კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

გულმოფონებულები

შენ რომ ჩემთვის ჯარი არ გამოგიგზავნიაო?!

ვაზიანის სამხედრო ბაზაზე სამხედრო წვრთნებია და თვით „ნატოს“ გენმდივნის მოადგილემ, ბ-ნმა ვერშბოუმ ვერ დამალა აღფრთოვანება – აქაოდა, საქართველოს ჯარი საუკეთესოებს შორისააო. ეს სიტყვები კი მას შემდეგ აღმოხდა, რაც ვაზიანში მიმდინარე სამხედრო წვრთნა იხილა. –
ჩვენ, ბუნებრივია, გულს მოგვეფონა, ან კი როგორ არ მოგვეფონებოდა ჩვენი ქვეყნის რუკის პატრონებს. მეტიც, ზემოხსენებულმა ბ-ნმა ვერშბოუმ ისიც განაცხადა, რომ ქართველი სამხედროები ძალიან დიდ საქმეს აკეთებენ ავღანეთშიო.
მეტი დამაჯერებლობისთვის სულაც ციტატას მოვიხმობ: „მოხიბლული ვარ მათი პროფესიონალური უნარებით (იგულისხმება ჩვენი შეიარაღებული ძალები). ძალიან შთამბეჭდავი ღონისძიებაა და კიდევ ერთხელ დასტურდება ის, რაც ხშირად მომისმენია „ნატოსა“ და ამერიკელი მეთაურებისგან, რომ საქართველოს ჯარები საუკეთესოებს შორისაა… ამ არმიას დიდი პოტენციალი აქვს მომავალში.“
ზედ, იმითაც გაგვახარა, რომ თებერვალში, აი, ხეში რომ წყალი ჩადგება, ექსპერტები ჩამოვლენ, რათა „ნატოს“ სასწავლო ცენტრის ადგილმდებარეობა შეარჩიონ. მანამდე კი ჩვენმა თავდაცვის მინისტრმა გვაუწყა, რომ „ნატოს“ სასწავლო ცენტრის სავანედ თვით ვაზიანის სამხედრო ბაზაც განიხილება.
ერთი სიტყვით, ამ საქებარი სიტყვების მოსმენის შემდეგ (რომელშიც მინიშნებაც კი არ ყოფილა, რომ ეს ჩვენი საუკეთესო ჯარი მზადაა საქართველოს ტერიტორიული პრობლემების გასადაჭრელად) იმის ეჭვიც ჩნდება, შეიარაღებულ ძალებსაც უკრაინისთვის ხომ არ ამზადებენ?!  

скачать dle 11.3