კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ცივი ლუდი – ფსიქიატრიულში

ერთხელ ნოდარ დუმბაძე ავად გახდა.

მე, ჩემმა კოლეგამ, ავთო ადეიშვილმა და კიდევ ერთმა კოლეგამ ავადმყოფის ნახვა გადავწყვიტეთ და სახლში „დავადექით“.

– როგორ ბრძანდებით, ბატონო ნოდარ? – მოვიკითხეთ.

– ქე ვარ, ძამა, ლენინივით.

– როგორ თუ ლენინივით? – გაგვიკვირდა მაშინ, თორემ მერე და მერე მთელ საქართველოში  გავარდა ეს დიალოგი ანეკდოტად.

– როგორ, ძამა და, მკვდარი ვარ და არ მასვენებენ.

აგვიტყდა ურა-სიცილი.

– რა ჯობია, ახლა ამ სიცხეში ჩაციებულ ლუდს, – მოიწყინა ბატონმა ნოდარმა.

–„პივბარში“ დაგბატიჟებთ! – გამოვიდეთ თავი.

– ეჰ, არ შეიძლებაო – ექიმებმა, თვარა, ბარი მეც ქე ვიცი, სადაცაა. აქედან რო გახვალთ, ჩემს დილიხორზე აუცილებლად მიირთვით ცივი ლუდი, თქვენც გაგიხარდებათ და მეც. – მერე ავთოს რაღაცა უჩურჩულა ყურში. 

გამოვედით თუ არა, ატყდა ავთო – კაი ადგილი ვიციო. კაი პივაა იქ, ცივი და შესანიშნავი.

მანქანა ორსართულიან შენობასთან გავაჩერეთ.

ავთო ჩვენზე უფროსი იყო და დავალება მომცა:

– ვანო, გადადი ერთი, ძმურად, ადი მეორე სართულზე... დანომრილი „კუპეებია“. შედი ¹17 კუპეში და ბარმენს ჰკითხე, ტკაცუნა „ივერია“ სასისკი და ცივი ლუდი თუ გაქვთ-თქვა. თუ დაგეთანხმა, ფანჯრიდან გვანიშნე და ამოვალთ.

– კარგი, ბატონო.

ავუყევი კიბეს. მივადექი ¹17 კუპეს. დაკეტილია. დავაკაკთუნე – ერხელ, მეორედ.

როგორც იქნა, გაიღო კარი და თეთრხალათიანმა კაცმა გამოიხედა.

– შეიძლება?

– მობრძანდით, მობრძანდით, – არაჩვეულებრივად თავაზიანად მიმიპატიჟა.

– ადგილი გაქვთ? – სამნი ვართ ჩვენ.

– რამდენიც გაგიხარდებათ. აბა, რას ვაკეთებთ აქ ჩვენ?!

– ისა, პივა თუ გაქვთ, ცივი?

– ბატონო?

– პივა თუ გაქვთ, პივა, ცივი?

– მე გავიგონე, პივა თუ გაქვთო.

– დიახ, სწორად გაიგონეთ, ბატონო.

– პივა არა? მაშასადამე...

– დიახ...

– ცივი, ხომ.

– დიახ.

– გვაქვს, აპა არა, შე კაცო?

– ძალიან კარგი... ტკაცუნა „ივერია“ სასისკი?

– სასისკი? კი, რა თქმა უნდა, სულ ახალი მიღებული გვაქვს, – თავაზიანად გამიღიმა დამხვდურმა.

– ძალიან კარგი. ფანჯარა საითაა?

– რა ფანჯარა, კაცო?

– ფანჯარა... ქუჩაში გამავალი.

– ფანჯარა რად გინდა? – აქედან გადახტომა და მით უმეტეს – გადავარდნა აკრძალულია ინსტრუქციით.

– გადახტომა არა ის... ავთოს დავუძახებ-თქვა.

– ავთოს? ავთო ვინაა?

– ჩემნაირია ისიც, პივა უყვარს იმასაც,

 – აა, იმასაც უყვარს ხომ?

– ძალიან.

– კარგი, მობრძანდი, აგერაა ფანჯარა.

– გაგახაროთ ღმერთმა! – აჩქარებული ნაბიჯებით წავედი ფანჯრისკენ.

– სტოპ! – დამიძახა კაცმა – მეტი წინ აღარ წახვიდე აქედან დაუძახე.

– მოიცა, გავაღებ – დავეპაწკურე ფანჯრის საკეტს.

– ვერ გააღებ, ჩალურსმულია.

– რატომ, ბიძია?

– იმიტომ, რომ „სევოდნია ნე ლიოტნაია პაგოდა“, ჩაიცინა კაცმა და თავსივა ასისტენს (ალბათ, მუშაა – გავიფიქრე) მიმართა:

– კოლიას და ჟორას დაუძახე.

კოლია და ჟორა წამსვე „დაიჩითნენ“.

– ეს ჩაიყვანეთ ქვემოთ, მესამეში! ცოცხლად, ჰე, ცოცხლად!

– ჩვენ აქ გვირჩევნია, – გამოვიდე თავი, – კაი ჰაერია აქ. ისე, ფანჯარაც რომ იღებოდეს, უკეთესი კი იქნებოდა, მაგრამ ჩალურსმული ყოფილა. არა უშავს. ერთ ფანჯარას ჩავამტვრევ, რა დაჯდება, ჰა, ჰა – 5 მანეთი.

– არაა საჭირო, ქვემოთ ჯობია, მესამეში, იქ ფანჯარაც იღება, ძმაო. 

არ იქნება, კი იქნებაში ამომიდგნენ გვერდებში კოლია და ჟორა. მომქაჩეს და მიმაფორთხიალებენ კიბეებზე.

– გაუშვით ხელი, თქვე იდიოტებო! – შემომესმა კიბეზე ამომავალი ავთოს ხმა. თან, ამათ უყვირის და თან კვდება სიცილით, – ჩვენიანია, ჩვენიანი!

ავთო კი იცინის, იცინის, კვდება სიცილით.

... მერე კი გაირკვა, თუ რა უჩურჩულა დუმბაძემ ადეიშვილს.

ისე კი, ჩემს თავზე მომდის ბრაზი.

კაცი იუმორისტი ხარ, თან „ნიანგის“ თანამშრომელი. შე ვირო, შენობაში რომ შედიხარ, წაიკითხე, რა: „ფსიქიატრიული საავადმყოფო“.

ნოდარის წამსვე გადაურეკეს – მაგრად „მოარტყიო“.

ვანო ცინცაძის ნაამბობის მიხედვით

 

„რესტორანა“

ბიძინას ვაჟიშვილის, გოგის ერთ მეგობარს მეტსახელად „რესტორანას“ ეძახიან. ერთხელაც, ხუთნი ბრუნდებოდნენ სოხუმიდან თბილისში და მატარებელზე ოთხი ბილეთის მეტი ვერ უშოვიათ. ისედაც გადავსებულ კუპეში „რესტორანას“ შემოუხედავს და უკითხავს:

– კი მაგრამ, მე რაღა ვქნა?

გოგიმ პასუხი არ დააყოვნა:

– შენ სასტავში ჩაები და ვაგონ-რესტორანი იქნებიო.

 

ბიძინა კვერნაძის მოგონებებიდან

скачать dle 11.3