კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2019 (105)
ოქტომბერი 2019 (245)
სექტემბერი 2019 (197)
აგვისტო 2019 (236)
ივლისი 2019 (209)
ივნისი 2019 (208)

ადამი და ევა

მხოლოდ მოვალეობები

 

რამდენიც უნდა ვილაპარაკოთ, ოჯახში ფუნქცია-მოვალეობები მაინც იყოფა სქესის მიხედვით. ცუდია ეს თუ კარგი, ახლა ამაზე დავას აზრი არა აქვს. მთავარი ის არის, რომ, გვინდა თუ არ გვინდა, საყოფაცხოვრებო პრობლემებისა და ოჯახური მოვალეობების უდიდესი წილი და, შესაბამისად, ტვირთიც, ქალის სუსტ მხრებს აწვება. მამაკაცები შეგნებულად იყრუებენ ყურს და იბრმავებენ თვალს, რათა „არ შეიმჩნიონ,“ რამდენს შრომობს ქალი ოჯახში. შეიძლება, ეს იმიტომ ხდება, რომ ეშინიათ, არავინ მოსთხოვოს, გადაინაწილოს საქმე. რა ემართება ქალს ამდენი დაუნახავი ჯაფის წყალობით? ერთი შეხედვით, თითქოს არაფერი – უბრალოდ, იღლება, მაგრამ რეალურად, უზიანდება ნერვული სისტემა, უარესობისკენ ეცვლება ხასიათი, ეს ნელ-ნელა, ეტაპობრივად ხდება და, საბოლოოდ ზარალდება ოჯახი და ურთიერთობა. ამ ყველაფრის პრობლემა კი ჩვენს აღზრდასა და დრომოჭმულ, მავნე სტერეოტიპებშია. რატომ არ უნდა გარეცხოს კაცმა ჭურჭელი, ან, რატომ არ უნდა მოამზადოს საჭმელი, არ მოუაროს შვილს და არ მოიწესრიგოს ტანსაცმელი – ამას მხოლოდ სხვისთვის ხომ არ გააკეთებს?! დიახ, იყო დრო, როცა ამ ყველაფერს დედა უკეთებდა, მაგრამ ხომ გაიზარდა?! თუკი ქალი გამოდის დედის კალთიდან და იწყებს ზრუნვას საკუთარ თავზე, რატომ არ აკეთებს ამას მამაკაცი?! – იმიტომ, რომ იცის – დედის შემდეგ მას ცოლი მოუვლის და ეს კიდევ უფრო მძიმე პრობლემას შობს:  ხშირ შემთხვევაში კაცს ცოლი მოჰყავს სწორედ იმ მოსაზრებით, რომ მას მოუაროს, სიყვარულსა და ვნებას კი სხვაგან ეძებენ და ეს გაგრძელდება მანამ, სანამ კაცი არ მიხვდება, რომ მხოლოდ ქალს არ აქვს მოვალეობები...

 

შეეგებე! დახვდი!

 

ბევრი ფიქრობს, რომ, რაც არ უნდა გააკეთოს, ბედისწერას მაინც ვერ შეცვლის და ყველაფერი თავისთავად მოხდება, ასე არ არის?! ჩვენი სურვილების შესრულება თუ გვინდა, უნდა ვიმოქმედოთ და ვიშრომოთ.

დაიწყეთ იმით, რომ გაემიჯნეთ შიშებს, რადგან, შიშმა ახდენა იცის და, თუ ის თქვენი თანამგზავრი გახდება, პოზიტივში კი არა, ნეგატივში გადაინაცვლებთ. მაგალითად, თუ ნატრობთ რაღაცას და თან შიშობთ, რომ ის არასოდეს ასრულდება, ბუნებრივია, არც ასრულდება. რატომ?! იმიტომ, რომ უკვე განეწყვეთ ნეგატივისთვის... არ გეგონოთ, ეს ხუმრობა იყოს, აბსოლუტური რეალობაა.

