კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ჭეშმარიტი სარწმუნოება

„არასწორი ბერი“

ერთ მონასტერში ეგვიპტელი გლეხი დასახლდა, რომელმაც სამონასტრო ცხოვრების სწავლა ყველაზე მკაცრი მოღვაწისგან მოინდომა.

წინამძღვარმა ამბა რომაელთან გაგზავნა. ეგვიპტელი მივიდა ამბა რომაელის სენაკში და თვალებს არ დაუჯერა. მოელოდა ფეხშიშველი, დაუძლურებული ბერის ხილვას, ჩამოძონძილი კაბით. მის ნაცვლად კი, იხილა გულთბილი ადამიანი, სუფთა ტანსაცმელსა და კოხტა სანდლებში გამოწყობილი.

„ეტყობა, წინამძღვარმა დამცინა, – განაწყენდა ეგვიპტელი. ამას, ეტყობა, რომ „არასწორი ბერია“, რადგან მონასტრიდან შორს დაუდია ბინა“.

მაგრამ უკვე შებინდებულიყო, ამიტომ ეგვიპტელს ღამის გათევა ამბა რომაელთან მოუწია. ეგვიპტელი უფრო მეტად დაღონდა, როცა იხილა, რომ ბერს შავკანიანი მონაც კი ჰყოლია. მსახურმა მათ სუფრა გაუშალა; ვახშამზე მოხარშული ბოსტნეული და მცირეოდენი ღვინო მიართვა. ვახშმის შემდეგ კი დასაძინებლად საწოლზე ჭილოფი გაუშალა.

– ილოცე ჩემთვის, მამაო, – დილაადრიან სთხოვა ეგვიპტელმა მასპინძელს და საჩქაროდ უკან, მონასტერს მიაშურა. მაგრამ, ამბა რომაელმა, რომელსაც ადამიანების აზრების ამოკითხვის ნიჭი ჰქონდა ღვთისგან ბოძებული, სტუმარს კვალდაკვალ თავისი მონა დაადევნა და მისი გზიდან მობრუნება დაავალა.

– შენ მთხოვე, რომ შენთვის მელოცა, მაგრამ საკუთარ თავზე არაფერი გიამბნია, – უთხრა ამბამ უკან მობრუნებულს, – მიამბე, ძმაო, რომელი  ქალაქიდან მოსულხარ მონასტერში?

– მე ქალაქელი არ ვარ. მთელი ჩემი ცხოვრება სოფელში გავატარე, სადაც მინდორში დარაჯად ვმუშაობდი, – უხალისოდ მიუგო ეგვიპტელმა.

– ეს კეთილი საქმეა, – თავი დაუქნია რომაელმა, – მე კი, უდაბნოში დიადი რომიდან ჩამოვედი, სადაც მეფის კარზე თვალსაჩინო თავადი ვიყავი. მითხარი, სად გეძინა, როცა მინდორს დარაჯობდი?

– მთელი ჩემი ცხოვრება ხის ძირში, მიწაზე მეძინა. მონასტრის სენაკში უკეთესი პირობები მაქვს.

– მე კი სუფთა ოქროს საწოლი მქონდა და უძვირფასესი საფარველები მეფარა. ახლა კი მათ ნაცვლად უფალმა ეს ჭილოფი მიბოძა. მინდორში როგორ საკვებს მიირთმევდი და რომელ ღვინოს სვამდი?

– თითქმის ყოველდღე ხმელ პურს ვჭამდი, მცირეოდენი მარილით და წყალს ვაყოლებდი. ბევრ ბოსტნეულს მხოლოდ მონასტერში გავუსინჯე გემო პირველად.

– მე კი უამრავი უძვირფასესი ტანსაცმელი მქონდა, – წარმოსთქვა ამბამ, – მათ ნაცვლად კი, ახლა ეს უბრალო კაბა მმოსია. ჩემს სახლში ყოველდღიურად ბრწყინვალე წვეულებები იმართებოდა და სუფრის გაწყობაში ბევრი ოქრო იხარჯებოდა. ახლა კი ყოველივე ამის ნაცვლად, უფალი მაძლევს მცირეოდენ ბოსტნეულსა და ღვინოს. როცა 20 წლის წინათ, რომიდან უდაბნოში მოვედი და ეკლესიის მახლობლად დავეყუდე, წინამძღვარმა ჩემი ვინაობა შეიტყო, მონა მომიჩინა და საზრდოს ყოველდღე მონასტრის სატრაპეზოდან მიგზავნის.

– შემინდე, მამაო, რომ შევცოდე და გულში განგიკითხე. მე ერში დიდი გაჭირვება გამოვიარე და მონასტერში მოსვენებისთვის მოვედი. შენ კი ნებაყოფლობით თქვი უარი ფუფუნებაზე და განზრახ მწუხარება შეიმთხვიე. დიდებისა და სიმდიდრის ნაცვლად, სიღატაკე და შეჭირვება არჩიე. ჭეშმარიტად, ეს მხოლოდ წმიდა ადამიანს ძალუძს! იმ დღიდან ეგვიპტელი გლეხი ამბა რომაელს დაემოწაფა და არასოდეს შეჰპარვია ეჭვი იმაში, რომ უდაბნოში მისი სახით უდიდესი მოღვაწე ჰპოვა.

скачать dle 11.3