კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რატომ ყრიდნენ ძველი ეგვიპტელები ქალიშვილებს ნილოსში

ღმერთები და დემონები ძველი მეფობის შუა პერიოდამდე მაინც, ეგვიპტელთა იმქვეყნიურ ცხოვრებაში არ ერეოდნენ. მოგვიანებით, იმქვეყნიურ სამყაროში მრავალი საშინელება გაჩნდა, რომლებიც მიცვალებულებს ემუქრებოდნენ, დაარსდა ოსირისის სასამართლო, რომელზეც ღმერთებს შეეძლოთ, განსვენებულის გასამართლება წამების სასჯელის მიზღვით და მთლიანად განადგურებითაც კი. მაგრამ ძველი მეფობის დასასრულამდე (დაახლოებით ოცდამესამე საუკუნემდე ჩვენს ერამდე) ეგვიპტელ მიცვალებულებს არავითარი თავდასხმა არ ემუქრებოდათ და ღმერთების მფარველობასაც კი არ ითხოვდნენ – მათი გამოსახულება საერთოდ არ არსებობდა ძველი აკლდამების კედლებზე. ადამიანი, რომელიც ახერხებდა სამართლიანად თუ უსამართლოდ მოხვედრილიყო იმქვეყნიურ სამყაროში, სამუდამოდ რჩებოდა იქ, რათა უწყინრად ეარსება. ამიტომ, არ შეიძლება გამოირიცხოს, რომ მათი მსახურები ნებაყოფლობით მიჰყვებოდნენ თავიანთ მბრძანებლებს, უპირატესობას ანიჭებდნენ რა იმქვეყნიურ მარადისობას, ვიდრე ამქვეყნიურ არახანგრძლივ და არასამუდამო ცხოვრებას, თუნდაც სიკვდილზე წასვლის ფასად – მეორედ ხომ ასეთი შანსი შეიძლება, აღარც მისცემოდათ.

მას შემდეგ უკვე ყველა, ფარაონებიც კი, მსახურთა ნახატებითა და სკულპტურული გამოსაუხლებებით კმაყოფილდებოდნენ. აზრს არ იყო მოკლებული, რომ გარდა მსახურებისა, მბრძანებლებს იმქვეყნიურ სამყაროში შეიარაღებული დაცვაც გაეყოლიებინათ, რამდენადაც დადგა დრო, როდესაც ეგვიპტის იმქვეყნიურ სამყაროში ყოველგვარმა საშინელებებმა იწყეს ფუთფუთი. აქ გაჩდნენ საშინელი „ვირების შემსანსვლელიც“ და „მილიონთა შთანმთქმელიც“, ნიანგებიც და ერთობ საშიში ბეჰემოთებიც... ისინი ემუქრებოდნენ ოსირისის სასამართლოსკენ მიმავალ გზაზე დამდგარ მიცვალებულთა სიცოცხლეს. ამ უწმინდურებასთან შესაბრძოლებლად ეგვიპტელებმა თავიანთ აკლდამებში მთელი შეიარაღებული რაზმების „ჩაწვენა“ დაიწყეს. მაგალითად, ნომარხმა (ოლქის მმართველი) მესეთხიმ, მეათე დინასტიაში მცხოვრებმა (მესამე ათასწლეულის მიწურულს), თან გაიყოლა რაზმი, რომელიც 90 სულისგან შედგებოდა: ორმოცი შუბოსანი და ორმოცი მშვილდოსანი ნუბიელი. მაგრამ ნომარხს სისხლი არ დაუღვრია: ყველა მეომარი წარმოდგენილი იყო სტატუეტის სახით.

ჩვენს ერამდე მეორე ათასწლეულის შუა ხანებში ეგვიპტელთა საფლავები უამრავი სტატუეტით, ეგრეთ წოდებული უშეტბებით, ივსება, რომელთა მოვალეობა გახლდათ, არა იმდენად თავიანთი ბატონის მომსახურება, არამედ მისი შეცვლა, როდესაც მიცვალებულს საზოგადოებრივ სამუშაოზე მოუხმობდნენ. რამდენადაც ამქვეყნიურ ცხოვრებაში ეგვიპტელებს პირადი თავისუფლება არ გააჩნდათ და ნებისმიერი მათგანი შეიძლებოდა, ნებისმიერ მომენტში გაეწვიათ საზოგადოებრივ-სასარგებლო საქმის საკეთებლად, არავისთვის საეჭვო არ იყო, რომ საიქიოშიც იგივე ხდებოდა. გარდაცვლილი ეგვიპტელი, მიუხედავად იმისა, რომ ღმერთს უთანაბრდებოდა და ოსირისის სახელს იღებდა, შეიძლება, მობილიზებული ყოფილიყო ქვიშის გადაზიდვასა და არხების გათხრაზე. ეს უსამართლობა უნდა გაექარწყლებინათ უშუბტებს, რომლებიც მიცვალებულის სახელის ამოძახებაზე უნდა შეხმიანებოდნენ – „აქ ვარ“.

