კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ანექსია ანექსიის წილ

დეფიციტში გარღვევაა

 

ისე მოხდა, რომ ამ გაქანებული დაპირისპირების დროსაც კი გერმანია ლამის გუნდრუკს უკმევს რფ-ს, რასაც, მართალია, აქვს ფრიად პროზაული მიზეზი – გერმანული ეკონომიკა ფრიად მსუყე შემოსავალს იღებს რუსული ბაზრიდან, მაგრამ მაინც უსიამოვნო საცქერია, როგორ ხდება ეს უკრაინელების ბედ-იღბლის ხარჯზე.
მაგრამ თვით ამ გუნდრუკის მიუხედავადაც, რფ-ის სახელმწიფო სათათბიროს თავკაცმა სერგეი ნარიშკინმა საერთაშორისო საქმეთა კომიტეტს მაინც დაავალა, შეესწავლა საკითხი, შეუძლიათ თუ არა, მიიღონ განცხადება, რომელიც დაგმობს გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის მიერ გერმანიის დემოკრატიული რესპუბლიკის ანექსიას 1989 წელს.
ისტორია კი ასე იწყებოდა: რუსეთის კომუნისტური პარტიის წევრმა და „დუმელმა,“ ვინმე ნიკოლაი ივანოვმა (გასულ კვირას გენიალური იდეები რფ-ის ტერიტორიაზე სწორედ და რატომღაც ივანოვების თავებში მწიფდებოდა) ასე პათეტიკურად მიმართა ზემოხსენებულ ნარიშკინს: „ჩვენ ყველანი მთელი გულით თანაგიგრძნობდით, როდესაც ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაზე თქვენ იგერიებდით თავდასხმებს, რომელთა მიზანი იყო რუსეთის დადანაშიულება ყირიმის ანექსიაში. ამიტომ საპასუხო ნაბიჯად გთავაზობთ განცხადებას, რომელიც დაგმობს გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის მიერ გერმანიის დემოკრატიული რესპუბლიკის ანექსიას.“
მეტიც, მავანი ივანოვი უფრო შორსაც წავიდა – ყირიმისგან განსხვავებით, გერმანიის დემოკრატიულ რესპუბლიკაში რეფერენდუმიც კი არ ჩატარებულაო. –
„დუმის“ ხელმძღვანელს ინიციატივა ისე მოეწონა, რომ საქმეში მსწრაფლ ჩაერთო, როგორც ოკუპანტები იტყოდნენ – „ნე ოტხოდია ოტ კასსი“ – და იქვე განმარტა, თუ ყირიმის მიერთება ანექსიაა, მაშინ, გერმანიის დემოკრატიული რესპუბლიკის გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკისათვის მიერთებაც სწორედაც რომ ანექსიააო.
ჩვენ არ ვიცით, რით დასრულდება სიტყვათა ეს თამაში, თუმცა ის კი აშკარაა, რომ, როგორც თვით პროკრემლური ჩემი კოლეგა ვლადიმირ სოლოვიოვი იტყოდა: В России не хватает Министерства Здравого Смысла.

скачать dle 11.3