კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

შეკითხვა ასტროლოგს

კითხვა: ჩემი შვილი დაიბადა 2003 წლის 21 ივლისს, დილის 7 საათსა და 30 წუთზე. რა არის მისი კარმული მისია, რომელ პროფესიაში ელის წარმატება და რომელ ქვეყანაშია სასურველი მისი მოღვაწეობა?

პასუხი: მისი კარმული მისია უკავშირდება მის ხასიათში არსებული ისეთი თვისებების წინა პლანზე წამოწევასა და განვითარებას, როგორებიცაა: ორგანიზებულობა, დისციპლინა, შეუპოვრობა, მიზანსწრაფვა, მოთმინება, შრომისუნარიანობა, პრაქტიკულობა, ფულის ყაირათიანი ხარჯვა და გადანაწილება, ნებისყოფა, სისუფთავე და წესრიგი. ასევე, უნდა იყოს მარტოხელა მებრძოლი, ჰქონდეს საქმისადმი სერიოზული მიდგომა, პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა, იყოს დემოკრატი, თავისუფალი არჩევნის უფლება დაუტოვოს სხვებს. ისწავლოს ინტუიციაზე დაყრდნობა, დიპლომატიურობა ურთიერთობაში; სადაც საჭიროა, უნდა შეძლოს სპონტანური იმპროვიზაცია, ორიგინალური თვითგამოხატვა, არასტანდარტული მოქმედება და უნდა დაეყრდნოს უანგარო პრინციპებს – ამით ის შეასრულებს თავის კოსმიურ მისიას და წინ წავა ცხოვრებაში. პროფესიებიდან კი მისთვის კარგი და წარმატების მომტანია: სცენარისტობა, დრამატურგია, რეჟისურა, მედიცინის ფართო სპექტრი; საბანკო, ეკონომიკური, სავაჭრო-საფინანსო საქმიანობის ფართო სპექტრი; ჟურნალისტიკა, რადიო, ტელევიზია, პრესა, სარეკლამო და საგამომცემლო ინდუსტრია, პედაგოგიური მოღვაწეობა, ლინგვისტიკა, სოციოლოგიის ფართო სპექტრი; ტექნიკა-მექანიკის, ავტომატიკის, კავშირგაბმულობის სხვადასხვა სფეროები; საკონსტრუქტორო, საგამომგონებლო საქმიანობა, კომპიუტერული ტექნოლოგიები, აუდიო-ვიდეო სისტემები, პროგრამული სისტემების ბიზნესი ან შემოქმედება, ავიაციის ბიზნესი ან შემოქმედება, საინჟინრო საქმიანობა. რაც შეეხება უცხოეთს, ის მისი კოსმიური მისია ან დიდი წარმატების ფაქტორი არ არის, თუმცა, არც ცუდია. ქვეყნებიდან უკეთესია: გერმანია, იაპონია, ხორვატია, ინდოეთის დასავლეთი ნაწილი, ლიტვა, საბერძნეთი, ესპანეთის ანდალუზიის მხარე, კუნძული კრეტა; ამერიკის შეერთებული შტატებიდან – ვირჯინიის შტატი; შვეიცარიის ჩრდილოეთი ნაწილი, თურქეთის დასავლეთი მხარე, ბელორუსია, რუსეთი, პოლონეთი, შვედეთი, კოლუმბია, ჩილე, სამხრეთ აფრიკა, სლოვაკეთი, კანადა, ფინეთი და ახალი ზელანდია.

კითხვა: ჩემი შვილი დაიბადა 1998 წლის 9 დეკემბერს. უნდა უცხოეთში წასვლა, იქ სწავლა და მუშაობა. ასტროლოგიური კუთხით რომელი ქვეყნებია მისთვის მისაღები?

პასუხი: უცხოეთი მისთვის დიდი წარმატებების მომტანი არ არის, თუმცა, იქ წასვლა და ძალების მოსინჯვა ნამდვილად ღირს. ქვეყნებიდან კარგია: ინგლისი, დანია, ავსტრალია, შვედეთი, ყაზახეთი, სინგაპური, მალაიზია.

კითხვა: დავიბადე 1984 წლის 8 მაისს. მინდა, უცხოეთში ვცადო ბედი. ასტროლოგიურად, რომელი ქვეყნებია ჩემთვის მეტად მისაღები?

პასუხი: თქვენი კარმულ-კოსმიური მისია სწორედ უცხოეთს უკავშირდება, ამიტომ, იქ გამგზავრება და ძალების მოსინჯვა თქვენთვის აუცილებელია. ქვეყნებიდან მისაღებია: ინგლისი, ავსტრალია, დანია, შვედეთი, ყაზახეთი, ვიეტნამი, ლაოსი, სინგაპური, მალაიზია, ჩინეთის აღმოსავლეთი ნაწილი, სამხრეთი საფრანგეთის, სერბეთი, სლოვენია, ესპანეთი და პორტუგალია.

скачать dle 11.3