კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

როგორ აიყვანეს ბოროტმოქმედ „ტყიურის” ბანდა ედუარდ შევარდნაძის ხელმძღვანელობით

შინაგან საქმეთა სამინისტროს ოფიცერი, 25 წლის უფროსი ლეიტენანტი კოტე შავდია ვინმე „ტყიურის“ ბანდაში შეგზავნეს. მილიციის არასრული მონაცემებით, ბანდაში 45-50 ადამიანი იყო გაერთიანებული. ბანდამ 50 დანაშაული ჩაიდინა და ყველაზე საინტერესო ისაა, რომ მათ ანგარიშზე არც ერთი მკვლელობა, სხეულის მძიმე დაზიანება ან სისასტიკე არ ირიცხებოდა. დანამდვილებით ტყიურის ვინაობა და გარეგნობა თვით ბანდის წევრებმაც კი არ იცოდნენ. იარაღში ჩამჯდარი ტყიური, წვერ-ულვაშს ატარებდა. თავზე ყოველთვის ყაბალახი ჰქონდა შემოხვეული და თვალების გარდა, თითქმის არაფერი, ცხვირიც კი, არ უჩანდა წესიერად. ტყიურის ვინაობა მხოლოდ მისმა მოადგილემ და მარჯვენა ხელმა, სამჯერ ნასამართლევმა, ნუგზარ ბერიძემ იცოდა. ბერიძე კრიმინალურ სამყაროში „ჯიქის“ მეტსახელით იყო ცნობილი. შავდიას ბანდიტების მილიციისთვის ჩაბარება ევალებოდა და საამისოდ მან დიდი სამუშაო გასწია. თუმცა, 1969 წლის 20 ნოემბერს, როდესაც ბანდა გამოსაზამთრებლად პანკისის ხეობაში გადადიოდა, ერთ-ერთ თხემზე ზვავი ჩამოწვა და ბანდის 40 წევრი, მათ შორის ტყიური და ჯიქი, სად გაქრნენ, ვერავინ გაიგო. ბანდის დანარჩენი 8 წევრი, მათ შორის შავდიაც, მილიციის სპეცრაზმმა დააპატიმრა, რომელიც შავდიას სიგნალით იქნა გამოძახებული ახმეტაში. გასამართლებული ბანდიტები, სხვადასხვა ციხეებში გადაანაწილეს, კოტე კი სამსახურს დაუბრუნდა, თუმცა, კვლავ არალეგალურ მდგომარეობაში. 1970 წლის მარტში შავდია კვლავ სამინისტროში დაიბარეს მინისტრთან და ედუარდ შევარდნაძემ უთხრა: 

– ინფორმაცია გვაქვს, ჯიქი ცოცხალია და სავარაუდოდ, ტყიურიც. რუსთავის ზონაში, „ლოქოსთან“ და „ჯინთან“ შეგზავნილი ქსივა მოვიპოვეთ, რომელშიც მათ ჯიქი მოკითხვას უთვლის. ამიტომ, შენ კვლავ ციხეში უნდა ჩაჯდე და ლოქოს და ჯინს გაქცევა მოუწყო. 

კოტე შავდია კვლავ ბოროტმოქმედად, მეტსახელად „კრიპოდ“ გადაიქცა და რუსთავის მკაცრი რეჟიმის კოლონიაში გაამწესეს. ლოქოს და ჯინს ძალიან გაუხარდათ კრიპოს დანახვა, გადაეხვივნენ და ამბავი გამოჰკითხეს. 

– მე აქ დიდხანს არ ვაპირებ გაჩერებას, ძმებო, – უთხრა შავდიამ ბანდიტებს, – ჩემი ბიძაშვილი მუშაობს სანაგვე მანქანაზე, რომელსაც ზონიდან ნაგავი გააქვს. უკვე საქმის კურსშია, რომ აქ ვარ და ორ კვირაში აქედან მოვტყდები. ადგილი ბევრია მანქანაში, თქვენც ჩაეტევით. წამოხვალთ? 

გეგმის თანახმად, კოლონიიდან გაქცეულებს, სპეციალურად მომზადებული ოპერმუშაკები დაასხდებოდნენ კუდზე, რომლებიც მათ კონსპირაციულ ბინამდე მიჰყვებოდნენ... 

იმავე საღამოს, ლოქომ და ჯინმა კოტე მშენებარე ბარაკში მიიყვანეს, სახელდახელო სუფრა გაშალეს და არყის სმას შეუდგნენ. მესამე ჭიქა რომ ჩამოასხეს, ჯინმა სასმისი ასწია და თქვა: 

– ამ ჭიქით, კრიპოჯან, თავისუფლებას გაუმარჯოს. ცოტაც და გარეთ ვიქნებით. 

– სულ რაღაც ორ კვირაში, ძმაო, – თქვა კოტემ. 

– არა, კრიპოჯან, ახლავე, – თქვა ლოქომ და იატაკის ფილა გადასწია, სადაც ხვრელი მოჩანდა, გაიცინა და კოტეს უთხრა, – ორმოცმეტრიანი გვირაბია გათხრილი, ექვსი თვე ვთხარეთ, ახლა კი აქედან ავახვევთ... 

