კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ოქტომბერი 2017 (119)
სექტემბერი 2017 (262)
აგვისტო 2017 (212)
ივლისი 2017 (233)
ივნისი 2017 (265)
მაისი 2017 (216)

ვეტერინარის რჩევები

კითხვა: ეცვლება თუ არა ძაღლს ხასიათი სტერილიზაციის შემდეგ? ასევე, მაინტერესებს, მოქმედებს თუ არა სტერილიზაცია ძაღლის წონის მატებაზე?

პასუხი: ხვადებს სქესობრივი აგზნების დროს შეიძლება ჩამოუყალიბდეთ განსაკუთრებით ძლიერი აგრესია მისთვის ძალიან ახლობელი ადამიანის, თავის პატრონის მიმართაც კი. სტერილიზაცია აქვეითებს მათ აგრესიას და ცხოველები მართვადები ხდებიან. ანუ, თითქმის ყოველთვის, აგრესიული ძაღლები, ხდებიან უფრო წყნარები და მშვიდები. ძაღლის ხასიათი ძალიან არის დამოკიდებული მის ტემპერამენტზე, იმაზე, თუ როგორი იყო ის სტერილიზაციამდე. თუ ის იყო ძალიან აქტიური და მოძრავი, როგორც წესი, ისეთივე დარჩება. რაც შეეხება წონას სტერილიზაციის შემდეგ, მოგახსენებთ, რომ, ზოგიერთი ძაღლი სტერილიზაციის შემდეგ იმატებს სხეულის მასას. რა თქმა უნდა, ეს ფაქტი უნდა ჩაითვალოს სტერილიზაციის ნეგატიურ შედეგად, მაგრამ, უნდა გვახსოვდეს, რომ აქტიური რაციონით, დაბალანსებული კვებითა და საკვებში ნაკლები კალორიებით, შეიძლება ვაკონტროლოთ ძაღლის სხეულის მასა. 

კითხვა: რა შეიძლება გამოიწვიოს ძაღლის ნაკბენმა? 

პასუხი: ძაღლებს შორის კონფლიქტის დროს ხშირია დაკბენა, რადგან, მათი თავდაცვის იარაღი სწორედ კბილებია. დაკბენით ხდება მეტად საშიში და სახიფათო ტრავმების მიყენება – ესაა ნაკბენი ჭრილობები. ძაღლებში ნაკბენი ჭრილობები გხვდება უფრო ხშირად სახის, ყურების, ყელისა და ფეხების მიდამოებში; კატებში კი – თავზე, კიდურებსა და, განსაკუთრებით – კუდის ძირში. ნაკბენმა ჭრილობებმა შეიძლება დიდი ზიანი მიაყენოს ცხოველის ჯანმრთელობას და გახდეს სიცოცხლისათვის საშიშიც კი. განსაკუთრებით საშიშია ნაკბენი ჭრილობები, რომლებიც აზიანებენ თავისა და ზურგის ტვინს, მუცლისა და გულმკერდის ღრუს ორგანოებს, ასევე, მსხვილ სისხლძარღვებსა და ნერვებს. ძლიერი ცხოველის მიერ დაკბენამ შეიძლება გამოიწვიოს მოწინააღმდეგის შემდეგი სახის დაზიანება: მუცლის ღრუს დაზიანება, ძვლებისა და ხერხემლის მოტეხილობები, ასევე თავის ქალის ძვლების დაზიანება: ცხოველის დაკბენა შეიძლება ძალზე საშიში იყოს ადამიანისთვისაც, რადგან, შესაძლოა, მოხდეს მეტად საშიში დაავადების გადაცემა, მაგალითად, როგორიცაა ცოფი.

კითხვა: ყურის რა დაავადებაა გავრცელებული ძაღლებში?

პასუხი: ყურის დაავადებებიდან უფრო ხშირად გვხვდება ყურის ნიჟარის ჰემატომა, რომელიც ვითარდება ყურის ნიჟარაზე გამავალი მსხვილი ზომის სისხლძარღვების დაზიანებით. ეს შეიძლება განვითარდეს ძაღლების ჩხუბის შემთხვევაში. ამ დროს ყურის ნიჟარა შესიებული და ჩალურჯებულია, ხოლო ადგილობრივი ტემპერატურა – მომატებული. მასზე შეხებისას ცხოველი მტკივნეულად რეაგირებს. ამ დროს ძაღლი სასწრაფოდ უნდა მიიყვანოთ ვეტერინარინთან, რომელიც ჩაუტარებს სათანდო მანიპულაციებს. წინააღმდეგ შემთხვევაში, შესაძლოა, გართულდეს კიდეც აბსცესის სახით, რომელიც საკმაოდ სერიოზული პრობლემაა. ყურის დაავადების თავიდან ასაცილებლად ყურადღება უნდა მიაქციოთ ყურების ჰიგიენას, რეგულარულად დააკვირდეთ და რაიმე პრობლემის შემჩნევისთანავე მიმართოთ ვეტერინარს. 

скачать dle 11.3