კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

როგორ წარმოიშვა ქართული გვარ-სახელები

მამამთავრიშვილი

სიტყვას – მამა პრივილეგირებული მდგომარეობა უკავია ქართული გვარების წარმოქმნაში. ამ ფუძით გვაქვს გვარები: მამაგულაშვილი, მამგულაშვილი, მამადაშვილი, მამიაშვილი, მამისაშვილი, მამისიმედიშვილი, მამიჯვარისშვილი, მამუკაშვილი, მამუკაძე, მამუკელაშვილი, მამულაიშვილი, მამულაშვილი, მამულაძე, მამულოძე, მამუჩაშვილი, მამუქაძე და ასე შემდეგ. ასევე, გვხვდება რთულფუძიანი გვარებიც, მაგალითად: მამამთავრიშვილი, მამასახლისაშვილი, მამისარაშვილი, მამისბედაშვილი, მამისთვალიშვილი, მამიჯანაშვილი, მამაშალვიშვილი და ასე შემდეგ. როგორც ჩანს, თითოეულ რთულ ფუძეს აქვს გაჩენის კონკრეტული მიზეზი.

მამამთავარი უმაღლეს იერარქიასთანაა დაკავშირებული. სულხან-საბა ბრძანებს: „მამადმთავარი ესენი არიან: ადამ, აბელ, ნოე, აბრაჰამ და მისთანანი; ხოლო აწინდელიცა პატრიარქნი, ხოლო მერე მთავარი ეპისკოპოზთა მიერ წარგზავნილი სამწყსოსა შინა.”

საქართველოში 281 მამამთავრიშვილი ცხოვრობს: თბილისში – 183, ახალგორში – 36, გარდაბანში – 18. არიან სხვაგანაც.

ციხელაშვილი

გვარის ფუძეა საკუთარი სახელი ციხელა.

ადრინდელი გვარია ხოსიტაშვილი. წარმოშობილია მესხეთიდან, სოფელ გოგაშენიდან, ქვემო ქართლ-კახეთისკენ წამოსულ ხოსიტაშვილთა გვარიდან.

წლების წინათ გვარის ისტორია დაწვრილებითაა აღწერილი დმანისის რაიონულ გაზეთში.

სოფელ განთიადში მოსახლე ციხელაშვილები, გადმოცემით, ჯავახეთიდან ყოფილან გადმოსულნი, სოფელ გოგაშენიდან. ძველად ხოსიტაშვილნი ყოფილან.

ხოსიტაშვილებს გამოეყო სხვა გვარებიც.

საქართველოში 981 ციხელაშვილი ცხოვრობს: თბილისში – 350, დმანისში – 168, დუშეთში – 157. არიან სხვაგანაც.

კახიშვილი

გვარის ფუძეა მამაკაცის საკუთარი სახელი – კახაბერი. მისი კნინობით-ალერსობითი ფორმაა კახა და აქედანაა გვარი კახიშვილი. კახაბერიდან არის წარმოქმნილი ქართული გვარები: კახაბერაშვილი, კახაბერიძე, კახაბრიშვილი, კახაია, კახაშვილი, კახაძე, კახაჯორაული, კახიანი, კახიაშვილი, კახიშვილი, კახიძე. 

კახიშვილები თავადები იყვნენ. მათ გვარი ვახვახიშვილიდან მიიღეს. „თოთხმეტი თავადი ვახვახიშვილი, იყვნენ პირველ სამცხის თავადნი, ვახვახად წოდებულნი, მეფობასა დიმიტრისა, წელსა 1294-ისა, ხოლო უკანასკნელ მოვიდნენ კახეთსა შინა თელავს და დასახლდნენ მუნ და იწოდებიან ვახვახისშვილნად, თავადად, აგრეთვე, ბაზიერთ-ხუცისშვილადაც. ხოლო სახლის კაცნი ამათნი იწოდებიან ყორჩიბაშისშვილებად და კახისშვილებად... ყორჩიბაშისულსა გაუთვისდათ სახელისა გამო, რომელ ყორჩიბაში სპარსულად ნიშნავს აბჯართუხუცესობას, ხოლო კახისშვილთ მამულ სახელისა გამო გაუთვისდათ“ (იოანე ბაგრატიონი, შემოკლებითი აღწერა). 