რაც შეეხება მსხვერპლშეწირვებს სხვა საბაბით, იმ ისტორიულ პერიოდში ეგვიპტელები ადამიანებს მსხვერპლის სახით არ იყენებდნენ. ეგვიპტურმა ხელოვნებამ დიდძალი გამოსახულება შემოგვინახა, რომლებზეც მეფეები კლავენ ტყვედ აყვანილ მტრებს. თუმცა, ასეთ სცენებში, როგორც წესი, ღმერთებიც მონაწილეობენ, მაგრამ ისინი მეფის მრავალ გამოსახულებაზე ჩანან, რითაც თავიანთი ავტორიტეტით ამტკიცებენ მის ყოველ ქმედებას.

უდიდესი ეგვიპტოლოგი მ. ა. კოროსტოვცევი წიგნში „ძველი ეგვიპტის რელიგია“ წერს: „კატეგორიულად უნდა იქნეს უარყოფილი ზოგიერთი ეგრეთ წოდებული სამეცნიერო-პოპულარული წიგნების ფურცლებზე არსებული აბდაუბდა მტკიცებები, თითქოსდა ძველ ეგვიპტეში ნილოსის ღმერთს ყოველწლიურად ახალგაზრდა ქალს სწირავდნენ მსხვერპლად. ამ ინფორმაციას, როგორც ჩანს, საფუძვლად დაედო პლუტარქეს ცნობა რომელიღაც ფარაონზე, რომელმაც ვითომცდა ნილოსს საკუთარი ქალიშვილი შესწირა მსხვერპლად“.

კოროსტოვცევი მიიჩნევს, რომ მითი ქალიშვილის ნილოსისთვის შეწირვის შესახებ, სათავეს იღებს ჩვეულებიდან, რომელიც მიუხედავად ეგვიპტის ქრისტიანიზაციისა, შემოინახა ხალხური ტრადიციის სახით არაბთა მიერ ეგვიპტის დაპყრობამდე. ნილოსის ნაპირებიდან გადმოსვლის დროს, ეგვიპტელები მდინარეში უშვებდნენ ხომალდს, რომლის ბორტზე ქალიშვილი იმყოფებოდა, რომელიც ქალღმერთ ისიდას, ხატორის ან ნეიტის როლს თამაშობდა. ხომალდი მიემართებოდა იმ ნაგებობისკენ, სადაც მდინარის სიღრმის გაზომვა ხდებოდა. გოგონა-ქალღმერთი, ამასთანავე ბუნებრივად, ყველა აუცილებელ რიტუალს ასრულებდა, მაგრამ წყალში მას არ აგდებდნენ, ის ნაპირზე ცოცხალი და საღ-სალამათი ბრუნდებოდა. მაგრამ, ბერძნებსა და რომაელებს, რომელთათვისაც ადამიანთა მსხვერპლშეწირვები ფრიად ჩვეულებრივი საქმე იყო, ვერ შეძლეს, დაეჯერებინათ ეგვიპტელთა ასეთი უწყინარი პრაქტიკა და ის თავისებურად ახსნეს, გადააკეთეს.

საინტერესოა ერთი ფაქტი – მართალია, ძველი ეგვიპტელები ქალიშვილებს ნილოსში არ ჰყრიდნენ, მაგრამ თანამედროვე კაიროში ყოველ აგვისტოს ტარდება ნილოსისადმი თაყვანისცემის დღესასწავლი – „ვაფაა ელ-ნილი“. ამ დღეს, ვითომცდა, ძველად შესრულებული მსხვერპლშეწირვების ხსოვნისთვის, მდინარეში საზეიმო ვითარებაში ხტება ლამაზი ქალიშვილი, რომელმაც აუცილებლად იცის ცურვა.

скачать dle 11.3