კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

მოძღვარი გვირჩევს

კითხვა. რას ნიშნავს „სასიკვდინე ცოდვა“?

პასუხი: საეკლესიო სწავლებით „სასიკვდინეა ცოდვა“, რომელსაც ჩავდივართ ნათლობის შემდეგ, ზრდასრულ ასაკში ჩვენივე სურვილით, უფლის მცნებათა საპირისპიროდ და მოყვასის საწინააღმდეგოდ. „სასიკვდინედ“ კი იმიტომ ითვლება, რომ ზეციურ სასუფეველს გვაკარგვინებს და მარადიულ სიკვდილს გვარგუნებს.

კითხვა: ჩემი შვილი სიმართლის დასამტკიცებლად ღმერთს იფიცებს. ხომ არ სცოდავს ამით?

პასუხი: აუხსენით ბავშვს, რომ ღმერთი, რომელსაც ის იფიცევს, კრძალავს ფიცს და როდესაც ღმერთს ვიფიცებთ, ამით მის ნებას გადავდივართ.

კითხვა: ყველა მიცვალებულისთვის სასარგებლოა თუ არა ფსალმუნების კითხვა?

პასუხი: ფსალმუნების კითხვა გარდაცვლილთათვის დიდად კეთილი საქმეა, მაგრამ ყველა გარდაცვლილისათვის მისი წაკითხვა არ შეიძლება. კერძოდ: თვითმკვლელთათვის, ურწმუნოთათვის, მოუნათლავთათვის და სხვა სარწმუნოების პირთათვის.

კითხვა: როგორ მოვიქცეთ, როდესაც დაბადების დღე გვიწევს მძიმე მარხვაში?

პასუხი: თუ დაბადების დღის აღნიშვნაში სუფრის გაშლას გულისხმობთ, უმჯობესია, ეს პროცედურა მოგვიანებით ჩაატაროთ, როცა მარხვა გახსნილდება, რათა არ გქონდეთ სინდისის ქენჯნა.

კითხვა: უნდა მივცეთ თუ არა შენიშვნა ადამიანს, რომელიც ხელს უშლის ლოცვას?

პასუხი: წმიდა იოანე ოქროპირი ამის უფლებას აძლევს თვით პატარა ბიჭუნასაც კი.

скачать dle 11.3