კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

“სტუდია “გვირილას„ ზამთრის მელოდიები„

ახლახან ფილარმონიაში  გაიმართა ფესტივალი – „სტუდია „გვირილას” ზამთრის მელოდიები.” ღონისძიებაში მონაწილეობდნენ საზოგადოებისთვის საყვარელი ცნობილი სახეები: მომღერლები –  ბესო კალანდაძე, ნუგზარ კვაშალი, ბორის ბედია, მარკუს მეტრეველი; ასევე, ბიძინა მახარაძე და ომარ მხეიძე. 

საბავშვო ფესტივალი გაიხსნა კომპანია „ჰუმანას” ჰიმნით. ფესტივალზე დარიგდა უამრავი გემრიელი იუგურტი კომპანია „ჰუმანასაგან”. 

ღონისძიების წამყვანი, მომღერალი ნუგზარ კვაშალი: ყველა პატარას მინდა მოვეფერო. სხვათა შორის, ფესტივალზე დარიგდა „ჰუმანას” უგემრიელესი პროდუქცია და, მე და ჩემი ოჯახი ყოველ დილას „ჰუმანას” ფაფებით ვიწყებთ. 

ღონისძიებას ესწრებოდნენ ბავშვები სოციალურად დაუცველი ოჯახებიდან. აღსანიშნავია, რომ კომპანია „სოკარი” დიდ თანადგომას უცხადებს საქართველოში მცხოვრებ სოციალურად დაუცველ ოჯახს. ღონისძიებას ესწრებოდნენ სტუმრები ბაქოდან. 

ნაზიმ მამადოვი (სტუმარი ბაქოდან): „ჩვენ ყოველ წელიწადს ჩამოვდივართ ფესტივალზე. დიდ მადლობას ვუხდით კომპანია „სოკარს”, რომელიც ეხმარება სოციალურად დაუცველ ოჯახებს”.

ფესტივალზე სტუდია „გვირილას” მიერ შესრულდა ყველა დროის საყვარელი ქართული სიმღერები, რამაც მაყურებლის დიდი მოწონება დაიმსახურა.

ერნა წიფურია (ანსამბლ „გვირილას” ხელმძღვანელი): მინდა, დიდი მადლიერების გრძნობით მოვიხსენიო ყველა კომპანია ვინც ბავშვების გვერდით იდგა: ლუდსახარში „ზედაზენი”, „კულა”, „სოკარი”, „ორიფლეიმი” და „ჰუმანა,” რომლებიც არაერთგზის იყვნენ ჩვენი პატარების თანამდგომები. დიდი მადლობა მათ!

ღონისძიებას უძღვებოდნენ: ნუგზარ კვაშალი, გიგო გამთენაძე და პროექტის ავტორი – ნინიკო ჩიხლაძე.        

ნინიკო ჩიხლაძე: მინდა, ეს წელი საქართველოსთვის და სტუდია „გვირილასთვის” იყოს ფეხბედნიერი და საუკეთესო. წინსვლა და წარმატება „გვირილებს!”          

скачать dle 11.3