კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ფლორის სამყაროში

კითხვა: როგორი პირობები უნდა შევუქმნა აგავას, რომ კარგად გაიხაროს?

პასუხი: ამ მცენარეს განსაკუთრებული პირობები არ სჭირდება. ის ზამთრის დაბალ ტემპერატურასაც კი უძლებს. მთავარია, მშრალ ადგილას არ დადგათ. როდესაც მცენარე ზრდის პერიოდში იქნება, რეგულარულად უნდა მორწყათ, ზამთარში კი ყურადღება მიაქციეთ, რომ მიწა მთლიანად არ გამოშრეს. მორწყვიდან მორწყვამდე მიწას შეშრობა უნდა აცადოთ.

კითხვა: როგორ მოვახერხო, რომ ადიანტუმი მალე გაიზარდოს?

პასუხი: ადიანტუმისთვის ფორმის მიცემა ძალიან იოლია: თუ გსურთ, რომ სიმაღლეში მალე გაიზარდოს, ტენი არ მოაკლოთ. თუ მისი ფორმა აღარ მოგეწონებათ, შეგიძლიათ, გაკრიჭოთ ან ყველა რტო ძირში მოაჭრათ – ახალი ყლორტები მალე ამოუვა. გირჩევთ, რომ ეს გაზაფხულზე გააკეთოთ.

კითხვა: შეიძლება თუ არა ალოეს ხშირად მორწყვა?

პასუხი: ალოეს ზაფხულში მიწა ტენიანი უნდა ჰქონდეს, მაგრამ, ზედმეტი წყალი არ  მოგივიდეთ – შეიძლება, ამით მცენარე დაზიანდეს. მჭიდროდ ჩარიგებულ ფოთლებს წყალი არ მიაკაროთ. ორ კვირაში ერთხელ მიაწოდეთ გაზავებული, ბალანსირებული თხევადი სასუქი. ზამთარში ალოეს უფრო იშვიათად სჭირდება წყალი, თუმცა, მიწის გამოშრობაც არ არის სასურველი. ამ დროს არც დამატებითი კვებაა საჭირო.

კითხვა: მაინტერესებს, ბრუგმანსიაზე როგორ მოქმედებს მაღალი ტემპერატურა და მზე?

პასუხი: თუ მიწა ტენიანი ექნება, ზაფხულის მცხუნვარე მზე ამ მცენარეს ვერაფერს ავნებს. მას სინათლე უყვარს და, გირჩევთ, ნათელ სასტუმრო ოთახში მოათავსოთ. მთელი წლის განმავლობაში იდეალურია 16-25 გრადუსი, თუმცა ზამთარში 4 გრადუსსაც აიტანს.

კითხვა: ბინაში მაქვს კამპანულა, რომელსაც სოკოვანი დაავადება შეეყარა. იქნებ მირჩიოთ როგორ დავეხმარო?

პასუხი: ზამთარში აუცილებლად დადგით მშრალ ადგილას, რომელიც კარგად ნიავდება. ზამთრის „ძილის“ წინ მცენარე აუცილებლად უნდა გაასუფთაოთ. ასევე, საჭიროა დამჭკნარი ყვავილების მოშორება – ამით მცენარეს ყვავილობასაც გაუხანგრძლივებთ. ეცადეთ, წყალი მცენარის ფოთლებს არ მოხვდეს, რომ არ დაულპეს.

კითხვა: ჩემს ცეროპეგიას ღეროები ცუდად ეზრდება. ხომ არ აჯობებს, ქოთანი შევუცვალო?

პასუხი: ქოთნის შეცვლა არ არის საჭირო. ისეთ ადგილას უნდა მოათავსეთ, რომ ღეროებს გაზრდაში ხელი არ შეუშალოთ. მისთვის შესაფერისი ადგილია საკიდ კალათაში ან თაროზე, სადაც მზე კარგად აცხუნებს. ამ მცენარეს პირდაპირი შუქი არ მოაკლოთ, თორემ, ცუდი და მეჩხერი ფოთლები ექნება.

კითხვა: როგორ მოვუარო კტენანტას ზრდის პერიოდში?

პასუხი: ზრდის დროს კტენანტას ნიადაგი ორ კვირაში ერთხელ გაანოყიერეთ სასუქით. მისთვის კარგია მაღალი ტენიანობა, ამიტომ, ხშირად დანამეთ ან სველკენჭებიან ლანგარზე დადგით, სიცხეში ფოთლები რომ არ დაეწვას. ზამთარში დამატებითი კვება მას არ სჭირდება.

скачать dle 11.3