კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რა აღმოაჩინეს მეცნიერებმა ძველი ეგვიპტის მეთვრამეტე დინასტიის ერთ-ერთ სამარხში და რა კავშირი აქვს ამ აღმოჩენასთან საქართველოს

მეოცე  საუკუნის 20-იან წლებიდან არიული თეორია ნაციზმის იდეოლოგიის ნაწილი გახდა. მათ სჯეროდათ, რომ არიელების სამშობლოდ მიჩნეული იყო ჩრდილოეთ ევროპა, რომელმაც სუფთა არიული რასობრივი ტიპი შეინახა. ნაცისტთა ერთ-ერთ თეორიულ დასაყრდენს წარმოადგენდა ფრანგი სოციოლოგისა და მწერლის, ჯოზეფ გობინოს მოსაზრება, რომელიც ჩრდილოეთ არიელებში გულისხმობდა ქერათმიან და ლურჯთვალება წარმომადგენლებს თეთრი რასისა, რომელსაც ის აყენებდა კაცობრიობის ყველაზე მაღალ საფეხურზე. ნაციზმის მთავარი იდეოლოგი, ჰიტლერი არიელებს მიაწერდა ყოველგვარ მიღწევას ხელოვნებაში, მეცნიერებაში, ტექნიკაში. მისი აზრით, მათ უფლება ჰქონდათ, ებატონათ სხვებზე. არიულ თეორიაზე,  მის ჩამოყალიბებაზე, არსსა და კრახზე ვისაუბრებთ ჩვენს რუბრიკაში ისტორიის დოქტორის, ფოთის კოლხური კულტურის მუზეუმის უფროსი მეცნიერ-თანამშრომლის, ზურაბ სულაბერიძის მასალებზე დაყრდნობით. 

არიულ თეორიას ხანგრძლივი ისტორია აქვს. სიტყვა „არია” თანამედროვე გაგებით ქვეყნის სახელწოდებაა და მომდინარეობს ძველი არიანადან – „არიელების ქვეყანა”, რაც პროტოინდოევროპულ ენაზე ნიშნავს „კეთილშობილს”, „თავისუფალს”. ეს ტერმინი იხმარებოდა სასანიანთა სახელმწიფოს ძირითადი ნაწილის აღსანიშნავად. თვითონ ძველი ირანელები თავიანთ ქვეყანას ყოველთვის ამ სახელით მოიხსენიებდნენ. ევროპელებმა კი სპარსეთი (პერსია) შეარქვეს ცენტრალური ოლქის ფარსის, ანუ პარსის სახელის მიხედვით. 

მეთვრამეტე საუკუნეში ლინგვისტებმა გააკეთეს მოულოდნელი აღმოჩენა. კერძოდ, კელტურ, ძველ გერმანულ, სპარსულ, ბერძნულ და ინდურ ენებს შორის მოძებნეს გარკვეული კავშირები და ამ ენობრივ ერთობას „ინდოევროპული ენები” უწოდეს. ამაზე დაყრდნობით, მეცნიერებმა წამოიწყეს ახალი ვერსია ერთიანი პროტო ენის არსებობის შესახებ, რომლის მატარებელი იყო მსხვილი ეთნიკური ჯგუფი. მრავალთაგან ერთ-ერთი თეორიის მიხედვით, ერთ-ერთი მატარებელი არიული ენისა ინდო-გერმანელები იყვნენ, რომლებმაც თავიანთი კულტურა მთელ ევრაზიაში გაავრცელეს. მეცნიერ-მკვლევართა შორის, რომლებიც დაინტერესებული იყვნენ ამ საკითხით, აღსანიშნავია მეცხრამეტე საუკუნეში მოღვაწე გერმანელი მეცნიერი ფრიდრიხ შლეგელი. მან ძველ ინდურ თქმულებებში მოძებნა ცნობები ირანის ჩრდილოეთით არსებული ტერიტორიებისა და ხალხების შესახებ. 1805 წელს შლეგელი წერდა, რომ ინდური ენა იყო ბევრად უფრო ძველი, ვიდრე ბერძნული და ლათინური ენები და დასძენდა, რომ სხვა ენები ამ ენისგან იღებდნენ საფუძველს. თავის ნაშრომში შლეგელი ტერმინ „არიას” იყენებდა, როგორც სინონიმს დაუმარცხებელი მებრძოლებისა, რომლებიც ჩამოვიდნენ ჰიმალაიდან და განახორციელეს ევროპის კოლონიზაცია. წლების განმავლობაში გაწეული კვლევების შედეგად, 1819 წელს შლეგელმა პირველად გამოიყენა ტერმინი „არიელი”, რომელიც წარმოადგენდა ეთნიკურ ჯგუფს და მასში შედიოდნენ გერმანელები და ინდოელები. მართალია, არიელებზე გაცილებით უფრო ადრე საუბრობდა ჰეროდოტე, მაგრამ შლეგელმა გააძლიერა ძირი – „არი”, რომელსაც ის წარმოთქვამდა ეტიმოლოგიური ნათესაობით საიტყვა „პატივისცემასთან.” მოგვიანებით, აქედან წარმოიქმნა შეხედულება ერთგვარი მბრძანებლური უფლების მქონე რასის შესახებ.

