კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ადვოკატი გირჩევთ

კითხვა: ვარ 55 წლის. ბოლო დროს ხშირად ვხდები ავად. მინდა, თავი დავანებო მუშაობას და დავინიშნო პენსია. გთხოვთ, განმიმარტოთ, როგორ დავადგინო ინვალიდობის ჯგუფი და რა თანხა დამენიშნება პენსიად?

პასუხი: გაცნობებთ, რომ სოციალური პაკეტის დანიშვნის შესახებ განცხადება წარედგინება საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს კონტროლს დაქვემდებარებული საჯარო სამართლის იურიდიულ პირს – სოციალური მომსახურების  სააგენტოს ნებისმიერ ტერიტორიულ ერთეულს, მიუხედავად მაძიებლის რეგისტრაციის ადგილისა. განცხადებას თან უნდა დაერთოს შემდეგი საბუთები: მაძიებლის პირადობის დამადასტურებელი მოწმობა; შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის დადგენის გამო სოციალური პაკეტის დანიშვნის შემთხვევაში – შესაბამისი სამედიცინო დაწესებულების მიერ გაცემული სამედიცინო-სოციალური ექსპერტიზის შემოწმების აქტის ამონაწერი. ზოგადად, შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე პირებს  პენსია დაენიშნებათ 100 ლარის ოდენობით.

კითხვა: დაწესებულების გაუმართავი შრომის პირობების გამო მივიღე საწარმოო ტრავმა. მჭირდება გადაუდებელი მკურნალობა, რასაც დაწესებულების ადმინისტრაცია თავს არიდებს. გთხოვთ, მაცნობოთ, ეკისრება თუ არა დამსაქმებელს პასუხისმგებლობა ასეთ შემთხვევაში?

პასუხი: გაცნობებთ, რომ დამსაქმებელი ვალდებულია სრულად აუნაზღაუროს დასაქმებულს სამუშაოს შესრულებასთან დაკავშირებული, ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესებით მიყენებული ზიანი და აუცილებელი მკურნალობის ხარჯები.  შესაბამისად, მოცემულ შემთხვევაში, დაწესებულება ვალდებულია, გასწიოს მკურნალობის ხარჯები. 

კითხვა: ჩემი საცხოვრებელი სახლის პრივატიზება გავაკეთე გასული საუკუნის 90­იან წლებში, მაგრამ დარეგისტრირებული არ მაქვს საჯარო რეესტრში. რა საბუთები უნდა წარვადგინო და რა თანხა დამიჯდება რეგისტრაცია?

პასუხი: გაცნობებთ, რომ საკუთრების უფლების რეგისტრაციისთვის პრივატიზებულ უძრავ ნივთთან დაკავშირებით უნდა მიმართოთ იუსტიციის სახლს ან საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ტერიტორიულ სამსახურს და თან იქონიოთ შემდეგი დოკუმენტები: განცხადება (ელექტრონული განცხადება ივსება საბუთების მიმღები ოპერატორის მიერ); თქვენი პირადობის დამადასტურებელი და საკუთრების უფლების დამადატურებელი მოწმობები; პრივატიზების ხელშეკრულება. რაც შეეხება რეგისტრაციის საფასურს: რეგისტრაციის საფასური 4 სამუშაო დღეში შეადგენს 50 ლარს, 1 სამუშაო დღეში – 150 ლარს, ხოლო იმავე დღეს – 200 ლარს.

კითხვა:  მოვალის ყადაღადადებული ქონება გაიტანეს აუქციონზე გასაყიდად. აუქციონის შედეგად ქონება დაუბრუნდა გადამხდელს (მოვალეს), ისე, რომ მას ქონების ფული არ გადაუხდია. კანონიერია თუ არა ასეთი გადაწყვეტილება?

პასუხი: კითხვა არასრულყოფილია, თუმცა, ქონება, რომელშიც თანხა არ არის გადახდილი, ვერ ჩაითვლება  კანონიერად შეძენილ ქონებად.

скачать dle 11.3