კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რჩევები ავტომოყვარულ მძღოლებს

კითხვა: მყავს ავტომობილი „ტოიოტა რავ 5“, 2004 წლის, რომელთან დაკავშირებითაც რამდენიმე შეკითხვა მაქვს. აღნიშნული ავტომობილისთვის რომელი მარკის ბენზინით სარგებლობაა მიზანშეწონილი?

პასუხი: საერთოდ, „რავ 4-ისთვის“ და ნებისმიერი უცხოური მარკის ავტომობილისთვის, მით უმეტეს, თუ ის 2000 წლის შემდეგ არის გამოშვებული, მიზანშეწონილია „სუპერის“ ტიპის საწვავის ჩასხმა. მარკას არსებითი მნიშვნელობა არ აქვს. თუ ამის საშუალება არ არის, მინიმუმ „პრემიუმი“ მაინც უნდა გამოიყენოთ, რადგან ამ ტიპის საწვავში ნაკლები მინარევებია, რაც ნაკლებად იწვევს ძრავის სხვადასხვა სახის დეტალებზე ნალექის წარმოქმნას. ნალექი აუარესებს საწვავის წვას, იოლად სვრის ზეთს და ზეთის მეშვეობით ძრავას ისეთ დეტალებში აღწევს, რომლის ზედაპირი აბსოლუტურად გლუვია. ეს კი, თავისთავად, კაწრავს ზედაპირს. შესაბამისად, გარკვეული პერიოდის შემდეგ, ძრავა მწყობრიდან გამოდის. ასეთივე „წარმატებით“ აზიანებს ის საწვავის მიმწოდებელ სხვადასხვა სისტემას, რის შედეგადაც წვა იმატებს, ხოლო სიმძლავრე იკლებს. 

კითხვა: მაინტერესებს, იწვევს თუ არა ბენზინის დამატებით ხარჯვას ავტომობილის ღუმელის ჩართვა?

პასუხი: ღუმელის ჩართვა იმდენად დაბალი პროცენტით რეაგირებს წვაზე, რომ თითქმის შეუმჩნეველია. დაახლოებით, ეს იქნება ყოველ დამწვარ ას ლიტრ ბენზინზე ერთი ლიტრით მეტი. ისიც მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ღუმელის შემომბერი, რომელიც ვენტილატორივით მუშაობს (არ ვგულისხმობ სიმხურვალეს) მთელი სიმძლავრით არის ჩართული. ეს ავტომობილის გენერატორიდან დამატებით ენერგიას ითხოვს. შესაბამისად, ძრავამ გენერატორის დასატრიალებლად დამატებითი სიმძლავრე უნდა დახარჯოს. თუმცა, დაახლოებით ორჯერ მეტი ენერგია იხარჯება, როცა ავტომობილს ფარები აქვს ჩართული.

კითხვა: ავტომობილის ბენზინის ავზის ტევადობა 60 ლიტრია. მაინტერესებს, საწვავის ავზის საცობამდე გავსებისას ამ 60 ლიტრში შედის თუ არა ის რაოდენობა, რომელიც ავზში ჩამავალ მილში თავსდება?

პასუხი: ქარხნული მონაცემებით, ბენზინის ავზის ტევადობა მხოლოდ ავზის მოცულობას ითვალისწინებს, რაც არ გულისხმობს მილს.

скачать dle 11.3