კოტე შავდიასთვის იმდენად მოულოდნელი იყო ყველაფერი, რომ ლამის ელდა ეცა, მაგრამ თავი შეიკავა, გაიღიმა და დანარჩენებთან ერთად ხვრელში გაუჩინარდა. 

საუკუნის ძარცვა 

პატიმრებმა გეზი ლოტკინის მთისკენ, ერთ-ერთი კონსპირაციული ბინისკენ აიღეს. გაქცეულებმა ფრთხილად დააკაკუნეს ფანჯარაზე. კართან რომ მივიდნენ, ზღურბლზე ნუგზარ ბერიძე დაინახეს, რომელიც კოპებშეკრული უმზერდა გაქცეულებს. 

– გამარჯობა, ნუგზარ, – უთხრა ტყიურის მოადგილეს ჯინმა, – მაინცდამაინც არ გიხარია ჩვენი დანახვა. 

ბერიძემ გაქცეულები სახლში შეიყვანა. სამივე გაქცეულს გადაეხვია, დაწვრილებით მოაყოლა გაქცევის ამბავი და უთხრა: 

– შვიდნი ვიყავით და სამნიც დაგვემატეთ. ნელ-ნელა, ისევ ვძლიერდებით. ტყიური ახალ საქმეს ამზადებს და სულ მალე შესრულება მოგვიწევს. 

– ტყიურიც გადარჩა? მადლობა ღმერთს, – თქვა ლოქომ, – ჩვენ კი გვეგონა, ყველანი დაიღუპეთ. ზვავი რომ ჩამოწვა და ჩაგიტანათ, ტყეში ვიყავით და იქიდან გიყურებდით. მერე კი, ახმეტაში დავბრუნდით და ძაღლებმაც აგვყარეს. 

– მე, ტყიური და კიდევ ხუთი ჩვენიანი, კლდის შვერილმა გვიხსნა ზვავისგან და იქვე, გამოქვაბულს შევეფარეთ. დილით კი, კაცი გამოვაგზავნეთ თქვენთან, რომ გადარჩენის ამბავი შეგვეტყობინებინა და ჩვენთან ამოგვეყვანეთ, მაგრამ მან თქვენი დაჭერის შესახებ გვაცნობა. ბევრი ვიფიქრეთ და გვგონია, რომ ჩვენში ვიღაც ბოზია, რომელიც მილიციაზე მუშაობს. აბა, რა უნდოდა ახმეტაში მილიციის სპეცრაზმს? 

დილით მათ ნუგზარ ბერიძე ეწვია და უთხრა: 

– წამოდით, ტყიური გიხმობთ! 

ტყიური ჩვეულ ფორმაში დახვდა გაქცეულებს და ხუთიოდე წუთი ესაუბრა, ბოლოს კი უთხრა: 

– დიდი საქმისთვის ვემზადებით და სიფრთხილე გვმართებს. იცოდეთ, ამ სახლიდან ფეხის გადგმა არსად სცადოთ. 

გაქცეულები ბანდის დანარჩენ ხუთ წევრს შეუერთდნენ. გარე სამყაროსთან კავშირს სახლის პატრონი, 43 წლის მარტოხელა გივი კობახიძე ამყარებდა. სწორედ ტყიურმა უყიდა მას სახლი და ყოველთვიურად ათას მანეთსაც აძლევდა. ლოტკინზე, კობახიძის სახლის მოპირდაპირე მხარეს, სულ რაღაც 60 მეტრის დაშორებით, მეორე სახლი იდგა თავისი კარ-მიდამოთი. ის სახლიც ტყიურის ფულით იყო ნაყიდი და ამ ორ სახლს შუა საიდუმლო გვირაბი გადიოდა. გვირაბის არსებობის შესახებ სამმა იცოდა – კობახიძემ, ტყიურმა და ნუგზარ ბერიძემ. 

კოტე შავდია ყველა ღონეს ხმარობდა კოლეგებთან დასაკავშირებლად, მაგრამ მისი მცდელობა ამაო იყო. ამასობაში, ორი კვირა გავიდა. ტყიური არ გამოჩენილა და ბანდიტებს მხოლოდ ნუგზარ ბერიძე ეკონტაქტებოდა. მისი თქმით, ტყიური ავად იყო. ორი კვირის მერე, ტყიური ბანდიტებს წარუდგა. 

– ამაღამ სოჭში მივემგზავრებით, ხვალ კი, საქმეს ვაკეთებთ და უკანვე ვბრუნდებით. თქვენთან ერთად ნუგზარი წამოვა, მე კი იქ შეგხვდებით და დანარჩენს ადგილზე გეტყვითო.