საქართველოში 420 კახიშვილი ცხოვრობს: თბილისში – 192, კასპში – 44, ახალციხეში – 33. არიან სხვაგანაც.

გორგოშიძე

გორგოშიძეთა გვარში ფუძედ გამოყენებულია მამაკაცის საკუთარი სახელი გორგა.

გორგი უძველესი საკუთარი სახელია, რომელიც ბევრ ისტორიულ წყაროსა თუ ხალხურ პოეზიაში გვხვდება; ასევე, გვხვდება მამაკაცის საკუთარი სახელი გორგიშა, გორგოშა.

სხვათა შორის, გორგოშა გვხვდება ყველაზე ძველ ძეგლში – „ტბეთის სულთა მატიანეში“.

გორგა, აგრეთვე, საფუძვლად უდევს მეთერთმეტე-მეთორმეტე საუკუნეებში ერთ-ერთ ნაწარმოებ გვარს – გორგაეთს.

ზოგიერთმა მეცნიერმა საკუთარი სახელი გორგა გიორგისთან გააიგივა, რაც დაუშვებელი და მცდარია. ეს სახელი უფრო სპარსული სიტყვიდან – „გორგადან“ იღებს სათავეს, რაც ქართულად „მგელს“ ნიშნავს.

გორგოშიძე-გორგოშაძე გვარის ეტიმოლოგიას რამდენიმე მკვლევარი შეეხო. იოსებ ბექირიშვილმა ისინი გოშუა-გოშაძესა და გორგოშიათა გვარებს დაუკავშირა, რაც მართებული არ უნდა იყოს. როგორც ჩანს, მკვლევრებმა არ გაითვალისწინეს ის ფაქტი, რომ, გაცილებით ადრე, დაახლოებით მეცამეტე საუკუნის მეორე ნახევარში, გვხვდება გვარები გოშუანი და გოშვანი.

გორგოშაძე აჭარული გვარია, გორგოშიძე კი – მისი განაყოფი გვარი.

გორგოშაძეები გურიაშიც ცხოვრობენ, მაგრამ, მათი უმრავლესობა გორგოშიძედ არის ჩაწერილი.

ამ გვარის წარმომადგენლები ძირითადად ცხოვრობენ: კორინათში, აჭარისწყალში, ერგეთში, სიმონეთსა და ბათუმში. ეს გვარი თურქეთშიც გვხვდება, კერძოდ, მარადიდში, მაგრამ, აქ ისინი ოზგანად იწერებიან. როგორც ჩანს, მათი წინაპრები მღვდლები იყვნენ და მეტსახელად „ფაფაზი“ შეურქმევიათ, შვილები კი საბუთებში ფაფაზოღლად ჩაწერეს, ხოლო ზოგიერთი მათგანი – იმამოღლად.

1614 წელს სვიმონ გურიელმა თავისი მამულის მოსახსენიებლად ბაოჭულა გორგოშიძე აჭის წმიდა გიორგის შესწირა და გამოსაღები დაუწესა.

საქართველოში 83 გორგოშიძე ცხოვრობს: ზუგდიდში – 48, ქუთაისში – 17, თბილისში – 14. არიან სხვაგანაც.

გაბიდაური

გვარის ფუძეა საკუთარი სახელი გაბიდა.

სოფელ კოთოთაში გაბიდაური მოიხსენიება 1796 წელს, ერეკლე მეორის მიერ შედგენილ ყმების ნუსხაში.

1873 წელს, სოფელ ნამტვრევანში, მოხსენიებულია მახარობლიშვილი გაბიდაური.

საქართველოში 383 გაბიდაური ცხოვრობს. თბილისში 132, თეთრი წყაროში 93, თიანეთში 31. არიან სხვაგანაც.

აკადემიკოს იაკობ ახუაშვილის მასალების მიხედვით მოამზადა

ნონა დათეშიძემ

скачать dle 11.3