად შემთხვევით შევხვდით. იქ ჩემს ნათესავთან მივედი და როგორც გაირკვა, მოვწონებივარ. დამიმეგობრა „ფეისბუქზე“ და იქ შედგა საუბარი, კოორდინატების გაცვლა. პირველად რომ შევხვდით, მივხვდი – დამაინტერესა, მომეწონა. ამ შეხვედრის მერე არ გვქონია კონტაქტი და ამან უფრო ჩამაგდო ინტერესში. მერე მართვის მოწმობის გამოცდა ჩავაბარე, „ფეისბუქზე“ დავდე სტატუსად და  მომილოცა: „გილოცავ, შუმახერო“. ჯაზ-ფესტივალი  იყო და იმ დღეს სულ ტელევიზორში ვიყავი. ვერ მივხვდი, რას მილოცავდა. მოკლედ, ვიმესიჯეთ და ერთი კვირა ისევ პაუზა. რომ ავიღე მართვის მოწმობა, თვითონ მივწერე: ახლა შეგიძლია, ნამდვილად მომილოცო-მეთქი და უბრალოდ –  გილოცავო. მე გაგიჟებული, როგორ ბედავს და მოკლედ... ასე, ნელ-ნელა აეწყო ურთიერთობა.
– როგორ მიგიყვანა გათხოვების გადაწყვეტილებამდე?
– გიორგი ამბობდა ცოტა ხნის წინ: მე უკვე ვეღარ წარმომედგინა  სხვა ჩემ გვერდით, ჩემი მომავალი შვილების დედად. ან უნდა მოვმკვდარიყავი, ან შენი ქმარი უნდა გავმხდარიყავიო. ეგვიპტეში ვიყავით, სასწაული დაბადების დღე მომიწყო. ამ პერიოდში იყო გადაკრული საუბრები. მერე ისრაელში წავედი, ძალიან მომინდა იქ ჯვრის დაწერა. დავურეკე: კარგი იდეაა აქ ჯვრის დაწერა-მეთქი. რომ ჩამოვედი, აღმოჩნდა, ვერ ვახერხებდით, რადგან მარტო ხომ არ წავიდოდით. საბოლოოდ, 8 ნოემბერს დავიწერეთ თბილისში ჯვარი. მომავალში, ალბათ, გვექნება საოცნებო ქორწილი, რადგან ძალიან მინდა.
– ისიც შენსავით ენერგიულია?
– დინჯია, წყნარი, მაგრამ აქვს შინაგანი დიდი ენერგია, რომელსაც პერიოდულად უშვებს. ჩემნაირი გიჟმაჟი არ არის. თუმცა, უცბად შეიძლება, ჩემზე მეტი და არანორმალური ენერგიის პატრონი გახდეს. უბრალოდ, ჩემსავით უაზროდ არ ხარჯავს თავის ენერგიასა და ძალებს.
– შეხვედრის წინ მითხარი: შენთვის კარგი ამბავი მაქვსო. დაახლოებით ვხვდები და მითხარი, რას გულისხმობდი.
– ორსულად ვარ ტყუპებზე – ხომ ხედავ, პირველად შენ გეუბნები.
– საოცარი სიახლე გაქვს, ძალიან გამიხარდა.
– სქესი ჯერ არ ვიცი, მაგრამ გულისცემა მოვისმინე. ჩემი ბავშვობის ოცნება იყო, თუმცა გენეტიკაში არც ერთს არ გვაქვს. ზოგადად, ჩვევად მაქვს, ყოველთვის ყველაფერს წყვილად ვყიდულობ და ახლა ხომ წარმოგიდგენია, რას ვიზამ. 6 იანვარს გავიგე, რომ ორსულად ვიყავი. 8 იანვარს კი გავიგე, რომ ტყუპებს ველოდები. მოკლედ, ვწევარ ჩემთვის, თამარ ხეცურიანი მიკეთებს ექოსკოპიას და უცებ საოცარი ემოცია ჰქონდა, თან გაწითლდა. გიორგი არ შემოვიდა, „ღელვები” ჰქონდა. ქალბატონი მაკრინე იყო შემოსული, რომელმაც უნდა მიპატრონოს მთელი ორსულობა და სანამ მე აზრზე მოვიდოდი, წამოხტა: ტყუპებიაო. რომ წამომივიდა ცრემლები ღვარად, ბოლო ხმაზე ვყვიროდი. გიორგი ამბობდა, რომ გავიგე ყვირილი, დავაკვირდი როგორი ყვირილი იყო და მერე მივხვდი, სიხარულის ემოცია იყოო... შემოვარდა, რომ გაიგო ტყუპებია, ეგრევე პროფესიული ამბები ჩაერთო: აბა, როგორ არის საქმე... აბა, ანალიზები... აბა, ეს და მე დავდიოდი ტირილით. გადამეხვია და ვაიმე, რა კარგიაო, – ასე არ ყოფილა.
– ახლა, რაც შეეხება „ორ ვარსკვლავს“, რომელიც 3 თებერვალს იწყება და შენ მონაწილეობ.
– მანამდე დაიწყო ჩემი გადაცემა. თავიდან ვნერვიულობდი, მეგონა, მეტყველების პრობლემა მქონდა, მაგრამ არ ყოფილა ასე. ეს გადაცემა, უპირველეს ყოვლისა, ინტელექტუალურია და მერე აზარტული. ქართული ასოებისგან უნდა შეადგინო სიტყვა, ურთულესი თამაშია. აქედან გამომდინარე საკუთარ თავს 100 პროცენტით მორგება ვთხოვე. რაც მთავარია, ხალხს მოსწონს და ეს მიხარია. პლუს ამას, „ორი ვარსკვლავიც“ იწყება და მოკლედ, ყველაფერი თავზე მაყრია. მაგრამ, ძალიან მიხარია, რადგან ბავშვები მუცლადყოფნისთანავე მიეჩვევიან აქტიურ ცხოვრებას, მუსიკას, კამერებს, სცენას, სიმღერას, საუბარს, სიცილს, მხიარულებას.

скачать dle 11.3