იარეთ თქვენი ოცნებისკენ და მის შესახვედრად! გაუშვით იმპულსები მისი მიმართულებით. გაუგებარია თქვენთვის „იმპულსების გაშვება“ აბა, დაფიქრდით, როგორ ოცნებობდით ბავშვობაში? – ხომ გულწრფელად გჯეროდათ, რომ ყველა ოცნება აგისრულდებოდათ?  არსებობს ასეთი ცნება – „მიზანმიმართული ოცნება“ – სწორედ ეს არის შენი ოცნებისკენ სვლა... და, რაც მთავარია, არასოდეს თქვათ – „ამას მერე ვცდი, შემდგომისთვის”... არ უნდა გადადოთ ხვალისთვის საქმე, რომლის გაკეთებასაც სამ წუთზე ნაკლები სჭირდება.

P.S. დაფიქრდით, სულის სიღრმეში მართლა გინდათ ის, რაც გგონიათ, რომ გინდათ?

 

იყოს ნება ჩემი!

 

გინდათ, ყველაფერი ისე მოხდეს, როგორც ჩაიფიქრებთ? – ეს სულაც არ არის ძნელი და არ სჭირდება სიჯიუტე; არც ზღვარგადასული პრინციპულობა ან ახლობელ ადამიანებთან დაპირისპირება. ერთი შეხედვით, სურვილის ჩაფიქრება მარტივია, მაგრამ, თუ ამას სწორად არ გააკეთებთ, არაფერიც არ მოხდება.

ძალიან ბევრი ევროპელი ფსიქოლოგი გვირჩევს, რომ საკუთარი ნების, საკუთარი სურვილების ვიზუალიზაცია მოვახდინოთ, მაგალითად, სუფთა ფურცელზე ჩამოწეროთ ყველა ის ნატვრა, სურვილი თუ მოთხოვნა, რომელთა რეალობაში ახდენაც ძალიან გაგიხარდებათ. რაღაც კონკრეტულის შეძენა გინდათ? – დაწერეთ და მიჰყევით რიგის მიხედვით.

ნელ-ნელა „შეიძინეთ” ის ნივთები, რომელზეც ოცნებობთ და ფიქრობთ, რომ მათთვის საჭირო თანხას ვერც ამ წელს გამონახავთ...

იყოს, ნება ჩემი! – და, აუცილებლად იქნება, თუკი ზუსტად მიჰყვებით იმ ინსტრუქციას, რომელსაც საკუთარ თავს დაუწესებთ.

თქვენი ნება რომ იყოს, ანუ, სურვილები ხშირად რომ გისრულდებოდეთ, საჭიროა, ამ სურვილის სწორად გამოთქმა ისწავლოთ. ტექსტი მარტივი უნდა იყოს, უბრალო სიტყვებით გამოთქმული, თანაც, აუცილებლად ძალიან კონკრეტული, ისეთი, ბავშვიც რომ მიხვდეს, რა გინდათ, ანუ, არანაირად არ უნდა იყოს აღქმული სხვანაირად.

მთავარია, სურვილი მოკლედ თქვათ – მაქსიმუმია შვიდი სიტყვა. მაგრამ, ისეც ნუ იზამთ, რომ მთელი ენერგია ოცნებაში დახარჯოთ და რეალური მოქმედების თავი აღარ გქონდეთ... იყოს ნება ჩემი – ანუ, ვიმოქმედებ ჩემი ნებისა და სურვილის მიხედვით, – აი, რა გჭირდებათ და გაგაბედნიერებთ!

 

მიეცი თავს პირობა!

 

ხომ გინდათ, წელს მაინც ყველაფერი გამოგივიდეთ და ყველაფერი ისე იყოს, როგორც ჩაიფიქრეთ? მაშინ, დასაწყისისთვის საკუთარ თავს მიეცით პირობა  რამდენიმე საკითხში და ყველაფერი გააკეთეთ ამ დანაპირების შესასრულებლად.