შლეგელის მოსწავლემ ქრისტიან ლესელმა საბოლოოდ განამტკიცა არიული თეორია. მან ერთმანეთს დაუპირისპირა სემიტური და არიული ენები. ასეთი სახით არიელთა თეორიამ ფართო აღიარება მოიპოვა ევროპაში. 

მეოცე საუკუნის ოციან წლებში გავრცელდა ეგრეთ წოდებული არიული რასის „ჩრდილოეთის ვერსია”. ეს ვერსია საინტერესოა იმ მხრივ, რომ გერმანიის მესამე რაიხი ჩრდილოეთს მიიჩნევდა სინონიმად ნამდვილი, სუფთა „არიელობისა”.

არიული თეორიის ფუძემდებლების კვლევის ობიექტში შედიოდნენ ცენტრალური და ჩრდილოეთ კავკასიის ტერიტორიაზე დასახლებული ხალხები, რომელთა ნაწილს შეადგენს ქართველები, კერძოდ კი, სვანები. არიულ-კავკასიურ ურთიერთობასთან დაკავშირებით, აღსანიშნავია ედუარდ მეიერის მიერ გამოხატული ყურადღება ფლორენციის მუზეუმში დაცულ ეტლზე, რომელიც ძველი ეგვიპტის მეთვრამეტე დინასტიის ერთ-ერთ სამარხში იყო აღმოჩენილი. მეიერი აღნიშნავდა, რომ ხის მასალა, რომლითაც არის დამზადებული ეტლი კავკასიური წარმოშობის არყის ხეა და გამოთქვამდა ვარაუდს, რომ არიელები აღმოსავლეთში კავკასიონის მთაგრეხილიდან გადმოვიდნენ, როგორც ეს განახორციელეს კიმერიელებმა და სკვითებმა. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ კავკასიაში ქვეყანა, სადაც ხარობს არყის ხეები, ძირითადად არის საქართველო. საქართველოში 5 სახეობაა არყის ხეებისა. ასევე, სამეცნიერო ლიტერატურაში აღნიშნულია, რომ არიელთა თავდაპირველი საცხოვრისის დადგენის თვალსაზრისით, წიფლის ხემ დიდი როლი შეასრულა.

არიული ელემენტების გავლენა შეინიშნება ძველი ხეთების მრავალ მონუმენტში, რომლის ანალოგი გვხვდება კავკასიასა და ელამში. გარდა ამისა, ევროპის ცნობილ მეცნიერთა მიერ მოყვანილია არაერთი საფუძვლიანი მტკიცება, რომ კავკასია წარმოადგენდა მნიშვნელოვან დამაკავშირებელ რეგიონს არიელთი ტომებისათვის ევროპისა და აზიის კონტინენტებს შორის ურთიერთობის საკითხში. მათივე შეხედულებით, სავსებით შესაძლებელი იყო ინდოევროპული მოდგმის ხალხი, ანუ არიული ტომები კავკასიის გავლით გადასახლებულიყვნენ ცენტრალურ ევროპაში, რასაც ადასტურებს კავკასიისა და ევროპის გალშტატის კულტურაში აღმოჩენილი არქეოლოგიური მასალები.

სვანებს და არიულ რასას შორის კავშირი ალბათ, არ უნდა ჩაითვალოს მხოლოდ და მხოლოდ მოარულ ხმებად. სამწუხაროდ, ქართულ მეცნიერებაში არც არსებობს ფუნდამენტური გამოკვლევები აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, მაგრამ ვინც გაეცნობა ჩაილდის, შანტრეს, ვიხროვისა და სხვათა შრომებს, დარწმუნდება, რომ ეს კავშირი ნამდვილად არსებობს. ვიდრე რამდენიმე საკითხს შევეხებოდეთ სვანურ-არიული კავშირის შესახებ, უნდა აღვნიშნოთ, რომ კავკასიური რასა, როგორც ტერმინი თეთრი რასის განსაზღვრებისა, პირველად შემოიტანა იოჰან ბლუმენბახმა. მეცნიერი კავკასიური რასის შემადგენლად მიიჩნევდა ევროპის, სამხრეთ აზიისა და ჩრდილოაღმოსავლეთ აფრიკის ხალხებს. ის კავკასიურ რასას მიიჩნევდა ყველაზე უფრო სუფთა რასად. მეოცე საუკუნის 20-იანი წლების სხვა გერმანელი ანთროპოლოგების მსგავსად, ბლუმენბახი კავკასიურ რასას აკუთვნებდა ცენტრალური და ჩრდილოკავკასიის ტერიტორიაზე მცხოვრებ ხალხებს: ალანებს, ვაინახებს (ჩეჩენ-ინგუშებსა) და სვანებს. ამ ხალხებს ბლუმენბახი უწოდებდა თეთრ არიულ  (ევროპულ) ანუ კავკასიურს. 