1970 წლის 11 აპრილს, დილის 8 საათსა და 50 წუთზე ტყიურის ბანდა სოჭში ჩავიდა. ვოროვსკის ქუჩაზე მდებარე კონსპირაციულ ბინაში შეიკრიბნენ. ტყიური იქ მივიდა და ბანდიტებს უთხრა: 

– ახლა ათი საათია. ზუსტად სამ საათზე საქმეს ვაკეთებთ. შემდეგ პორტში მივდივართ და კატერით სოხუმში ჩავალთ, იქიდან კი თბილისში დავბრუნდებით. ახლა, რაც შეეხება საქმეს, დღეს მაღაზია „სამაცვეტში“ ახალი საქონელი უნდა შემოიტანონ და აქ მის გასაძარცვავად ვართ ჩამოსულები. ყველაფრისთვის 4 წუთი გვაქვს და სქემას არავინ გადაუხვიოს. 

შეთანხმებულ დროს, ზუსტად 4 წუთში, ტყიურის ბანდიტებმა სოჭის საიუველირო მაღაზია „სამაცვეტიდან“ მილიონ 125 ათასი მანეთის ძვირფასეულობა გაიტაცეს. 

„ტყიური“ 

შავდიას ისევ არ ეძლეოდა შესაძლებლობა, კოლეგებს დაკავშირებოდა, რომლებმაც უკვე თვე-ნახევრის განმავლობაში არაფერი იცოდნენ კოტეს შესახებ. 

ძარცვიდან ორი კვირის მერე, 25 აპრილს, ტყიურის ბანდის ერთ-ერთი წევრი, თემურ ჯაში, მეტსახელად „ზღარბი“, ტყიურის დავალებით, პლეხანოვზე მცხოვრები იუველირის, ვანო ჯიქიას სახლში მივიდა, რომ ნაძარცვი ნივთების რეალიზაციაზე დალაპარაკებოდა. მაგრამ, მასთან მისულ ჯაშს მილიციის თანამშრომლებთან შეტაკება მოუწია, რომლებიც იუველირის ბინას სულ სხვა საქმის გამო უთვალთვალებდნენ. ატყდა სროლა. ზღარბმა ორი მილიციელი დაჭრა და თავადაც დაიჭრა. თუმცა, გაქცევა მაინც მოახერხა და ლოტკინზე რომ მივიდა, საკმაოდ ცუდად იყო. ამიტომ, ბანდიტებმა „არამიანცის“ საავადმყოფოდან ექიმი, პროფესორი ვარლამ გუჯაბიძე ძალით წამოიყვანეს, თვალები აუხვიეს და კონსპირაციულ ბინაში ამგვარად მიიყვანეს. 

– გმადლობთ, ექიმო. ყველა თქვენ რეკომენდაციას შევასრულებთ. ეს კი თქვენ, დაიმსახურეთ, – უთხრა ბერიძემ ექიმს, ჯიბეში ათასი მანეთი ჩაუდო და ხელი ჩამოართვა. 

ხელი ჩამოართვა ექიმს კოტე შავდიამაც და, წვრილად დაკეცილი ქაღალდი შეუმჩნევლად ჩაუდო ხელში, მარცხენა ხელი მაგრად მოუჭირა მუჭზე, რითაც ანიშნა, დამალეო. 

 ექიმი „არამიანცის“ საავადმყოფოში დატოვეს და წავიდნენ. პროფესორმა ხელში ჩაბღუჯული ქაღალდი გაშალა და წერილი წაიკითხა: „ექიმო, მე მილიციის თანამშრომელი ვარ. ამ ნომერზე დარეკეთ და ყველაფერი მოუყევით. ვიმყოფები ლოტკინის მთაზე. ზუსტი მისამართი არ ვიცი. ტყიური აქ არის. სოჭის საიუველირო მაღაზია ჩვენ გავძარცვეთ. 

ბანდის აყვანის ოპერაცია დაიწყო. თუმცა, სახლში რომ შევიდნენ, მხოლოდ რვა ბანდიტი და გივი კობახიძე შეიპყრეს, რომლებსაც ეძინათ. ტყიური და ნუგზარ ბერიძე სახლში არ აღმოჩნდნენ. ყველაფერი მას მერე გახდა ნათელი, რაც გივი კობახიძემ საიდუმლო გვირაბის არსებობის ამბავი გაამჟღავნა. გაქცეულ ბანდიტებს თან წაეღოთ მილიონ 125 ათასი მანეთის ღირებულების ნაძარცვი ძვირფასეულობაც. 

ცოტა ხანში, ზემო ვერის ერთ-ერთმა მცხოვრებმა, რომელიც მილიციის ფარული აგენტი იყო, კალინინის (მთაწმინდის) მილიციის ოპერს შეატყობინა, რომ მის მეზობელს, კობა ჩაჩუას სახლში საეჭვო პირები ჰყავდა. საუბრის შინაარსის გაშიფვრის შედეგად, მილიციის ოპერებმა დაადგინეს, რომ ჩაჩუასთან ძებნილები იმალებოდნენ და ისინი, იმავე საღამოს დააკავეს. დაკავებულები კი, ნუგზარ ბერიძე და მიხეილ ქურდიანი, იგივე ტყიური აღმოჩნდნენ. ტყიური და მისი ბანდა გაასამართლეს და თითოეულ მათგანს სხვადასხვა ვადით პატიმრობა განუსაზღვრეს. 

скачать dle 11.3