* პირველი – კვირაში ორჯერ მაინც მოახერხეთ და გამოიძინეთ. თქვენ უკეთ იცით, რამდენსაათიანი ძილი გჭირდებათ, რომ თავი მხნედ იგრძნოთ. მინიმუმ 6 საათი მაინც უნდა გეძინოთ, რომ თვალების ქვემოთ მუქი ლაქები არ გაგიჩნდეთ და კანიც ნაადრევად არ დაგიბერდეთ.

* ყოველდღიურად მიირთვით ერთი ცალი ნებისმიერი ხილი და ერთი ცალი ნებისმიერი ბოსტნეული – ჯანმრთელობასაც გაიუმჯობესებთ და განწყობასაც აიმაღლებთ.

* გათავისუფლდით იმ ურთიერთობებისგან, რომლებიც ტვირთად გაწვებათ. არავითარი სინდისის ქენჯნა! – არ მოგწონთ ადამიანი? გაღიზიანებთ და გძაბავთ? – შეწყვიტეთ მასთან კონტაქტი. პირდაპირ უთხარით, რომ ყველაფერი დამთავრებულია, ოღონდ, მშვიდად და აგრესიის, დაძაბულობის გარეშე.

* მიიღეთ ნაკლები შაქარი, ნელ-ნელა კი საერთოდ უარი თქვით მასზე. გააკონტროლეთ ტკბილეულის რაოდენობა – თქვენ ეს შეგიძლიათ.

* იმოძრავეთ მეტი. იქნებ ფიქრობთ, რომ, როცა საქმის კეთებისას მირბი-მორბიხართ, ეს მოძრაობაში გეთვლებათ? არა, რა თქმა უნდა! ივარჯიშეთ – ეს ყველაზე კარგი საშუალებაა ფორმის შესანარჩუნებლად და საკუთარი შესაძლებლობის მიმართ რწმენის ასამაღლებლად.

 

დაიცავი შენი აზრი

 

ზოგჯერ ჩვენი სურვილები წინააღმდეგობაშია, ან, რბილად რომ ვთქვათ, არ ესადაგება იმ ადამიანების აზრებსა და პრინციპებს, რომელთა აზრი თუ არსებობა ჩვენთვის მნიშვნელოვანია. რა უნდა ვქნათ ასეთ დროს? უკან დავიხიოთ და უარი ვთქვათ ჩვენს მიზნებზე, რომლებიც ხშირად სურვილებს ემთხვევა? შეხედულებების განსხვავებას ხშირად სერიოზულ უთანხმოებამდეც კი მივყავართ. თუმცა, ამაზე საუბარს, აჯობებს, ვიპოვოთ ყველასთვის მისაღები გამოსავალი.

„კარგი გოგო“, ჩვეულებრივ, იზიარებს სხვების აზრებს და, მით უმეტეს – რჩევებს, თუნდაც მათ ზოგჯერ მითითებების ფორმა ჰქონდეს. მაგრამ ასე მარტივადაც არ არის საქმე. უპირველესად, თუ პატივს არ სცემ საკუთარ სურვილებს, შესაბამისად, არც საკუთარ თავს სცემ პატივს, რასაც დროთა განმავლობაში პიროვნების დაკნინებამდე მივყავართ. ქვეითდება თვითშეფასების კრიტერიუმი და ნელ-ნელა აღარც გვიმართლებს. ხშირად გვაწუხებს სინდისი მაშინ, როცა რაღაც სასიამოვნოს ვუკეთებთ საკუთარ თავს. დაფიქრდით – როგორ შეიძლება, რამე ცუდი იყოს იმაში, თუკი ცდილობთ, გახარებული და ბედნიერი იყოთ?

ამიტომაც, ნურასდროს შეგრცხვებათ იმის, რომ გაქვთ ოცნება: გინდათ, იყოთ ბედნიერი და გახარებული; ცხოვრობდეთ კონკრეტული სურვილებითა და მიზნებით... საკუთარი აზრი კი ყოველთვის დაიცავით – გახსოვდეთ, ამით საკუთარ თავს, ანუ პიროვნებას იცავთ.

скачать dle 11.3