ბლუმენბახის თეორია არ ყოფილა შემთხვევითი. მეცნიერს, რომელიც ატარებდა „გერმანიის მაგისტრის” წოდებას, თავის დროზე გააჩნდა მსოფლიოში ადამიანთა თავების ყველაზე დიდი კოლექცია. მეცნიერული შედარებით, ბლუმენბახი მივიდა დასკვნამდე, რომ „კავკასიური” მეტ-ნაკლებად შეესაბამებოდა იმ რასას, რომელიც განასახიერებდა არიულს. ამ ახსნას ხელს უწყობდა ის გარემოებაც, რომ კავკასია თავისი ბარითა და მთაგრეხილებით, უძველესი დროიდან ევროპასა და აზიას ყოფდა არა მარტო გეოგრაფიული, არამედ მისტიკური თვალსაზრისითაც. ასევე, კავკასია ბიბლიური ნოეს წარღვნის შემდეგ პირველი ადგილი იყო, სადაც ხალხმა დაიწყო ცხოვრება. 

„კავკასიური რასის” თეორია ცნობილი იყო ასევე, მეოცე საუკუნის 20-იანი წლების საბჭოთა კავშირში.

კომუნისტური იდეოლოგების მიერ ეს თეორია ამოღებულ იქნა მეცნიერული მიმოქცევიდან და მისი ადგილი დაიჭირა „ევროპეიდულმა” თეორიამ. მაგრამ, მეოცე საუკუნის 50-იანი წლებიდან „კავკასიური რასა” კვლავ იქნა წამოყენებული კვლევის საგნად, ძირითადად, ქართველი მეცნიერების მიერ. 

ჩვენ შეგვიძლია, მოვიყვანოთ რამდენიმე მაგალითი არიელებსა და სვანებს შორის კავშირის შესახებ. პირველ ყოვლისა, არიელების მსგავსად, სვანებისთვისაც უმნიშვნელოვანესი იყო სისხლის სიწმინდის დაცვა. ძველი მოგზაურები აღნიშნავდნენ, რომ სვანები მემკვიდრე ვაჟიშვილის არყოლის შემთხვევაში, სხვა გვარის წარმომადგენელს, თუნდაც სიძეს, ქმარს ერთადერთი გარდაცვლილი ქალიშვილისა, არასოდეს აღიარებდნენ მემკვიდრედ გვარისა და ოჯახისა. მსგავსი დამოკიდებულება გვხვდება ძველი კელტებისა და ინდოელების სოციალურ ურთიერთობებში.

მსგავსებაა სვანებსა და არიელებს შორის, ასევე, ქალის უუფლებობაში სამემკვიდრეო ქონებაზე. სვანების მსგავსად, ქალი სავსებით უუფლებოდ ითვლებოდა მემკვიდრეობით ქონებაზე რომაულ და გერმანულ სამართალში. ასევე, ძველი გერმანელების მსგავსად, დანიშნულისა და ჯვარდაწერილი ცოლის მიტოვება, გაგდება ქმარს არ შეეძლო. მსგავსებას ვხვდებით ძველ სასამართლო  ურთიერთობების, კერძო და საჯარო ჯარიმის განსაზღვრისა და კლასობრივი ურთიერთობების სხვა საკითხებშიც. 

ძველი ანგლოსაქსური სამართლის მსგავსად, დამნაშავის დასჯა ძველ სვანებში ხორციელდებოდა მიწის ჩამორთმევის, საქონლის, იარაღისა და ფულის გადახდით. სიკვდილით დასჯისა და სხვა სხეულის დაზიანების დასჯის მეთოდს ძველი სვანური ჩვეულებითი სამართალი არ იცნობდა, თუმცა როგორც ცნობილი მკვლევარი ბესარიონ ნიჟარაძე აღნიშნავდა, შეიძლება შევხვდეთ დამნაშავის სახალხოდ ჩაქოლვის, ოჯახის ყველა წევრის ფიზიკურად გასწორების და სხვა დასჯის ფორმებსაც, რაც ძალიან ცოტა იყო და ძირითადად ხდებოდა, ისეთი დანაშაულის ჩადენისას, როგორიცაა სექსუალური ძალადობა, სიწმინდეების შებღალვა და სხვა.

 სვანეთში ასევე, ვხვდებით საყოველთაოდ ცნობილ ვედურ მზის სიმბოლოებსაც, მაგალითად სვასტიკას, ბორჯღალოს, რამაც არაერთი მეცნიერისა და მკვლევარის ყურადღება მიიქცია.

არიულმა თეორიამ კრახი განიცადა მას შემდეგ, რაც მეოცე საუკუნის 30-იანი წლებიდან გახდა ნაციზმის იდეოლოგიის ნაწილი. ნაციზმის იდეოლოგთა მიერ არიელების სამშობლოდ მიჩნეული იყო ჩრდილოეთი ევროპა, რომელმაც შეინახა სუფთა არიულრასობრივი ტიპი. ეს იყო ნამდვილად ცრუ შეხედულება ჩრდილოევროპის ხალხთა რასობრივი უპირატესობის შესახებ. თუ რით დასრულდა ნაციზმის ამგვარი იდეოლოგია, ეს ყველამ კარგად უწყის.

скачать dle 11.3