კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ქრისტიანული სასწაულები

ხატმა ბავშვი გამოაჯანმრთელა

თავის მემუარებში თავადის ცოლი ნ. ვ. ურუსოვა აღწერს ერთ საოცარ ამბავს, რომელიც მისი მეგობარი ქალის – ნატალიას ოჯახში მოხდა. ნატალიას ორი ვაჟიშვილი ჰყავდა – ვლადიმირი და ბორისი. ძმები სრულებით არ ჰგავდნენ ერთმანეთს არც გარეგნობით და არც ხასიათით.

ვლადიმირი წარმატებით სწავლობდა გიმნაზიაში, დაამთავრა მოსკოვის უნივერსიტეტი. შემდეგ სასულიერო აკადემიაში ჩააბარა. მალე დიაკვნადაც აკურთხეს. მისი ძმა ბორისი გულს ვერ უდებდა სწავლას, ხოლო როცა რევოლუცია დაიწყო, კომკავშირში შევიდა, შემდეგ კი უღმერთოთა კავშირის წევრიც გახდა. 1928 წელს ბორისი დაქორწინდა და ახალგაზრდა ცოლ-ქმარი ყაზახეთში გადავიდა საცხოვრებლად. იქ მათ საშინელი ამბავი შეატყობინეს – მათი მშობლები ტვერში იყვნენ გადასახლებული, ხოლო ვლადიმირი დახვრიტეს.

მალე ახალგაზრდა ცოლ-ქმარს ვაჟიშვილი შეეძინათ, რითაც ძალზე გახარებული იყვნენ, მაგრამ მათი სიხარული ნაადრევი აღმოჩნდა – ბავშვს ხერხემლის ტუბერკულოზი დაუდგინეს ექიმებმა. ბავშვი თაბაშირის კორსეტში მოათავსეს და მშობლებს განუცხადეს, რომ სათანადოდ მოვლის პირობებში, მათი შვილი 6 წლის ასაკამდე თუ იცოცხლებდა. მშობლებმა ბავშვი ისევ ყაზახეთში გადაიყვანეს იმით დაიმედებულებმა, რომ თბილი კლიმატი ბავშვის ჯანმრთელობისთვის სასარგებლო იქნებოდა.

ერთხელ ცოლ-ქმარს ტატიანას დედა ესტუმრა. მან ქალიშვილს ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის ხატი გადასცა და პირობა ჩამოართვა, რომ ხატს არ გადააგდებდა. ტატიანამ დედას აღუთქვა, რომ ხატს გაუფრთხილდებოდა და რამდენადაც მისი ქმარი მებრძოლი უღმერთო იყო, ხატი ფარდულში გადამალა.

მალე ბავშვის მდგომარეობა დამძიმდა. ბორისმა პეტროპავლოვსკში გადაწყვიტა გამგზავრება, სადაც მას გადასახლებაში მყოფი, ბავშვთა დაავადებების ცნობილი პროფესორი ეგულებოდა. თუმცა, სადგურში რომ მივიდა, აღმოჩნდა, რომ მატარებელი უკვე გასული იყო. მომდევნოსთვის კი რამდენიმე დღე უნდა ეცადა. სახლში დაბრუნებულს ცოლი მუხლებზე დაჩოქილი დახვდა ბავშვის საწოლთან – ადგილობრივ ფერშალს დედისთვის ეთქვა, რომ ბავშვი მალე გარდაიცვლებოდა.

ბორისი სასოწარკვეთილი, ფიქრებში წასული ფანჯარასთან ჩამოჯდა. მან უცებ შეამჩნია, რომ ფარდულის კარი გაიღო და იქიდან მისი გარდაცვლილი ძმა – ვლადიმირი გამოვიდა, რომელსაც ხელში ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის ხატი ეჭირა. ბორისი ხედავდა, როგორ უწეწავდა ქარი ვლადიმირს გრძელ თმებს, როგორ ხრაშუნობდა მის ფეხებქვეშ თოვლი... შემდეგ ის ოთახში შევიდა, ხატი ძმას გადასცა და... გაქრა!

ბორისმა სასწრაფოდ გამოჰკითხა ცოლს... რომელმაც აღიარა, რომ ფარდულში მართლაც ჰქონდა გადამალული ხატი. ცოლ-ქმარმა დაუყოვნებლივ გამოიტანეს ხატი ფარდულიდან და ბავშვზე დაასვენეს. რამდენიმე წუთში ბავშვს ხელ-ფეხი გაუთბა და გონს მოსულმა აზრიანი გამოხედვით დაიწყო ირგვლივ ყურება. დილისთვის ბავშვი მთლად კარგად შეიქნა. მოწვეული ექიმები გაკვირვებისგან მხოლოდ მხრებს იჩეჩავდნენ. მალე ბავშვს თაბაშირიც მოხსნეს.

ამ შემთხვევის შემდეგ, ბორისი თავის ცოლ-შვილთან ერთად მოსკოვში დაბრუნდა მშობლებთან, რომლებსაც გადასახლების ვადა ამოსწურვოდათ. მალე ცოლ-ქმარმა ბავშვი მონათლეს და სახელად გიორგი უწოდეს.

скачать dle 11.3